მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა მარათონელმა, ინდური წარმოშობის ბრიტანელმა ფაუჯ სინგხმა კარიერა დაასრულა
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა მარათონელმა, ინდური წარმოშობის ბრიტანელმა ფაუჯ სინგხმა კარიერა დაასრულა. კვირას მან მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგის მარათონში, თუმცა მხოლოდ 10 კილომეტრი ირბინა და ამ დისტანციის დაფარვას საათი, 32 წუთი და 28 წამი მოანდომა. უნდა აღინიშნოს, რომ სინგხი პირველ აპრილს 102 წლის გახდება.

"გარბენის დროს თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ, როგორც კი გავჩერდი, დაღლილობა ვიგრძენი", - განაცხადა მორბენალმა.

სინგხი მარათონით 89 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მეუღლე და შვილი მოუკვდა. მან ცხრა მარათონში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და ტორონტოს მარათონები. 2003 წელს სინგხმა კანადაში რეკორდი დაამყარა თავის ასაკობრივ კატეგორიაში, როცა 42 კილომეტრი 5 საათსა და 40 წუთში დაფარა.

2011 წელს სინგხი "გინესის" რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველა ასაკოვანი მარათონელი - მან 100 წლის ასაკში სრული მარათონული დისტანცია 8 საათში, 25 წუთსა და 17 წამში გაირბინა, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს რეკორდი არ დაფიქსირდა, რადგან სინგხმა ვერ შეძლო დაბადების მოწმობის წარმოდგენა.

გარდა ამისა, ფაუჯ სინგხს მონაწილეობა აქვს მიღებული ათენისა და ლონდონის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტებში. მას კონტრაქტი აკავშირებს კომპანია "ადიდასთან". ის აწარმოებს სპორტულ ფეხსაცმელებს, რომელიც ყველაზე ასაკოვანი მარათონელის სახელს ატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა