ჩემპიონატის ლიდერების - თბილისის "ლელოსა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება ცუდ ამინდში წარიმართა
სიცივე, წვიმა, ატალახებული მოედანი... ასეთ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერების - თბილისის "ლელოსა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება.

მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და თამაშის განსასჯელად რაგბის კავშირმა ზელანდიელი მსაჯი რიჩარდ კელი მოიწვია.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით, ბოლო წუთები, როცა "ლელო" მატჩის სათავისოდ შეტრიალებას ცდილობდა და ძალებისგან დაცლილ ქუთათურებს გამალებით უტევდა.

იქამდე კი ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ და ეს მშვენივრადაც გამოიყენეს. შესვენების შემდეგ კი "ლელო" უკეთ თამაშობდა.

თუმცა აჯობებს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

ანგარიში თბილისელმა მორაგბეებმა გახსნეს: მასპინძლები თავიანთ 22-მეტრიან ზონასთან ახლოს დაჯარიმდნენ და გოდერძი ჭინჭარაულმა საჯარიმო უნაკლოდ დაარტყა - 0:3.

ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად "აიას" მხარეს გადავიდა, ქუთათურები შერკინებაშიც სჯაბნიდნენ მეტოქეს და ხელით თამაშშიც. სტუმრებმა რამდენიმე მძლავრი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ ქუთაისელთა ზეწოლამ შედეგი მალევე გამოიღო. აუტის მოგების შემდეგ ლევან თხელიძემ შეუტია და ჩათვლის მოედანშიც შეაღწია. გარდასახვა გაგა სინაურიძემ გაიტანა - 7:3.

მასპინძლებმა დედაქალაქელებს გონზე მოსვლა არ აცალეს, მძლავრად მიაწვნენ და ბექა ყურაშვილის ლელოთი და სინაურიძის გარდასახვით ანგარიში გაზარდეს - 14:3.

ორიოდე წუთში ქუთათურებმა მესამე ლელოც გაიტანეს. ამჯერად თავი უკანა ხაზის მოთამაშეებმა გამოიჩინეს: ბაკურ გოშაძემ სწრაფი შეტევა წამოიწყო,.მან ზურაბ ძნელაძე ჩართო თამაშში, ამან კი სინაურიძეს უპასა, რომელმაც ლელოელებს ხაზი გაუჭრა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა - 19:3.

"ლელო" საერთოდ აირია. რომ არ გცოდნოდათ, ვერაფრით იფიქრებდით, რომ მინდორზე გათამაშების ლიდერი იმყოფებოდა.

ქუთაისელებმა სტუმრების არეულობით კარგად ისარგებლეს. ძნელაძემ ბურთიანად ირბინა, სისწრაფის ხარჯზე რამდენიმე მეტრი მოიგო და გოშაძეს დაუტოვა, რომელმაც ბურთი წინ ფეხით გაიგდო, ლელოელები სისწრაფეში დაჯაბნა, ბურთს ზედ ჩათვლის ხაზთან მიუსწრო და მორიგი ლელო გაიტანა. სინაურიძემ ამჯერად ვერ გარდასახა - 24:3.

სტუმრები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - 25 წუთში 4 ლელო მიიღეს, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის მეტისმეტია. "ლელოს" მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს: მოედანზე ირაკლი ყიასაშვილი, ელგუჯა სურგულაძე და რეზო ბელქანია გამოჩნდნენ, თბილისელები გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლოს უპირატესობაც მოიპოვეს. მასპინძლებმა ერთი სახიფათო შეტევა კი მოიგერიეს, მაგრამ ირაკლი გეგენავამ პირველ ტაიმში თბილისელთა ბოლო შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და ანგარიში შეამცირა - 24:8.

მეორე ნახევრის პირველი 15 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, მათი შერკინება სტუმართა მძლავრ შეტევებს ვეღარ უძლებდა. 58-ე წუთზე "ლელო" მოლით მიაწვა და შეცვლაზე გამოსულმა გიორგი ჭყოიძემ თბილისელთა მეორე ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახვა ახლაც ვერ გამოიყენა - 13:24.

ხუთიოდე წუთში თბილისელთა მრავალფაზიანი შეტევა მარცხენა ფრთიდან ჩართულმა რეზო ბელქანიამ დააგვირგვინა. ყიასაშვილმა გარდასახვა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 24:20.

"აიას" უპირატესობა თვალსა და ხელს შუა გაქრა. "ლელოს" საკმარისი დრო ჰქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ მატჩი გადაერჩინა, თუმცა ქუთაისელებიც არ იყვნენ უქმად და სინაურიძეს საჯარიმოდან ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა, ბოლო წუთებზე ნაკლებს ინერვიულებდნენ.

"ლელომ" მატჩის მიწურულს მძლავრად შეუტია. ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ ქუთაისელებმა თავის დაცვა მოახერხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატი. XIV ტური

აია-ლელო 24:20

აია (15-9): ძნელაძე, გოშაძე, ფრუიძე, კუხიანიძე, კვერნაძე, სინაურიძე, როხვაძე; (1-8) ლომიძე (რატიაშვილი 49), თხელიძე, ულუმბელაშვილი (ლომიძე 62), ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, დგებუაძე (რევიშვილი 51), შალამბერიძე (შაშიაშვილი 19), ყურაშვილი (ლომთაძე 54)

4ლ: თხელიძე, ყურაშვილი, სინაურიძე, გოშაძე. 2გ:სინაურიძე

ლელო: (15-9): გეგენავა, ზაალიშვილი (ყიასაშვილი 28), ანდღულაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, ჭინჭარაული, კაჭარავა; (1-8) კვერნაძე (პატარაია 28), ხიდეშელი (ბელქანია 33), სანიკიძე, ჭეიშვილი, ხორბალაძე, მძინარიშვილი, კოლელიშვილი (სურგულაძე 33), ნიკოლეიშვილი (ჭყოიძე 45)

3ლ: გეგენავა, ჭყოიძე, ბელქანია. ს: ჭინჭარაული. გ: ყიასაშვილი

აკადემია-ყოჩები 30:14

ჯიქები-ლოკომოტივი 15:13

არმია-არმაზი 31:18

ბათუმი-ხარები (გადაიდო)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ

1. ლელო 14 12 0 2 +206 9 57

2. არმია 14 12 0 2 +146 8 56

3. აია 14 9 2 3 +162 6 46

4. არმაზი 14 10 0 4 +42 2 42

5. ჯიქები 14 7 0 7 +22 7 35

6. ლოკომოტივი 14 5 2 7 +20 6 30

7. ხარები 13 4 0 9 -96 4 20

8. აკადემია 14 4 0 10 -225 2 18

9. ბათუმი 13 3 0 10 -113 3 15

10. ყოჩები 14 1 0 13 -164 7 11

XVტური

ლელო-ლოკომოტივი, ყოჩები-ჯიქები, არმაზი-აია, აკადემია-ბათუმი, ხარები-არმია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!