კოპა დელ რეი. 1/2-ფინალის წინ: ჟოზე მოურინიო დი მარიას განაჩენს გამოუტანს?
26 თებერვალს, ჩვენი დროით შუაღამისას, ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ესპანური ფეხბურთის კლასიკო გველის - "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 1:1 დასრულდა: სესკ ფაბრეგასის გოლს რაფაელ ვარანმა უპასუხა.

მადრიდში არ მალავენ, რომ ეს თამაში სანახევროდ გადაწყვეტს, იქნება თუ არა ეს სეზონი "რეალისთვის" წარმატებული (მეორე ნახევრის ბედი "ოლდ ტრეფორდზე" გაირკვევა). არც "ბარსელონა" უჩივის უმოტივაციობას, მით უფრო, "მილანთან" უგერგილო წაგების შემდეგ.

ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით, "სამეფო კლუბი" ბარსელონაში თამაშის დღეს ჩავა, უარს იტყვის ღამის სასტუმროში გატარების ტრადიციისგან. მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად მეტოქის აბეზარი ფანები ფეხბურთელებს ღამღამობით სიმშვიდეს ურღვევენ. პორტუგალიელს სურს, რაც შეიძლება ნაკლებად დაძაბული ემოციური ფონი ახლდეს წინ თამაშს.

რაც შეეხება საკადრო საკითხებს, ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ჟოზემ უკვე გააკეთა არჩევანი გონსალო იგუაინის სასარგებლოდ და ცენტრფორვარდის პოზიციას არგენტინელს ჩააბარებს.

ჯერ კიდევ გასარკვევია ანხელ დი მარიას საკითხი. დი მარია შაბათის (უკვე ჩემპიონატის) კლასიკოს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, თუმცა შეიძლება ახლაც არ იყოს სასტარტოში.

მოურინიო ძალიან უკმაყოფილოა არგენტინელის ქცევით მოედანზე და მის გარეთ. სამაგიეროდ, კაკაა ბრწყინვალე ფორმაში. ასე რომ, კაკა ცენტრფორვარდის უკან ითამაშებს, მესუთ იოზილი კი მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.

სხვათა შორის, ცნობილმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა აღნიშნა, რომ კლასიკო ერთ-ერთი ყველაზე იოლად განსასჯელი მატჩია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო, მესი, ინიესტა.

რეალი: დ. ლოპესი - ს. რამოსი, ვარანი, პეპე, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (ან კაკა), იოზილი, რონალდო - იგუაინი.

განხეთქილების მალენკო

კატალონიელთა ბანაკში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შეხვედრის არბიტრად უნდიანო მალენკოს დანიშვნამ, რაზეც ჟორდი როურამ წინასამატჩო კომენტარშიც აღნიშნა:

"შეხვედრის არბიტრი უკვე ცნობილია და მას ჩვენ ვერ შევცვლით. უბრალოდ, ფაქტები თავისთავად მეტყველებენ - ამ მსაჯთან "ბარსელონას" გაცილებით ცუდი სტატისტიკა აქვს, ვიდრე სხვა მსაჯებთან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს მისი მოქმედება 2011 წლის თასის ფინალში, როგორ ხუჭავდა თვალს მეტოქის დარღვევებზე. მალენკოს კარგ მსაჯობას ვუსურვებთ მომავალ შეხვედრაში, ჩვენ კი მთლიანად "რეალთან" თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი".

ჟოზე მოურინიოს პასუხმა არ დააყოვნა: "ვიცი, რომ მეტოქე მსაჯის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, მე კი ვამჯობინებ, ურთიერთშეხვედრების წარსულიდან მხოლოდ "ბარსელონას" მიერ შემოთავაზებული გაკვეთილებიდან გამოვიტანო დასკვნები და არ ვიფიქრო მსაჯებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს გაფრთხილებები მივაღებინოთ, ვისიმულანტოთ და ასე შემდეგ. მხოლოდ სპორტულ მხარეზე უნდა ვიფიქროთ, "ბარსელონამ" ფეხბურთის თამაში მართლაც ძალიან კარგად იცის. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ უხმაუროდ".

იცით თუ არა, რომ...

* ყველაზე დიდი ანგარიშით კლასიკო "რეალმა" მოიგო - 1943 წელს "ბარსელონა" 11:1 დაამარცხა.

* ყველა შეჯიბრში კლასიკოს ბომბარდირი ალფრედო დი სტეფანოა, მას 18 გოლი აქვს გატანილი; ხოლო ლიონელ მესის ანგარიშზე 17 გოლია.

* კრიშტიანო რონალდომ კლასიკოებში ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა გოლი. ეს შედეგი საუკეთესოა.

* სულ 33 ფეხბურთელია, რომელსაც კლასიკო ორივე გუნდის მაისურით უთამაშია. ამათგან ფეხბურთს ჯერ კიდევ მხოლოდ სამუელ ეტოო და ხავიერ სავიოლა თამაშობენ.

სტატისტიკა

სულ (ყველა შეჯიბრი)

რეალი 88

ბარსელონა 86

ფრე 48

კოპა დელ რეი

რეალი 10

ბარსელონა 14

ფრე 7

ლა ლიგა

რეალი 69

ბარსელონა 64

ფრე 32

ლიგის თასი (აღარ იმართება)

რეალი 0

ბარსელონა 2

ფრე 4

სუპერთასი

რეალი 6

ბარსელონა 4

ფრე 2

ჩემპიონთა ლიგა

რეალი 3

ბარსელონა 2

ფრე 3

კოპა დელ რეი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები

26 თებერვალი

ბარსელონა-რეალი 00:00 (პირველი მატჩი: 1:1)

27 თებერვალი

სევილია-ატლეტიკო 01:00 (1:2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: მოდი, ნუ ვიფიქრებთ მსაჯებზე, სიმულანტობაზე, ვიფიქროთ ფეხბურთზე!

ჟორდი როურა: ყველას კარგად გვახსოვს მალენკოს მსაჯობა 2011 წლის თასის ფინალში

zvigeni-
როგორც მილანთან :)))
temuri
3-1
nikiko
ბარსა რეალი? ბარსა აუცილებლად მოიგებს
nikiko
k
nikiko
ბარსა აუცილებლად მოიგებს
nika
ბარსა აუცილებლად მოიგებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა