მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში მეტად პოპულარული იყო კარიკატურები
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში მეტად პოპულარული იყო კარიკატურები.

ამას თავისი ახსნა აქვს - მაშინ, გაზეთში ფოტოების დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, თუმცა ნელ-ნელა ტექნიკაც განვითარდა და ხელით ნახატი ილუსტრაციები ფოტოებმა ჩაანაცვლა.

გავიდა დრო და დღეს ფოტოსურათებს თავისი ადგილი აქვს, კარიკატურებს - თავისი. უცხოურ პრესაში დიდი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ თემის გაშარჟებას - ნახატის საშუალებით იუმორისტულად გადმოცემას.

ახლა უფრო კონკრეტულად: სპორტულ გაზეთებში კარიკატურები 90-იანი წლების ბოლოს მომრავლდა და მათი ავტორი ზაალ სულაკაური იყო. როგორც თავად მითხრა, სპორტული თემატიკის ნაშრომები პრესაში და საიტებზე აქვს მიმობნეული. მათგან რამდენიმეს დღევანდელ "ტაიმლაინში" გთავაზობთ.

- პატარაობაში სპორტის არაერთ სახეობაზე დავდიოდი: ფეხბურთზე, ალპინიზმზე, მძლეოსნობაზე, მაგრამ ახლა ჩემი სპორტი ხატვაა. როგორც ფეხბურთელები ზრუნავენ კარიერაში წინსვლაზე, ისევე ვზრუნავ სამხატვრო კარიერაზე, - გვითხრა ზალიკომ, რომელსაც ასევე უყვარს მაგიდის ჩოგბურთი და ბოლო დროს შეუყვარდა ბოულინგი:

- ბოულინგის ცენტრში პირველად რომ მივედი, ორ ცდაში დავშალე... ალბათ, იმიტომ, რომ მხატვარ კაცს, თვალით გაზომვა არ მიჭირს.

ქართველი კარიკატურისტის ფეხბურთელებთან დამოკიდებულება მისი ნაშრომებიდან კარგად ჩანს.

საინტერესოა, რამდენად ხშირად ახერხებს საგულშემატკივროდ სიარულს.

- ფეხბურთზე სულ სამჯერ ვარ ნამყოფი. გაგიკვირდებათ და სამივე შემთხვევაში მოვიგეთ. მეგობრები ხშირად მეპატიჟებიან, წამოდი, გამარჯვებაში დაგვეხმარეო, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ვერ ვახერხებ.

ზაალ სულუკაური - ავტორის კარიკატურა

პიერლუიჯი კოლინა

კლაუს ტოპმიოლერი

რონალდო

გიორგი ასანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა