გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს "ფილადელფია ფლაიერზის" ჩეხი ფორვარდი იაკუბ ვორაჩეკი
გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს "ფილადელფია ფლაიერზის" ჩეხი ფორვარდი იაკუბ ვორაჩეკი, რომელიც წინა შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან თავის გუნდს ოთხიდან სამ მატჩში მოაგებინა და 11 ქულა (4+7) დააგროვა. უნდა გამოვარჩიოთ ორი მატჩი მისი მონაწილეობით - "აილენდერსთან" 7:0 მოგებულ შეხვედრაში ჩეხის ანგარიშზე იყო ოთხი შედეგიანი პასი, "პიტსბურგის" წინააღმდეგ (6:5) კი კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მომენტისთვის, ვორაჩეკი ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა მინიმუმ ერთ ქულას აგროვებს და ეს სერია მოიცავს 14 ქულას (5+9). გარდა ამისა, 23 წლის ჩეხი ფორვარდი "ფილადელფიას" ლიდერია გოლების (8), პასებისა (16) და ქულების (24) რაოდენობით.

გასულ კვირას ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში თითო გოლი გაჰქონდა "ტამპა ბეის" ფორვარდს სტივენ სტემკოსს და ის მეორე ვარსკვლავი გახდა. საერთო ჯამში, ამ ოთხ შეხვედრაში სტემკოსის მონაგარი იყო 8 ქულა (4+4). "ტამპას" ერთ-ერთი ლიდერი ზედიზედ მეხუთე მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და ზედიზედ ექვსი მატჩია მინიმუმ ქულას იღებს. 23 წლის სტემკოსი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (29) და საუკეთესო გოლეადორია (13).

კვირის მესამე ვარსკვლავი მეკარეა - "ოტავა სენატორზის" კარის დარაჯი ბენ ბიშოპი. ის გასულ კვირას "ოტავას" ძირითად მეკარეს, ტრავმირებულ კრეიგ ანდერსონს ცვლიდა და სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 2.03 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93.1 პროცენტი მოიგერია. სამიდან ორ მატჩში ბიშოპმა ბულიტების სერიაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 9 პენალტი მოიგერია. გუშინ, "მონრეალის" წინააღმდეგ მატჩში, ბიშოპის ანგარიშზე 44 სეივი იყო. ეს სტატისტიკა არ შევიდა გასული კვირის სტატისტიკაში.

ფილადელფია-ტორონტო 2:4

0:1, 1:1, 1:2

გოლები: 0:1 კესელი-4 (ბოჟაკი-7, გუნარსონი-3), 0:2 კულემინი-2 (კადრი-11, გუნარსონი-4), 1:2 ჰარტნელი-1 (ვორაჩეკი-16, ჟირუ-13), 1:3 გრაბოვსკი-6 (მაკარტური-4, კადრი-12), 2:3 ვორაჩეკი-8 (ტიმონენი-11, ჟირუ-14), 2:4 მაკლემანი-2 (კულემინი-10).

ოტავა-მონრეალი 2:1 (ბ)

0:0, 1:1, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 ძიურზინსკი-2 (კ. ნილი-2, ფილიპსი-1), 1:1 მარკოვი-5 (დიასი-12, პასიორეტი-10).

ბულიტები გაიტანეს: სილვერბერგი (ოტავა), დეშარნე (მონრეალი), რეგინი (ოტავა).

ჩიკაგო-ედმონტონი 3:2 (ო)

1:1, 0:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 პეტრი-1 (პეტრელი-1), 1:1 პ. კეინი-10 (კრუგერი-4, ლედი-5), 1:2 იაკუპოვი-6 (სემ განიე-13, შულცი-6), 2:2 სტალბერგი-5 (როჟსივალი-6), 3:2 მარიან ჰოსა-9 (შარპი-11).

ნეშვილი-დალასი 5:4 (ო)

1:0, 2:4, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 კ. სმიტი-2 (კლუნი-1, ს. კოსტიცინი-6), 1:1 ფრეზერი-1 (ლ. ერიქსონი-7, ჯორდი ბენი-2), 1:2 რ. სმიტი-3 (რაიდერი-6, იკინი-8), 2:2 იოსი-2 (ლეგუანდი-4, ჰორნკვისტი-5), 2:3 ფიდლერი-1 (ჯეიმი ბენი-8, რაიდერი-7), 2:4 ლ. ერიქსონი-5 (რაიდერი-8, რობიდასი-7), 3:4 ჰორნკვისტი-2 (ერატი-8, იოსი-3), 4:4 ფიშერი-4 (კ. უილსონი-10, იოსი-4), 5:4 იოსი-3 (ს. კოსტიცინი-7, შ. უებერი-5).

ლოს ანჯელესი-ანაჰაიმი 5:2

0:0, 2:2, 3:0

გოლები: 0:1 კოლიანო-5 (გეტცლაფი-12, პერი-9), 1:1 პენერი-1 (სტოლი-2, დ. კინგი-3), 1:2 ს. კოივუ-5 (ბოშემენი-10, ლავჯოი-4), 2:2 დ. ბრაუნი-6 (კოპიტარი-8, ჯასტინ უილიამსი-7), 3:2 ვოინოვი-3 (კოპიტარი-9, დ. ბრაუნი-4), 4:2 მუზინი-2 (კოპიტარი-10, ვოინოვი-6), 5:2 ჯ. კარტერი-10 (მ. რიჩარდსი-8, დაუტი-8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" ახალი ისტორია

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა