მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "მილანთან" სერია A-ს XXVI ტურის შეხვედრის საყაიმო შედეგი (1:1) სამართლიანად მიიჩნია
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ "მილანთან" სერია A-ს XXVI ტურის შეხვედრის საყაიმო შედეგი (1:1) სამართლიანად მიიჩნია.

24 თებერვალს გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში "მილანი" წინ ელ შაარავიმ გაიყვანა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სკელოტომ გაათანაბრა.

"მთლიანობაში ფრე კანონზომიერი შედეგია. "მილანმა" ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა და მუდმივად დაძაბულობაში გვამყოფებდა, მაგრამ მეორე 45 წუთისთვის "ინტერი" მოედანზე უკვე სხვა განწყობითა და სულისკვეთებით გამოვიდა.

ვფიქრობ, შეხვედრის ბოლოსკენ უკვე ჩვენ ვჯობდით მეტოქეს.

მინდა სამირ ჰანდანოვიჩს რამდენიმე "სეივისთვის" მადლობა გადავუხადო", - აქვეყნებს სტრამაჩონის ნათქვამს Football Italia.

"ინტერის" დამრიგებელმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც სერია A-ს წინა ტურში "ფიორენტინასთან" განცდილი მარცხის (1:4) გამო დაატყდა თავს.

"ნერაძურის" დამრიგებელი ფეხბურთელებს ესარჩლება და იტალიური პრესის მთელ წნეხს საკუთარ თავზე იღებს.

"სწორია, რომ მაკრიტიკებენ, მე ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და სერია A-ში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ვფიქრობ, უსამართლობაა, პრესაში რომ ფეხბურთელებსაც მისდგნენ.

მაგალითად, "ლაციომ" წინა კვირაში ჩვენზე უარესად ითამაშა და "სიენასთან" დამარცხდა, თუმცა ლამის უბედურების ზონად მაინც ჩვენ გამოგვაცხადეს", - თქვა "ინტერის" თავკაცმა.

"მილანთან" ფრის შემდეგ "ინტერმა" 44 ქულას მოუყარა თავი და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ლაციოსთან" მეოთხე-მეხუთე პოზიციებს იყოფს. ქულით მეტი აქვს "მილანს" და ცხრილში მესამეა.

ასევე იხილეთ:

სტეფან ელ შაარავი: პირველივე ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი

სერია A. XXVI ტური: მილანურ ომში მეგობრობამ გაიმარჯვა [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა