"სამწუხაროც ისაა, რომ "კრივბასის" დონის კლუბები საქართველოში არ გვეღირსა"

კრივოი როგის "კრივბასის" ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე რეაბილიტაციას გადის. მისი ტრავმა გულშემატკივრის ყურადღების მიღმა დარჩა - 22 წლის ნახევარმცველი ერთი თვის წინათ დაშავდა და დღემდე მკურნალობს. სანდროს თბილისში ყოფნით ვისარგებლეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- თამაშის დროს, ლავიწის ძვალი ამომივარდა. მძიმე ტრავმა აღმოჩნდა და ოპერაცია დამჭირდა. ერთი თვე გავიდა, ალბათ, კიდევ ერთი თვე დამჭირდება, მაქსიმალური დატვირთვით რომ ვივარჯიშო. გართულების თავიდან ასაცილებლად, დასვენება მირჩიეს. თვის ბოლოს ექიმი მეტყვის, აღდგენით პროცესი როგორ მიმდინარეობს. შემდეგ უკვე ვარჯიშიც შემეძლება.

სხვათა შორის, შარშან მეორე მხარი მქონდა ამოვარდნილი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და მოედანს მალე დავუბრუნდები.

- ალბათ, დიდი განსხვავება არც იქნებოდა, ახლა კლუბში იქნებოდი თუ არა – როგორც ვიცი, "კრივბასის" მთავარი მწვრთნელი იური მაქსიმოვი ქართველებს არც გწყალობთ.

- მხოლოდ ქართველებს? ვერც ერთ ლეგიონერს ვერ იტანს. საკმაოდ რთული პიროვნებაა და ვერ გაიგებ, რა უნდა, ვინ უნდა, რა მოსწონს და რა არა. სხვათა შორის, თავიდან მათამაშებდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო მისი გაუგებარი დამოკიდებულება. რაღაც მოხდა, მაგრამ რა, ჩემთვის უცნობია. არც კონფლიქტი მქონია და არც თამაში ჩამიგდია. თავისი ძველი კლუბიდან, "ობოლონიდან" ხალხი მოიყვანა და მათ ენდობა, მე და ბექა გოცირიძეს კი სისხლი გაგვიშრო. თუმცა, ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ქართველები მაინც დაგვტოვა, ყველა სხვა ლეგიონერი კი გაუშვა. თუმცა, რა აზრი აქვს ასეთ დატოვებას, თავის გამოჩენის შანსს არ გვაძლევს. ბექა ძლივს ფორმაში შევიდა, ძალიან კარგად გამოიყურება, რაც ვარჯიშებზე აშკარად ჩანს. შეკრებაზე მაქსიმოვი თითქოს კარგი თვალით უყურებდა, პირველივე შეხვედრაშიც მოედანზე შეიყვანა და ბექას ცუდად არ უთამაშია. მაგრამ რად გინდა, შეცვლაზე მატჩის მიწურულს თუ შეუშვებს მოედანზე, ესაა და ეს.

- სიმართლე გითხრა, არ მჯეროდა, რაც გოცირიძეზე მითხრეს – "კრივბასმა" წააგო და იური მაქსიმოვმა გასახდელში პრეტენზიებით მხოლოდ ბექა აიკლო, რომელმაც შეცვლაზე მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.

- თუ არა მეშლება, ეს ახალი ამბავია და ჩემი წამოსვლის შემდეგ მოხდა. რომ გავიგე, არ გამკვირვებია მაქსიმოვისგან. თავისიანებს ხელს აფარებს და მოგებას მათ დამსახურებად აცხადებს, თუ წავაგებთ, მხოლოდ სხვის მიყვანილებს ადანაშაულებს. ჩენთვის გუნდში არასასურველი ვითარებაა. არადა, მშვენვრად ვიყავი, ვთამაშობდი და პრობლემა არ მქონია. ახლა მაქსიმოვი ან მე მათამაშებდა, ან ბექას. ორივეს ერთად მოედანზე არ გვიშვებდა. თანაც, ძნელია ჩვენს თამაშს შანსი უწოდო, 10-15 წუთი თუ შეგვიყვანდა ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამ დროსაც ზეწოლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ერთი შეცდომაზეც უფრო მძიმედ რეაგირებდა, ვიდრე მისიანს ოცი რომ დაეშვა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია თავი გამოიჩინო და მწვრთნელს თავი მოაწონო. ძალიან არასასიამოვნო ადამიანია და ახლა უკვე ვღიზიანდები, მას რომ ვიხსენებ.

ამ დროს, თავად ხელმძღვანელობა უკმაყოფილო უფრო ადგილობრივი ბიჭებით არის. ნებისყოფა უნდა გეყოს და მწვრთნელის ხუშტურებს არ აყვე. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს – პირადად ჩემთვის შანსი არ მოუცია და თავი სად გამოვიჩინო? თითქმის სულ სათადარიგოებში ვიჯექი და მხოლოდ ორიოდე შეხვედრა ჩავატარე, ისიც შეცვლაზე. მეორე მატჩში მოედანზე შესვლიდან ხუთ წუთში ტრავმა მივიღე და მას შემდეგ აღარც მითამაშია.

- მსგავსი ისტორია ბევრჯერ მსმენია და დარწმუნებული ვარ, საქართველოში "კრივბასზე" ოდნავ ნაკლები შეძლების რამდენიმე კლუბი რომ ჩამოყალიბდეს, ბევრი ლეგიონერი დაგვიბრუნდება.

- რა თქმა უნდა, მეც დავბრუნდებოდი. საქართველოში გვიცნობენ და იციან ჩვენი შესაძლებლობები. აქ მთელი სეზონი არ დაგვჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი საჭიროება დავამტკიცოთ. ამასობაში კი ძალიან ძვირფასი დრო გადის და ბევრს ვკარგავთ. თუმცა, "კრივბასი" ისეთი საშუალო კლუბიც არაა, როგორც გგონიათ. სატურნირო მდგომარეობის მხრივ, ასეა, მაგრამ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბია და კარგი ბიუჯეტიც აქვს. უფრო მდიდრები მხოლოდ კიევის "დინამო", "შახტარი", დონეცკის "მეტალურგი" და "დნეპრი" თუ არიან. კრივოიროგელთა ბიუჯეტის ნახევარი რომელიმე ჩვენს გუნდს რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერი კლუბი ჩამოყალიბდებოდა და წასვლაზე ძალიან ბევრი ლეგიონერი უარს ვიტყოდით. სამწუხაროც ისაა, რომ ასეთი კლუბები საქართველოში არ გვეღირსა. უკრაინის ჩემპიონატის დონეც ძალიან მაღალია - კიევის "დინამო" და "შახტარი" ევროპელებისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალაა, "მეტალისტი" და "დნეპრი" კი ევროთასებზე საკმაოდ კარგად გამოდიან.

- კარიერის ასაწყობად, ფეხბურთელს "საკუთარი კლუბის" მოძებნა სჭირდება. რა დასამალია და, შენნაირი ტექნიკური ფეხბურთელის ადგილს უკრაინულ ფეხბურთში ვერ ვხედავ - მგონია, იქ შენნაირი მოთამაშე ვერ გაიხსნება.

- ვერ ვიტყვი, რომ უკრაინულ ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, მაგრამ რუსეთსა და უკრაინაში სხვაგვარი საფეხბურთო მენტალიტეტი აქვთ და გახსნა ევროპელებსაც უჭირთ. ორი წლის წინათ "შახტარს" მექსიკის ნაკრების უნიჭიერესი ფეხბურთელი ილსიონიო ჩაიყვანეს და კაცი დაიტანჯა, ვერ ითამაშა. იგივე რუსეთში პორტუგალიელი მანიშე იყო და ევროპაში გაბრუნდა, რადგან გარემოს ვერ შეეგუა. მათ თავს კი არ ვადარებ, უბრალოდ, სპეციფიკური ქვეყნებია და თავისებური ატმოსფეროც აქვს. დარწმუნებული ვარ, ევროპულ კლუბში ასე არ გამიჭირდებოდა. თუმცა, პირობები ძალიან კარგია და ევროპულს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ამიტომ მაინც ვთვლი, რომ წასვლა შეცდომა არ ყოფილა.

- მაგრამ მაქსიმოვი თუ "კრივბასის" მთავარ მწვრთნელად დატოვეს, შენს პერსპექტივას ხაზი გადაესმება და ეს პირობები გინდ ყოფილა, გინდ _ არა.

- ჯერ გაურკვველობაში ვარ, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელი სხვა კლუბში ვერ გადავა. არადა, კრივოი როგისკენ გული არ მიმიწვეს. შანსი არ მოუცია და სათამაშო პრაქტიკაც თითქმის არ მქონდა. "კრივბასის" სკამზე ჯდომაც აღარ მინდა. ამიტომ, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დნეპროპეტროვსკში ჩავალ, კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკები და ვითარებას გავარკვევ – მე ხომ დღემდე "დნეპრს" ვეკუთვნი. იქაც ახალი მწვრთნელია, ხუანდე რამოსი და იქნებ, თავი მოვაწონო. რამოსი შედარებით ობიექტური უნდა იყოს, რადგან მას შედეგს სთხოვენ. ესპანელისთვის კი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ძირითადში უკრაინელი მოხვდება თუ ქართველი, მთავარია, ფეხბურთელმა გაუმართლოს.

- "კრივბასთან" არენდა როდის გიმთავრდება?

- დეკემბერში და ესეც ხელს მიწყობს. ამ გუნდში და ამ მწვრთნელთან დარჩენა აღარ მინდა. არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, შეიძლება იფიქრონ, რომ სათანადო დონეზე არ ვიყავი და ახლა თავს ვიმართლებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ სიმართლეს ვამბობ და თავს არ ვიტყუებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის