არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზამთარს იჯარით გადასულმა 19 წლის ფეხბურთელმა რუს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა
არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზამთარს იჯარით გადასულმა გიორგი ჭანტურიამ რუსული საიტის "სპორტბოქს.რუს" ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა.

19 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" აკადემიაში გატარებულ წლებზე, ჯანო ანანიძესთან მეგობრობასა და საქართველოს ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა.

- ფეხბურთს ექვსი წლიდან ვთამაშობ. თავიდან კლუბ "საბურთალოში" ვირიცხებოდი, შემდეგ კი ორწლინახევრით "ბარსელონაში" გადავედი. კატალონიიდან ჰოლანდიურ "ვიტესში" წავედი, ახლა კი "ალანიას" ფეხბურთელი ვარ.

- 16 წლის ქართველი ბიჭი "ბარსელონაში" როგორ მოხვდი? ეს ისტორია ზღაპარს ჰგავს...

- მინსკის ტურნირში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე, სადაც სამ თამაშში ექვსი გოლი გავიტანე.

სამშობლოში დაბრუნებულს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ორი კვირით "ბარსელონაში" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ მიწვევდნენ.

იქ გატარებული სამი დღის შემდეგ კი უკვე ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომელსაც ხელი სიხარულით მოვაწერე.

ორი წლის შემდეგ ხელშეკრულების განახლება შემომთავაზეს, თუმცა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თამაში უკვე აღარ მაკმაყოფილებდა. მინდოდა თავი დიდ ფეხბურთში მომესინჯა და წინადადებაზე უარი ვთქვი. სწორედ მაშინ გამოჩნდა "ვიტესის" ვარიანტი, სადაც საბოლოოდ გადავედი კიდეც.

- "ბარსელონას" ამჟამინდელი გუნდიდან ვინ გეცნობათ?

- "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად თვეზე მეტხანს ვვარჯიშობდი და ყველას კარგად ვიცნობ. ვმეგობრობდი კრისტიან ტელიოსთან, ტიაგო ალკანტარასთან, ჯონათან დოს სანტოსთან.

- კატალონიურმა სკოლამ რა შეგძინათ?

- პირველ რიგში, ტექნიკა. სწორედ ტექნიკაა ყველაზე მთავარი, რასაც "ბარსელონაში" გთხოვენ.

მეორეც, იქ ყველაფერი ფეხბურთითაა გაჯერებული. "ბარსელონა" - ეს ერთი დიდი ოჯახია და გასაოცარია, როცა თავს მის ნაწილად გრძნობ.

- რუსეთში ტექნიკა ყოველთვის ვერ გიშველის. მცველებმა შესაძლოა ფეხებში ისე ჩაგარტყან, რომ...

- ვიცი, რომ ჰოლანდიური ჩემპიონატი ამ მხრივ რუსეთისაზე იოლია, მაგრამ ეჭვი რომ შემპარვოდა რამეში, დღეს აქ არ ვიქნებოდი და არც თქვენთან ვისაუბრებდი.

"ალანიას" საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს სატურნირო ცხრილში და მზად ვარ, თუნდაც კარში ჩავდგე, თუკი ეს კლუბს სიკეთეს მოუტანს. მზად ვარ ყველა სიძნელისთვის, რაც შეიძლება, მოედანზე შემხვდეს.

ვიცი, რომ ვალერი გაზაევს ქართველი ფეხბურთელები უყვარს. მახსოვს ის დრო, როცა გიორგი დემეტრაძე აქ საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამიტომ სეზონის განახლებას მოუთმენლად ველი.

- რუსულ ფეხბურთზე მანამდე რა იცოდით?

- პირველ რიგში, ორჯერ შევხვდი დმიტრი ბულიკინს, როდესაც ის "დენ ჰააგში" თამაშობდა. ვიცი, რომ ის ნაკრებშიც წარმატებული იყო.

პლუს, ჩემი საუკეთესო მეგობარი ჯანო ანანიძე ბევრს მიამბობდა "სპარტაკსა" და რუსეთის ჩემპიონატზე.

"ალანიაში" გადმოსვლამდე ვესაუბრებოდი ჩემს ნაცნობებს, იმავე ჯანოს, გია გრიგალავას, ოთარ მარცვალაძეს. მათ მითხრეს, რომ რუსეთში თამაში ფიზიკურად მძიმეა, მაგრამ ეს არ მაშინებს.

- რუსული ფეხბურთის სიმძიმე, ალბათ, გაზაევის ვარჯიშებზე უკვე გამოსცადეთ...

- ჰოო.. (იცინის). რაღაც მომენტში ისიც კი ვთქვი, მორჩა, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი. საერთოდ, შეკრებაზე ყოველთვის ჭირს, მაგრამ ვალერი გაზაევის ხელში, კიდევ უფრო. ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, მაგრამ რადგან ასე გვტვირთავს, ალბათ იცის, რასაც აკეთებს. გაზაევი მაგარი მწვრთნელია.

ამხანაგურ მატჩებში მთლად კარგი შედეგები ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაღლილობის ფონზე იყო. ვფიქრობ, ჩემპიონატს საუკეთესო კონდიციებში შევხვდებით.

- რატომაა, რომ საქართველოს ნაკრები, რომელიც მაღალტექნიკური ფეხბურთელების ნაკლებობას არასდროს უჩივის, რაიმე წარმატების მიღწევას ვერაფრით ახერხებს?

- იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა გვაქვს ცუდი, ქვეყნის ჩემპიონატი კი დაბალ დონეზეა. ამასთან, ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება.

თემურ ქეცბაია თითქოს ურიგო მწვრთნელი არაა, მაგრამ შედეგი ვერ მოაქვს. თანაც, როგორი შეიძლება იყოს შედეგი, როდესაც საქართველოს ნაკრები ყველასთან მეორე ნომრად თამაშობს?

ეს გასაგებია, როდესაც მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გადიხარ, მაგრამ ჩვენ მეორე ნომრად ვირჩევთ თამაშს მალტასა და ფინეთთანაც!

საქართველოში ვისაც ფეხბურთი ესმის, ამაზე ყველა ჩივის. ამისთანა ტაქტიკით ხომ დიდს ვერაფერს მიაღწევ.

- შეკრებაზე მყოფი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თვალს ადევნებდით თუ ფეხბურთი ისედაც მოგყირჭდათ?

- აუცილებლად. ვუყურებ არა მხოლოდ ლიგას, არამედ "ვიტესის" ყველა მატჩსაც. ჩემპიონთა ლიგაში კი მხოლოდ "ბარსელონას" ვქომაგობთ.

- რომ გავარდეს?

- არა, არა. მესიმ ხომ თქვა, რომ "მილანს" გასცდებიან და ასეც იქნება.

- როგორც "ბარსას" ქომაგს, მესისა და რონალდოს შედარებაზე აღარც გკითხავთ...

- მესის რონალდოსთან შედარება არ შეიძლება. კრიშტიანო შეიძლება შევადაროთ რუნის ან ფალკაოს, მაგრამ არამც და არამც ლიონელს, რომელიც ფეხბურთელი კი არა, ზეადამიანია, საუკეთესო პლანეტაზე.

P.S. ვლადიკავკაზის "ალანიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ჭანტურიას ვიდეოინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დაბლა გთავაზობთ. <object width="560" height="315" data="http://www.youtube.com/v/9_c7S5b6XHg?version=3&hl=en_US&rel=0" type="application/x-shockwave-flash"> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="allowscriptaccess" value="always" /> <param name="src" value="http://www.youtube.com/v/9_c7S5b6XHg?version=3&hl=en_US&rel=0" /> <param name="allowfullscreen" value="true" /> </object>

მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურიამ და მამუკა კობახიძემ "ალანიას" მორიგ ტესტ-მატჩში ითამაშეს

"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]

გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

bibi
ნიჭიერი ახალგაზრდაა ნამდვილად, მაგრამ ცოტა თავმდაბლობა არ აწყენდა. ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს. ბევრი ვარჯიში და ცოტა ლაპარაკი! კეთილი სურვილებით...
1
რუსული ბევრმა იცის მაგრამ გუნდსში ვერ ხვდება. ამბიცია რომ არ ქონოდა და მონდომება საბურთალოს გუნდს ვერც გასცდებოდა ნუ დასცინით
pona
ძალიან კარგი მწვრთნელიც ყავდა ნაკრებს და კიდევ უკეთესიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა იმიტომ რომ ჯიგარი არ აქვთ, მაგათ რომ ნდომოდათ აქამდე ბევრი წარმატება გვექნებოდა, მაგრამ ფეხებს უფრთხილდებიან რომ მერე კლუბებში თამაში არ მოაკლდეთ, ხოდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
ქ
- როგორც "ბარსას" ქომაგს, მესისა და რონალდოს შედარებაზე აღარც გკითხავთ... - მესის რონალდოსთან შედარება არ შეიძლება. კრიშტიანო შეიძლება შევადაროთ რუნის ან ფალკაოს, მაგრამ არამც და არამც ლიონელს, რომელიც ფეხბურთელი კი არა, ზეადამიანია, საუკეთესო პლანეტაზე.
kanisaresi
ისე ხალხო ქეცბაიაზე ჭანტურია არაფერს ლაპარაკობს ვიდეო ინტერვიუში და აქ საიდან დაწერეს, ხომ არ ვცდები აბა თქვენც ნახეთ, დანარჩენი გმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს გასახარებლად.
Tinto
Ra pulis saketeblad??? Tsadit da eg shekitxvebi zhordanias dausvit, ver gaiget ra tkva? Kai offerebi mkonda da arsad ar gamishveso, chemi tvalit makvs nanaxi jenoas kontrakti, 4000000 ixdidnen
ავთო
ყველა ქართველს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რუსეთის ჩენპიონატში არცერტის გადასვლა არ მიხარია.ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქართველ ფეხბურთელს რომელმაც რუსეთში დაგასვლის შემდეგ თამაშს მოუმატა. ქეცბაია კი ძალიან კარგი მწვრთნელია და აჯობებს თავი დაანებონ. ამ ეტაპზე ფეხბურთელების პრობლემა უფროა.ვისაც არ სჯერა ნაკრების ფეხბურთელების კლუბების ჩამონათვალს გაეცნოს
ილია
პატარა ბავშვის აზრები,ჯერ რომ არ ჩამოყალიბებულა,ლაპარაკობს იმას რაც სხვისგან გაუგია.რა გაუკეთები ისეთი რომ თავს აძლევ იმდენის უფლებას ნაკრების მწვრთნელზე ილაპარაკოს? ამას თავში ჭკუა რომ ქონოდა დღეს ბარსა 2-ში იქნებოდა.მახსოვს ალექსიძე იყო ჩელსში მაგრამ ვერაფერი დიდი ფეხბურთი ითამაშა.
zviadi
kani, არარეალურად მსჯელობ, როცა აქ დამდები კომენტარების ავტორებზე ასე უკმეხად წერ. რა შუაშია აქ ენების ცოდნა და ა.შ. ყველას უნდა რომ ამ ახალგაზრდა კაცის მომავალი იყოს წარმატებული და გამოთქვავენ თავის მოსაზრებებს. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, გამოგეთქვა შენი მოსაზრება, მაგალითად ჩემს კომენტარზე და არა ის, ვის რა გაუკეთებია ცხოვრებაში. გეტყობა რომ პატარა ასაკის ხარ და ბავშვურად აზროვნებ.
kani
რამუ შენ რატო ვერსად ვერ ჩააცყე
kani
ერტი მარტლა ვინც აქ ბევრს ლაპარაკობს ტვიტონ რა აქვს ცხოვრებასჰი გაკეტებული, კომპიუტერზე ბეჭდვის მეტი არაფერი არ იციან 19 წლის ბიჭი დზაან მაგრად ბაზრობს ესპანურად ინგლისურად ორი თვეა რაც რუსებტან არის და კიდე მაგრად ლაპარაკობს ერთI ის ვიდეოც ნახეტ რა სად ბაზრობს ქეცბაიაზე აქ რომ ჟურნალისტის ნაბოდიალებს კიტხულობტ ნახეტ ვიდეო ჯერ და მერე იტლიკინოს ზოგიერტმა
zviadi
ამ ინტერვიუდან გამომდინარე შეიძლება გააკეთო დასკვნა, რომ გიორგი გადავიდა ფულის კეთებაზე (ვგონებ ნაადრევად), რაც მის საფეხბურთო კარიერაზე ძალიან ცუდად აისახება. მისი ალანიაში გადასვლა ძალიან დიდი შეცდომაა კარიერის თვალსაზრისით. დაიწყება მისი კარუსელი რუსეთის ჩემპიონატში და დარწმუნებული ვარ მას რამდენიმე რუსულ კლუბში მოუწევს თამაში, დაახლოებით ისე, როგორც მარცვალაძე, ხოჯავა, სალუქვაძე და სხვა.
vano
Gio, ღმერთმა გისმინოს, მაგრამ მე მაგის მომავალს, მხედველობაში მაქვს ევროპის რომელიმე დიდი კლუბი, სამწუხაროდ ვეღარ ვხედავ. ეს ლოგოკურია, რადგან უმაღლეს ლიგაში დასარჩენად განწირულ გუნდში გადასვლა, მითუმეტეს დიდი შანსია, რომ "ალანია" გავარდება, ამის საშუალებას არ მისცემს.
ლუკა
ამ ბიჭს ალბათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს, მათ შორის მეც. მაგრამ ინტერვიუდან ჩანს გიორგის ზე-ამბიციურობა რაც ხელს შეუშლის მომავალში, თუ არ გამოასწორა
giorgi
რამო, ნუ ჭორაობ აქ რაღაცეებს, ბიჭი დაიტოვეს ბარსელონაში და მაგრადაც აქეს )) მთელი მსოფლიო პრესა წერდა მაგარი ტალანტი დაითრია ბარსამო, და მესისაც ეძახდენენ ) ბიჭო ხეორხიანო! ხო დაბრუნდები ესპანეთში!
tito
მალადეც
ttt
რუსული ვინ გასცავლა
ioli
მაგარი უნამუსო ხარ გიო
gio
რუსული საიდან ასე მაგრად სირცხვილიიიიიიიი
gdg
რა ითამაშა და სად რა დაუნია რუსულად რა მაგრად სხლავს შენს რუსულს გავკარი სირცვილიიიიიიი
Gio
მე არ ვიცნობ და არ ვიცი როგორი პიროვნებაა მაგრამ ზედმეტის ლაპარაკი არ შეიძლება თუ არ მოგწონთ როგორც ლაპარაკობს რუსულად მაგის გამო !!! და რამდენიმე წელიწადში ნახავთ სად ითამაშებს
vvvv
ყველა ექსპერტები როგორ ხართ)) თქვენ ისხედით ესე წერეთ ეს უაზრო არაფრისმთქმელი კომენტარები და ეს ძალიან ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში და პირველ რიგში ფეხბურთში
vvv
არჩვეულებრივი ფეხბურთელია და ძალიან ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში იმიტომ რომ შრომისმოყვარეა და თქვენ კომენტარებით შემოიფარგლებით ალანიაში როგორ წვრთნასაც გადის ისმის ნახევარს არ აკეთებინებდნენ ვიტეში და ეს კი არა თქვენ ტლიკინებთ უაზროდ ესეთი პრეტენზიებით თუ ხართ რომ ეს არ აკეთებს არაფერს ქართული ფეხბურთისთვის თქვენ მიაღწიეთ ამაზე მეტს და მერე იტლიკინეთ რასაც ტლიკინებთ მარა სხვა საქმე არ გაქვთ სამწუხაროდ
dato
გიო ჯიგარი და მიაწექი შენ იცი...შენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი
ramo
მაგარი მატყუარაა. თუ საჭიროა ალანიას კარებში ჩავდგებიო, ხოლო ქეცბაია მეორე ნომერს რომ თამაშობს ეს გვღუპავსო.ანდა ბარსელონამ მიმიწვიაო. კი არ მიიწვია, ჩააწყო. ელჩმა ჩაუწყო. ვიტესი ჟორდანიამ გაუკეთა. ალანია გუცაევმა. კიდე ბევრს ტლიკინებს.
miriana
ვიტესიდან ალანიაში გადავიდა და ახლა ნაწყენია მწვრთნელზე რო ნაკრებში არ იძახებენ... იმედია წლიდან წლამდე განვიტარდება და კლუბებიც შესაბამისი იქენება მის კარიერაში...! ამბიციები აქვს როგორც ჩანს
XXX
ბარსადან ალანიაში, და იძახის მინდოდა თავი დიდ ფეხბურთში მომესინჯაო, ეს ხო არ ღადაობს?
Burton
ჯერ საკუთარ თავს დაუსვი კითხვა, შენ ხარ "კარგი ფეხბურთელი", რომ "კარგ მწვრთნელს" ითხოვ? რა დონის მწვრთნელიც ქეცბაიაა და რაც მას გაუკეთებია, იმდენი გაგიკეთებია შენ, როგორც ფეხბურთელს???
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა