გერმანელმა ტექნიკური პრობლემების გამო 63 ქულა დაკარგა
სებასტიან ფეტელი ერთადერთი პილოტია გერმანიიდან, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის. შესაბამისად, გერმანული პრესა ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა პილოტის წარმატებებსა თუ ჩავარდნებს. საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - მანქანის საიმედოობა. ამიტომაც Blick-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რა სიტუაცია იქნება საერთო ჩათვლაში, მანქანებს ტექნიკური პრობლემები არ შექმნოდათ.

ჩემპიონატის მსვლელობის გაანალიზებისას გერმანელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სებასტიან ფეტელს ინტერლაგუშის რბოლისთვის გარანტირებული უნდა ჰქონოდა ჩემპიონის ტიტული. სებამ ტექნიკური პრობლემების გამო სამ რბოლაში დაკარგა ქულები: ბაჰრეინში პირველიდან მეოთხე ადგილამდე დაეშვა ძრავის პრობლემების გამო, მელბურნში ლიდერობდა, როცა წინა მარჯვენა საბურავის სამაგრი დაზიანდა და გერმანელი ტრასიდან გადავარდა, კორეაში ფეტელს კი ძრავამ უღალატა, არადა გამარჯვებას მხოლოდ ცხრა წრე აშორებდა.

ამ დაზიანებებმა სებასტიანს 63 ქულა დააკარგვინა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ Blick-ის ჟურნალისტების გამოთვლები მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რადგან ფორმულა 1-ში წარმატებას ის პილოტი აღწევს, რომელიც სისწრაფესა და მანქანის საიმედოობას შორის ოპტიმალურ ბალანსს ირჩევს.

ყავარჯენი ბერნისთვის

ამასობაში, სებასტიან ფეტელის გუნდმა - "რედ ბულმა" კორეის გრან-პრის წინ უნიკალური საჩუქარი გაუკეთა ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნს, რომელიც რამდენიმე დღეში 80 წლის გახდება, მაგრამ ძველებურად ენერგიული, მხნე და საქმიანია.

ბერნი იუმორით შეხვდა "რედ ბულის" მიერ დამზადებულ უცნაურ საჩუქარს: ეს არის ინვალიდებისთვის განკუთვნილი ორიგინალური ყავარჯენი, რომელზეც დამაგრებულია წინა ანტიფრთა და ცნობილი ენერგეტიკული სასმელის ორი ქილა. მაგრამ საჩუქრის ყველაზე ორიგინალური დეტალია საჭე: მასზე გათვალისწინებულია შემდეგი ღილაკები - "ვიაგრა", "ექთანი", "ადვოკატი", "ბუღალტერი" და პასკუალე ლატენედუს გამოსაძახება. ეს კაცი ექლსტოუნის უახლოესი თანაშემწეა.

ექლსტოუნს საჩუქარი "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა და სებასტიან ფეტელმა გუნდის ბოქსებში გადასცეს და ბერნიმ ის დიდი ხალისით მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა