ლანჩხუთის "გურია" საქართველოს ჩემპიონთან სათასო დაპირისპირებაში თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა
26 თებერვალს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართება. მერვედფინალში პირველი ლიგის გუნდებიც ითამაშებენ, მათ შორის - ლანჩხუთის "გურია", რომლის მეტოქე "ზესტაფონი" იქნება.

ამ წყვილის პირველი მატჩი 26 თებერვალს ლანჩხუთში უნდა გამართულიყო, თუმცა ასე არ მოხდება - ორივე შეხვედრა ზესტაფონში ჩატარდება, რითაც "გურიას" შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

"გურია" პირველი ლიგის საშინაო შეხვედრებს აქამდე ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე ატარებდა. ფეხბურთის ფედერაციის შემწეობით, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე უცხოეთიდან ჩამოტანილი მინდორი დააგეს და ამის გათვალისწინებით, ცოტა უცნაურია, რატომ უნდა ითამაშოს "გურიამ" ორივე სათასო შეხვედრა ზესტაფონში.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს მივმართეთ და გვითხრეს, რომ ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონი მოუწყობელია. მინდორი კი არის ახალი, მაგრამ გასახდელები ჯერაც გასაკეთებელია. სათადარიგო მოედანს კი აქვს გასახდელები, მაგრამ იქიდან ცენტრალური სტადიონის მოედნამდე პატარა მანძილი არ არის და დისკომფორტი შეიქმნებაო.

დავუკავშირდით ლანჩხუთის "გურიას" მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიასაც, რომელმაც გვითხრა:

"ორივე თამაში ზესტაფონში რომ გაიმართება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვნებდებით. ჩვენი სტადიონის სათადარიგო მოედანი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უმაღლესი ლიგის გუნდს ვუმასპინძლოთ, ახალ მინდორზე კი თამაშის უფლებას ალბათ მარტიდან მოგვცემენ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გვინდოდა, რომ ნეიტრალურ სტადიონზე გვეთამაშა "ზესტაფონთან", ქობულეთში ან სამტრედიაში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და მიზეზზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ალბათ ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ვმასპინძლობთ "ზესტაფონს" სხვა სტადიონზე.

რა თქმა უნდა, "ზესტაფონს" ორივეჯერ ზესტაფონში რომ ვეთამაშებით, ამით ჩვენი შანსები მცირდება.

დასაკარგი არაფერი გვაქვს, "ზესტაფონს" ოპტიმალური შემადგენლობით შევებრძოლებით. დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები: ერეკლე კილაძე, გიორგი სალარიძე, ვიტალი დარჩიძე, მიხეილ კაკალაძე, სევასტი თოდუა და კობა შალამბერიძე".

მოკლედ, პირველლიგელი "გურია" საქართველოს ჩემპიონთან სათასო დაპირისპირებაში თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა.

ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ლანჩხუთში ჯერაც არ არის მკაფიოდ გარკვეული, ვინ და როგორ უნდა უპატრონოს "გურიას". გუნდი იქით რომ მიმართავს თხოვნით მეტოქეს, ორივე თამაში შენთან ჩავატაროთო, სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?..

კულუარული წყაროდან შევიტყვეთ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, რა ბიუჯეტი ექნება "გურიას" და ვინ უნდა წარმართოს ამ კლუბის საქმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია