25 თებერვალს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან კობიაშვილის "ჰერტა" "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლებს და საინტერესოა, მიეცემა თუ არა ვეტერან ქართველს მოედანზე გასვლის საშუალება
ჰოლანდიის ერედივიზიეში "ჰერაკლესსა" და "ვიტესს" შორის უხვგოლიანი მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმარმა "ვიტესმა" 5:3 მოიგო.

სასიამოვნოა, რომ არნემელთა წარმატებაში თავისი წვლილი ორივე ქართველმა შეიტანა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე 39-ე წუთზე შევიდა და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც "ვიტესის" წამყვანმა ფორვარდმა ვილფრედ ბონიმ ვერ გამოიყენა.

გაცუდებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, ბონიმ ამ მატჩში მაინც შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება.

ამ გამარჯვებით "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე აინაცვლა და ერთპიროვნულ ლიდერ პსვ-ს 5 ქულით ჩამორჩება.

მერაბ ჟორდანიას კლუბს ჩემპიონობის შანსიც კი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება კი უფრო რეალურია.

პოლონურ "ლეგიაში" ახლად გადასულმა ლადო დვალიშვილმა საკონტროლო მატჩებში ერთიმეორის მიყოლებით გაიტანა გოლები, თუმცა ამის მიუხედავად, პოლონეთის განახლებულ ჩემპიონატში მას მცირე სათამაშო დრო დაუთმეს.

დვალიშვილი "ლეგიას" გასვლით შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი სტუმრად "კორონასთან" 2:3 დამარცხდა, მხოლოდ 83-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

მარცხის მიუხედავად, "ლეგიამ" ექსტრაკლასას ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა და უახლოეს მდევრებს, დვალიშვილის ყოფილ კლუბ "პოლონიას", "სლასკსა" და "ვროცლავს" ოთხ-ოთხი ქულით უსწრებს.

ნიკა ძალამიძემ, რომელიც პოლონური "იაგელონიას" ღირსებას იცავს, სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

მის არყოფნაში "იაგელონია", რომელიც უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის, გასვლით შეხვედრაში 0:4 განადგურდა "პოდბესკიზიესთან".

თურქეთის სუპერლიგაში "ქაისერისფორმა" "გენჩლერბირლიგის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ზურაბ ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.

შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" სტამბულურ დერბიში "ფენერბაჰჩეს" ეწვია და იმის მიუხედავად, რომ მეორე წუთზევე დაწინაურდა და პირველი ტაიმიც მოიგო, 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ "ქაშიმფაშა" 90-ე წუთამდე ინარჩუნებდა 1:1-ს, თუმცა ამის შემდეგ წყვილის ფავორიტმა ორი გოლის გატანა შეძლო.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" "პადოვას" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ემპოლელი ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია, მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოთა შორის იყო გამწესებული.

გიორგი მაკარიძე, ვისაც ტრავმამ ფრანგული "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა, "ნიორთან" სტუმრად 3:2 მოგებულ მატჩში სათადარიგო იყო.

"ლე მანი", რომელიც ახლო წარსულში ლიგა 1-ის ბინადარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

აზერბაიჯანული პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ნეფთჩი" და კახა ცხადაძის "ინტერი" დაუპირისპირდნენ.

"ნეფთჩიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 გაიმარჯვა და "ინტერს", რომელიც აქამდე ჩემპიონატს ლიდერობდა, ერთი ქულით გადაუსწრო.

მატჩის 92-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა ვალერი აბრამიძემ. მან, გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ თამაში სრულად ჩაატარეს, ხოლო რევაზ თევდორაძე სათადარიგო იყო.

თოვუზის "თურანმა" სტუმრად 1:0 სძლია "სუმგაითს". მატჩის 57-ე წუთზე "თურანის" შემადგენლობაში ირაკლი ბერაია დავით ჯანელიძემ შეცვალა.

დანიაში სეზონი ჯერ არ განახლებულა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ მათე ვაწაძემ "ორჰუსის" სპარინგში თავი გამოიჩინა. მისმა გუნდმა "სონდერიისკე" 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვაწაძემ და მისმა თანაგუნდელმა დავით სხირტლაძემ მიიღეს, კიდევ ერთი ორჰუსელი, დავით დევდარიანი კი ტრავმირებულია.

აღსანიშნავია, რომ "სონდერიისკეს" კარს ვაწაძის ყოფილი თანაგუნდელი, გორის "დილას" ექსმეკარე, ხორვატი მარინ სკენდერი იცავს.

ლვოვის "კარპატიმ" ტესტმატჩში 4:0 გაანადგურა ქვედალიგელი "ტერნოპოლი". "კარპატის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილიც და ლევან ყენიაც.

"დნიპრომ" ასევე ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა "ზვეზდა". დნეპროპეტროვსკელთა ღირსება მათმა ორივე ქართველმა, ჯაბა კანკავამ და ალექსანდრე კობახიძემ დაიცვა.

25 თებერვალს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლევან კობიაშვილის "ჰერტა" "კაიზერსლაუტერნს" უმასპინძლებს და საინტერესოა, მიეცემა თუ არა ვეტერან ქართველს მოედანზე გასვლის საშუალება.

მომავალ უქმეებზე კი რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგები იწყება და შესაბამისად, ქართველი ლეგიონერების შესახებ უფრო ვრცლად საუბრის შესაძლებლობაც მოგვეცემა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა