ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატს თსუ დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო ორი ტური ფინანსური გაურკვევლობის გამო გამოტოვა
ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. როგორც იქნა, ჩემპიონატს დაუბრუნდა თსუ, რომელმაც ბოლო ორი ტური ფინანსური გაურკვევლობის გამო გამოტოვა.

თსუ 19 თებერვალს "იბერია სტარს" შეხვდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონთან ვერაფერს გახდა და 3:6 დამარცხდა. სამაგიეროდ, 23 თებერვალს GIEC-ს შეხვდა და 7:4 დაამარცხა.

იმავე დღეს "იბერია" თელავის "ბურჯს" შეხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 17:2. ჩემპიონის რიგებში იშვიათი ამბავი მოხდა: პოკერი ერთმა მოთამაშემ, ოლივეირამ (4 გოლი) შეასრულა, ორმა (აუგუსტომ და ფუსტემ) - ჰეთ-თრიქი, ხოლო სამმა (ალეკო ძაბირაძემ, კუმანომ და ედიგლეუსონმა) - დუბლები.

"იბერიას" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა ბრაზილიელ ლეგიონერს ჟაიმინიოს, აგრეთვე, მეკარე გიორგი ემხვარს.

ტურის მესამე მატჩი "თელასსა" და "სოკარს" შორის ამ უკანასკნელის თხოვნით გადაიდო.

და კიდევ: საქართველოს ეროვნული ნაკრები ელიტრაუნდში გავიდა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ფუტსალის ასოციაცია იძულებული გახდა, კალენდარში ცვლილებები შეეტანა. ჩემპიონატი კი 25 მაისს დამთავრდება.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 8 8 0 0 65-15 24

2. თელასი 7 5 0 2 35-19 15

3. თსუ 7 5 0 2 49-24 15

4. სოკარი 6 3 0 3 40-19 9

5. GIEC 8 1 0 7 21-57 3

6. თელავი 8 0 0 8 15-91 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა