ესპანეთის რალის მთავარი შედეგი ისაა, რომ დანი სორდომ ვერ შეძლო საშინაო ეტაპის მოგება. არადა, ესპანელისთვის ამ ეტაპს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

ესპანეთის რალის მთავარი შედეგი ისაა, რომ დანი სორდომ ვერ შეძლო საშინაო ეტაპის მოგება. არადა, ესპანელისთვის ამ ეტაპს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - "სიტროენის" მეორე ნომერი ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და თითქმის ყოველთვის თავისი ძირითადი კონკურენტის - სებასტიან ოჟიეს უკან რჩება. ახალგაზრდა ფრანგი იოლად ამარცხებს ესპანელს და უკვე წაართვა მომავალი სეზონისთვის ადგილი "სიტროენის" ძირითად გუნდში.

ამჯერად სორდომ მეორე ადგილის დაკავებაც ვერ შეძლო. მართალია, მასპინძელმა ბოლო ოთხი სპეცმონაკვეთიდან სამი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა 2003 წლის ჩემპიონის პეტერ სოლბერგის დასამარცხებლად.

მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ლოებმა წინა ეტაპზე გაინაღდა ჩემპიონობა, მოტივაცია არ დაუკარგავს და მორიგი ეტაპიც იოლად მოიგო. ეს ბრწყინვალე რალისტის რიგით 61-ე გამარჯვება იყო კარიერაში. კატალონიის ასფალტზე ლოებმა ჯერ კიდევ შაბათს ჩამოიცილა კონკურენტები და კვირას ყოველგვარი რისკის გარეშე დაიარა დისტანციის დარჩენილი ნაწილი.

"ჩემპიონატის ყველა ამოცანა გადაჭრილია, ამიტომაც ყოველგვარი პრესინგის გარეშე ვიარე. სტარტიდანვე შევძელი შესანიშნავი ტემპის აკრეფა, ლიდერობა გავინაღდე და შემდეგ ოდნავ დავაგდე სიჩქარე", - განაცხადა ფინიშის შემდეგ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა.

ამ ეტაპზე საერთო ჩათვლაში მეორე ადგილის განაღდება შეეძლო ოჟიეს. ნიჭიერი ფრანგი ერთი პირობა მეორე პოზიციაზე იყო და ლოების გასწრება მოინდომა, მაგრამ გამარჯვების ნაცვლად ყველაფერი დაკარგა. ახლა ჩემპიონატში მეორე ადგილის ბედი ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის რალიზე გაირკვევა. ოჟიეს საერთო ჩათვლაში ლატვალა წამოეწია. მართალია, 11-ქულიანი სხვაობა დიდია, მაგრამ ესპანეთის რალიმ დაგვანახა, რომ ფრანგს არაფერი აქვს გარანტირებული.

ცალკე ლაპარაკის თემაა კიმი რაიკონენი, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით - მან ეტაპის დაწყებამდე ისე დააზიანა თავისი მანქანა, რომ სტარტზე გასვლა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, კიმი ყოველ ეტაპზე რაღაც ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, მაგრამ ეტაპის სტარტამდე გამოთიშვა - მართლაც გასაოცარი ფიასკო იყო... ამასობაში, სეზონის ფინიშამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - მალე ფინელი თავის საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რასაც ავტოსპორტის სამყარო მოუთმენლად ელოდება.

XII ეტაპი. ესპანეთის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:32.59,7; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +35,3; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +41,1; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +1.19,5; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +6.32,9; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +8.17,6; 7. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +13.05,7; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +13.11,2...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 251 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 156; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 151; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 140; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 114; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 68; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 37; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 36; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა