ჟოზე მოურინიოს ფიქრები: იგუაინი ბენზემას ნაცვლად, კაკა - დი მარიას
26 თებერვალს, ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, ესპანური ფეხბურთის კლასიკო გველის - "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.
პირველი თამაში 1:1 დასრულდა: სესკ ფაბრეგასის გოლს რაფაელ ვარანმა უპასუხა.
მადრიდში არ მალავენ, რომ ეს თამაში სანახევროდ გადაწყვეტს, იქნება თუ არა ეს სეზონი "რეალისთვის" წარმატებული (მეორე ნახევრის ბედი "ოლდ ტრეფორდზე" გაირკვევა). არც "ბარსელონა" უჩივის უმოტივაციობას, მით უფრო, "მილანთან" უგერგილო წაგების შემდეგ.
ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით, "სამეფო კლუბი" ბარსელონაში თამაშის დღეს ჩავა, უარს იტყვის ღამის სასტუმროში გატარების ტრადიციისგან. მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად მეტოქის აბეზარი ფანები ფეხბურთელებს ღამღამობით სიმშვიდეს ურღვევენ. პორტუგალიელს სურს, რაც შეიძლება ნაკლებად დაძაბული ემოციური ფონი უძღვოდეს თამაშს.
რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ჟოზემ უკვე გააკეთა არჩევანი გონსალო იგუაინის სასარგებლოდ და ცენტრფორვარდის პოზიციას არგენტინელს ჩააბარებს.
სხვათა შორის, ცნობილმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა აღნიშნა, რომ კლასიკო ერთ-ერთი ყველაზე იოლად განსასჯელი მატჩია.
ასევე იხილეთ:
პეპე: ესპანეთის თასის ფინალში გასვლას შევძლებთ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა