ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველები ბოლომდე იბრძვიან! - დიუსელდორფის ტურნირის შუქჩრდილები

ქართველები ბოლომდე იბრძვიან! - დიუსელდორფის ტურნირის შუქჩრდილები

საქართველოს ჰიმნისას გულზე ხელი, ქართველებთან ერთად, კორეელმა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯაე-ბუმ კიმიმაც მიიდო
დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ქართველ ძიუდოისტთა წარმატებული გამოსვლა ქართული სპორტისთვის განვლილი უქმეების მთავარი ამბავია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ჩვენებმა 7 მედალი მოიპოვეს 14 შესაძლებლობიდან, ანუ გუნდის ზუსტად ნახევარი სამშობლოში ჯილდოებით დაბრუნდება.

შეგახსენებთ დიუსელდორფში მონაგარს: 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდნენ, ლევან წიკლაური (81) და ადამ ოქრუაშვილი (+100) მეორეზე გავიდნენ, ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66) და ზვიად გოგოჭური (90) - მესამეზე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, რაც ქალთა და ვაჟთა მაჩვენებლების შეჯამებით მიიღება, მესამეზე გავედით იაპონიისა და საფრანგეთის შემდეგ, მხოლოდ ვაჟთა ტურნირში კი - პირველზე (ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა ძიუდოს განვითარება).

ეს შეჯიბრება არაფრით იყო პარიზულ "დიდ მუზარადზე" ნაკლები. ეს არც მსოფლიოს პირველობა იყო, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი შეჯიბრება ნამდვილად გამოდგა და ასეთი წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია.

ნამდვილად საამაყოა, რომ შვიდი წონის ფინალიდან სამში მონაწილე გვყავდა, 81-ში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

დაგვეთანხმებით, ეს არაა იოლი ამ დონის ტურნირში, სადაც მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები თუ მედალოსნები გამოდიან. მით უფრო, როცა მათ შენ უგებ!

ალბათ, ამ წონის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ჰიმნისას ქართველ ბიჭებთან ერთად ამიტომაც მიიდო მკერდზე ხელი წიკლაურთან დამარცხებულმა კორეელმა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯაე-ბუმ კიმიმ - ამით მან პატივისცემა გამოხატა საქართველოსადმი, როგორც ქვეყნისადმი და ქართული ძიუდოსადმი.

ქართველები უკვე ბოლომდე იბრძვიან

მართალია, გუნდის მუშაობის მთავარი ბარომეტრი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გამოსვლის ხარისხია, მაგრამ ნაკრებმა ახლაც საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და ის მედლები დამსახურებულ ბრძოლაში მოიპოვა. კვლავაც დავინახეთ პროგრესი ფიზიკურ მომზადებაში, გამძლეობაში, სუნთქვაში...

ცალკეულ შეხვედრებში ამ კომპონენტებში პრობლემები ისეთ ფალავნებსაც გამოაჩნდათ, როგორებიც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), იგივე ქარდავა, ჭრიკიშვილი და სხვებია, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. მთლიანობაში კი, როგორც ეტყობა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჩვენები შეხვედრის დაწყებიდან 2 წუთში იღლებოდნენ, ხოლო მესამე წუთიდან ლამის ფეხზე ვეღარ იდგნენ და მეტოქეები სწორედ ამ მომენტს ელოდნენ, რათა თავიანთ ნებაზე ებურთავებინათ ისინი.

ახლა არათუ 2-3 წუთის გაძლება, ბევრს შეხვედრის ბოლოსაც არ ეტყობა დაღლა.

აშკარად ბევრია ნამუშევარი ტაქტიკაზე და იგივე ლიპარტელიანი ადრე თუ ლამაზად მოგებაზე ზრუნავდა, ახლა ძირითადად შედეგზე ჭიდაობს.

კიდევ ვიმეორებთ, რომ მთავარი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გამოსვლაა, მაგრამ ასეთი სასიკეთო ცვლილებები ოპტიმიზმის საბაბს გვაძლევს.

უზნაძის ხელი

ამ ტურნირზე კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა ირაკლი უზნაძის შრომაც და ახალი წესებიდან გამომდინარე სამწვრთნელო სტრატეგიაც - შეგირდებისგან საშუალო დისტანციაზე, მარცხენა ხელით პირველი ჩავლების ასაღებად დასწრებაზე ჭიდაობას მოითხოვდა, რათა მარჯვენა ხელით ზედა ჩავლება-გადავლებაზე ემუშავათ.

ამით ისინი აქტიურ დგომს იღებდნენ, რის შემდეგაც მეტოქის გაფრთხილება დროის ამბავი იყო. იქნებ ეს ეფექტური, სანახაობრივი სტილი არაა, მაგრამ მთავარი ხომ ტაბლოა.

ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი ტაქტიკაა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი წესები უზნაძემ კოლეგებს შორის ყველაზე უკეთ მოარგო გუნდს - ძალიან ბევრი ორთაბრძოლა მოვიგეთ გაფრთხილებებით. ცხადია, მის ამ მითითებას ყველა ერთნაირად ვერ ასრულებდა, მაგრამ ვინც შეასრულა, შორსაც წავიდა.

თუმცა ამ ტურნირმა ქართული ძიუდოს ერთი თვალსაჩინო ნაკლიც ცხადად წარმოაჩინა - რაოდენ უჭირთ ჩვენებს ჩოქბჯენში ჭიდაობა. როგორც კი მეტოქე ლეიბზე დავარდებოდა, ესენი მაშინვე ანებებდნენ თავს და დგებოდნენ, უზნაძე კი ლამის ჯოხით ერეკებოდა დაბლა საჭიდაოდ.

შაბათს ბიჭებმა მუშა პროცესში, ანუ შეჯიბრების გახურების შემდეგ უფრო აუღეს ალღო, კვირას კი მწვრთნელს ბოლომდე დასჭირდა ამაზე მითითებები.

ამ მხრივ უნაკლო იყო სამბოდან მოსული წიკლაური (სამბოში ეს კვლავაც ერთ-ერთი ძირითადი საჭიდაო კომპონენტია) და ლიპარტელიანი, რომელმაც ამ კუთხით ფრიად მოუმატა. არადა, მეტოქის შებოჭვას თავი დავანებოთ და ჩოქბჯენი ხომ დროის გაყვანის კარგი შანსია. თუნდაც გოგოჭურის ბრინჯაოსთვის შეხვედრა გავიხსენოთ, როცა ბოლო 17 წამიდან უმეტესობა ასეთ ჭიდაობაში გაიყვანა; ანდა ლიპარტელიანის ფინალი, რომელმაც დაახლოებით ამდენი დრო ასევე ეფექტურად გამოიყენა.

დავუახლოვოთ რიგითები ლიდერებს

ახლა სამწვრთნელო შტაბის წინაშე კიდევ ერთი რთული ამოცანა დგას - როგორმე წამოსწიოს და ლიდერებს დაუახლოვოს სათადარიგო ფალავნები, თორემ როგორც ქართული სპორტის სხვა სახეობებში, მათ შორის სხვაობა ძიუდოშიც ძალზე დიდია, დასაშვებზე მეტიც კი.

როგორც გითხარით, გერმანიაში 7-მა ფალავანმა გამოიჩინა თავი, რომლებსაც მეხუთეზე გასული შავდათუაშვილიც უნდა დავუმატოთ (შეგახსენებთ - ის ქარდავასთან ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ არ გამოცხადდა), თორემ სხვები საწყის ეტაპზევე გავარდნენ: ბეთქილ შუკვანი (60), ზურაბ ნოზაძე (73), გიორგი ნოზაძე და იოსებ მსხალაძე (ორივე - 100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ, ამბაკო ავალიანმა (73) და ლევან მატიაშვილმა (+100) კი თითო ბრძოლა მოიგეს.

ამათგან შუკვანს და მატიაშვილს თუ მივცემთ შეღავათს - პირველი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დიდი უპირატესობით იგებდა და ბოლოს მოჰყვა საკუთარ შეცდომაზე, მეორე კი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ფალავანია; თუმცა ეს მონაცემები თუ არ გამოიყენე, ან მეტი კონცენტრაცია არ გააკეთე ყოველ შეხვედრაში, წარმატებას ვერ მოიპოვებ.

დასამალი არც ისაა, რომ რეზერვის აღზრდის პრობლემა ქართულ სპორტში უმწვავესად დგას - ტალანტები ყოველთვის მოდიან, მაგრამ დიდი სპორტის კარიბჭესთან იკარგებიან.

იმედია, ძიუდოში ამ მხრივაც გამოსწორდება ვითარება.

ვინ წავა პოლონეთში?

ჩვენი ნაკრები ახლა დიუსელდორფში დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე, სადაც გუნდს თბილისიდან საგანგებოდ ამ წვრთნისთვის ჩასული ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) შეუერთდებიან.

პარასკევს გუნდი ვარშავაში გადავა, სადაც 3-4 მარტს იქაურ "ევროპის ღია თასზე" იჭიდავებს. ცნობილია, რომ იქ ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შავდათუაშვილი, ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი, ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) იასპარეზებენ.

როგორც ვხედავთ, უზნაძე აქაც აგრძელებს დებიუტანტების გამოცდას - გერმანიაში თუ ასეთები ნოზაძეები იყვნენ, ახლა ასეთი პაატა ღვინიაშვილი იქნება.

რაც შეეხება მძიმე წონას, მწვრთნელი ჯერ კიდევ გერმანულ ტურნირამდე აცხადებდა, რომ მისი შედეგების და ერთობლივი წვრთნების შემდეგ გადაწყვეტდა, წაეყვანა თუ არა პოლონეთში ოქრუაშვილი ან მატიაშვილი.

ვფიქრობთ, ოქრუაშვილს ნამდვილად წაიყვანს...

დიუსელდორფის დიდი პრიზი 2013

60 კგ

1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2. დიეგო სანტოსი (ბრაზილია)

3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

არამ გრიგორიანი (რუსეთი).

66 კგ

1. მასაში ებინუმა (იაპონია)

2. მასააკი ფუკუოკა (იაპონია)

3. შალვა ქარდავა (საქართველო)

გოლან პოლაცკი (ისრაელი)

5. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

73 კგ

1. პიერ დუპრატი (საფრანგეთი)

2. დექს ელმონტი (ჰოლანდია)

3. როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

კი-ჩუნ ვანგი (კორეა)

81 კგ

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2. ლევან წიკლაური (საქართველო)

3. ჯაე-ბუმ კიმი (კორეა)

ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

90 კგ

1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო)

2. ტიაგო კამილო (ბრაზილია)

3. ზვიად გოგოჭური (საქართველო)

ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

100 კგ

1. სირილ მარე (საფრანგეთი)

2. ტაკეში ონო (იაპონია)

3. კიეონგტაე კიმი (კორეა)

მარტინ პაჩეკი (შვედეთი)

+100 კგ

1. მასარუ მომოსე (იაპონია)

2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3. დავიდ მოურა (ბრაზილია)

მაგომედ ნაჟმუტდინოვი (რუსეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველთა დიუსელდორფული ტრიუმფი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]

• dojo

ბევრი ჩვენს მოწინააღმდეგისთვის მიცემული შიდო ვისი დამსახურებაა???

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა