სლოვენიელმა მოთხილამურემ მსოფლიოს თასი მოიგო და რეკორდებს ემუქრება
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ განახლდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო თხილამურებში და კვირას ქალების გათამაშებაში "ოქროს დიდი გლობუსი" გაიფორმა სლოვენიელმა ტინა მაზემ. ეს უკანასკნელი კარიერაში პირველად გახდა საერთო ჩათვლაში მსოფლიოს თასის მფლობელი.

მორიგი ეტაპი ქალებს შორის საფრანგეთის მარიბელში გაიმართა. კვირას პირველობა გათამაშდა სუპერკომბინაციაში. მაზეს ძალიან კარგი პირველი ცდა გამოუვიდა და სწრაფდაშვების შემდეგ ლიდერობა მოიპოვა. მართალია, მან მეორე დისციპლინაში – სპეციალურ სლალომში საუკეთესო დრო ვერ აჩვენა, მაგრამ ორი ცდის ჯამში მაინც გამარჯვებული გამოვიდა. რაც მთავარია, სლალომის ტრასა ვერ დაასრულა გენერალურ კლასიფიკაციაში მაზეს უახლოესმა კონკურენტმა, გერმანელმა მარია რიშმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაზე საერთო ჩათვლაში მიუღწეველი გახდა.

კომბინაციის მოგების შემდეგ ტინას 1844 ქულა გაუხდა და 958 ქულით დაშორდა მარია რიშს. ამ უკანასკნელმა სეზონში დარჩენილი ცხრავე რბოლაც რომ მოიგოს, ტინა კი საერთოდ არ გავიდეს ტრასაზე, სლოვენიელს მაინც ვერ დაეწევა.

"ბროლის დიდი გლობუსის" მოგება მაზეს ბრწყინვალე სეზონის გვირგვინი აღმოჩნდა. სლოვენიელს რვა ეტაპი აქვს მოგებული და 18-ჯერ ავიდა პოდიუმზე, რაც სამთო თხილამურებში აბსოლუტური რეკორდის გამეორებაა. აქამდე ერთ სეზონში ამდენი

პოდიუმი ჰქონდათ შვედ პერნილა ვიბერგსა და ლიხტენშტაინელ ჰანი ვენცელს.

ალბათ, ამ რეკორდის გაუმჯობესება მაზეს არ გაუჭირდება. ის კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს - ერთ სეზონში დაგროვილი ქულების რაოდენობით. მისი მფლობელია ავსტრიელი ლეგენდა ჰერმან მაიერი, რომელმაც 1999-2000 წლების სეზონში 2000 ქულა დააგროვა. ამ რეკორდთან გასულ წელს ახლოს იყო ამერიკელი ლინდსი ვონი, მაგრამ ის 1980 ქულაზე გაჩერდა. სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი ქალების რეკორდი გახლავთ.

მაზეს ასევე აქვს შანსი, გახდეს მესამე ქალი ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში მოიგებს სტარტს ხუთივე დისციპლინაში. ამისთვის მას სწრაფდაშვების მოგება სჭირდება. ამის შანსი მას მარიბელში ჰქონდა, მაგრამ შაბათს მეოთხე მივიდა ფინიშთან. მორიგი სწრაფდაშვება მომავალ უქმეებზე, გერმანიის გარმიშში გაიმართება და იქ შეეცდება სლოვენიელი უნიკალური შედეგის დაფიქსირებას.

საერთო ჩათვლის გარდა, მაზეს უკვე მოგებული აქვს "ბროლის მცირე გლობუსი" გიგანტურ სლალომში. მას ასევე აქვს პირველობის შანსი სწრაფდაშვებაში, სუპერგიგანტსა და სპეციალურ სლალომში.

და კიდევ, მაზეს ბრწყინვალე სეზონის მშვენება იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული სამი მედალი: ოქრო სუპერგიგანტში და ვერცხლი სუპერკომბინაციასა და გიგანტურ სლალომში.

სუპერკომბინაცია

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:59.54 (1:15.28+44.26); 2. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 2:00.36 (1:16.53+43.83); 3. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - 2:00.44 (1:17.78+42.66); 4. ჯულია მანკუზო (აშშ) - 2:01.00 (1:15.69 45.31); 5. მარია-მიშელ განონი (კანადა) - 2:01.36 (1:17.89+43.47); 6. ვერონიკ ჰრონეკი (გერმანია) - 2:01.42 (1:16.85+44.57)...

საერთო ჩათვლა

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1844 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 886; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 740; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 716; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 697; 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 638...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვონი კლინიკაში, მაზე მწვერვალზე

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა