ეს მოულოდნელი ამბავი ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა თავად გვითხრა
ძალიან მოულოდნელი ტრანსფერიც იქნება, თუ საქმე ბოლომდე მივიდა - მამუკა ღონღაძემ, შესაძლოა, ბოლნისის "სიონში" ითამაშოს.

ეს მოულოდნელი ამბავი ფეხბურთელმა თავად გვითხრა.

ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ფეხბურთელი და თავდამსხმელი ზამთარში ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლას იმედოვნებდა, მაგრამ რეალობა გაცილებით მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდა - ვლადიკავკაზის "ალანიაში" ფეხი ვერ მოიკიდა, პოლონურ-უნგრული ვარიანტებიც ჩაეშალა და იძულებული იყო, დაუგავპილსის "დაუგავაში" დაბრუნებულიყო.

თუმცა, იმდენად არ სურდა ისევ ლატვიის ჩემპიონატში თამაში, საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულის მიღმა დარჩენილი "სიონის" წინადადებას დათანხმდა.

"ბოლნისელები იმ დროს დამიკავშირდნენ, როდესაც უკვე ლატვიაში გამგზავრებას ვაპირებდი. სიმართლე გითხრათ, ამ წინადადებამ გამახარა და დროებით "სიონში" გადასვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ "დაუგავაში" დაბრუნება აღარ მსურს.

ახლა ჩემთვის მთავარია, რომ სათამაშო პრაქტიკა შევიძინო. სამწუხაროდ, ათასი კლუბის მოლოდინში, მოსამზადებელი ეტაპი ვერ გავიარე.

ცხადია, არ გავჩერებულვარ და ინდივიდუალურად ვემზადებოდი, მაგრამ კლუბში მომზადება მაინც სხვაა.

ახლა მეც და "სიონის" ხელმძღვანელობაც ვცდილობთ, "დაუგავასთან" იურიდიული პრობლემა მოვაგვაროთ. კლუბის პრეზიდენტმა კი მითხრა, რომ მაისამდე უფასო იჯარით გაგიშვებთო, მაგრამ ჩემდა მოულოდნელად, ახლა ისევ "ფეხის თრევა" დაიწყო.

მაგრამ გარკვევით ვუთხარი, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის პერსპექტივითაც ვერ დამაბრუნებენ და რომ ისევ საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩენილი "სიონის" დახმარება მერჩივნა.

იმედი მაქვს, რომ გონივრულად და ადამიანურად ახლა მაინც მომექცევიან და "სიონში" იჯარას არ ჩამიშლიან", - გვითხრა ღონღაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე: გულდაწყვეტილი ვარ, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი

მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა

მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა

მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა