ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მილანი" ჩემთან ერთად ყოველთვის მოგებულია

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მილანი" ჩემთან ერთად ყოველთვის მოგებულია

ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ბევრ საინტერესოზე ილაპარაკა
მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირში ჩაება და პირველ წრეში უპრობლემოდ მოუგო თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის - 6:1, 6:4. ნოვაკმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და თავად მხოლოდ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს.

ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ბევრ საინტერესოზე ილაპარაკა...

- შეგიძლიათ, შეადაროთ თქვენი შარშანდელი და ამჟამინდელი მდგომარეობა?

- ახლა თავს გაცილებით დამაჯერებლად ვგრძნობ, ვიდრე გასული წლის დასაწყისში. ძალიან რთული იყო 2011 წელს მიღწეული წარმატების შემდეგ კორტზე გასვლა. ეს ჩემთვის გარკვეული გამოცდა იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ძველებურად კარგად ვთამაშობდი, მაგრამ გონებაში მიტრიალებდა აზრის იმის შესახებ, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების დაცვა მიწევდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომაც დიდ მიღწევად მიმაჩნია თუნდაც ის, რომ 2012 წელი პირველი ნომრის სტატუსით დავასრულე. ამ წარმატებას უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე 2011 წელს მოგებულ ტიტულებს.

- წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება დაგეხმარებათ მომდევნო ტურნირების მოგებაში?

- როცა სეზონში "დიდი სლემის" პირველ ტურნირს იგებ, ეს ნიშნავს, რომ კარგ ფორმაში იმყოფები. გასაგებია, რომ სეზონი ძალიან გრძელი და რთულია, ამიტომაც ჯერ ადრეა როლან გაროსსა თუ უიმბლდონზე ფიქრი. იქამდე ჯერ დიდი დროა. არ მინდა ვიფიქრო ამაზე და კონცენტრაცია უახლოეს ტურნირებზე მოვახდინო. ასეთმა მეთოდმა მომიტანა წარმატებები და რა საჭიროა მისი შეცვლა?!

- შარშანდელი შემაჯამებელი ტურნირიდან მოყოლებული, ზედიზედ 13 მოგება დაგიგროვდათ. ახალ წაუგებელ რეკორდზე ხომ არ ფიქრობთ?

- ამაზე ფიქრით გონებას არ ვიღლი. არ ვგეგმავ 2011 წლის სერიის გამეორებას ან გაუმჯობესებას, რომელიც ზედიზედ 43 მოგებას მოიცავდა. ასეთი რაღაცების გამეორება ძალიან რთულია, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ასეთი სერიის ავტორი მე ვიყავი, დამატებით დამაჯერებლობას მმატებს.

- ბოლო დროს ბევრი ამჩნევს სათამაშო სტილის შეცვლას ჩოგბურთში. თქვენ რა აზრის ხართ?

- დიახ, კორტებიც და ბურთებიც უფრო ნელი გახდა, ამიტომაც თითქმის აღარ დარჩნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მოწოდებისთანავე გარბიან ბადესთან. მეორე მხრივ, გამარჯვების მოსაპოვებლად კორტზე მაქსიმალურად მრავალმხრივი უნდა იყო, ასი პროცენტით მოემზადო ფიზიკურად და შეძლო ყველა საფარზე თამაში. ჩოგბურთის დონე ძალიან მაღალია და ის ყოველ წელს მატულობს.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დღეისთვის თქვენი მთავარი კონკურენტი ბრიტანელი ენდი მარეია, რომელსაც შარშან, ბევრი ტურნირის ფინალში შეხვდით?

- მხოლოდ ენდის ვერ გამოვყოფდი. მიმაჩნია, რომ დღეს ჩემი სამი მთავარი ოპონენტია - მარეი, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. როჯერი და რაფა დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ ჩოგბურთში და ერთმანეთში ბევრი დაუვიწყარი მატჩიც ჩაატარეს. ბოლო დროს მე და ენდიც საკმარისად ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და იმედია, გავაგრძელებთ პუბლიკისთვის სიამოვნების მინიჭებას თამაშის მაღალი დონისა და დაძაბულობის წყალობით.

- ნახეთ ნადალი დაბრუნების შემდეგ?

- დიახ, ვუყურე მის ერთ მატჩს ბრაზილიის ტურნირზე. რა შემიძლია ვთქვა? რაფა კვლავაც კარგად თამაშობს გრუნტზე (იცინის). საერთო ჯამში, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ვერ შევამჩნიე. არ ვიცი, როგორ გრძნობს რაფა თავს ფიზიკურად, მაგრამ მან უკვე ორი ტურნირის ფინალში ითამაშა და ერთ-ერთში გაიმარჯვა. ეს ბევრს ნიშნავს. მართალია, ის ტურნირები, რომლებშიც ნადალი მონაწილეობდა, დაბალი კატეგორიისა იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩოგბურთელს ნებისმიერი გამარჯვება მატებს დამაჯერებლობას. ნადალს უნდოდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩაეტარებინა და მან ეს გააკეთა. ხოლო ასეთ დროს ტურნირის დონე მეორე პლანზე გადადის. ასე რომ, რაფა დაბრუნდა და ეს თემა დაიხურა.

- სანამ ნადალს ბოლომდე არ მიუღწევია საუკეთესო კონდიციებისთვის, იქნებ ისარგებლოთ შემთხვევით და იფიქროთ როლან გაროსის მოგებაზე?

- უკვე დიდი ხანია, არ ვმალავ, რომ ჩემი პრიორიტეტი - საფრანგეთის ღია პირველობაა - "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯერ მოგებული არ მაქვს. მაგრამ ახლა მხოლოდ უახლოეს ტურნირებზე ვფიქრობ. თუ ზოგადად ვილაპარაკებთ, შარშან ან ორი სეზონის წინ, როცა რაფა ბრწყინვალე ფორმაში იყო, ვგრძნობდი, რომ ჩვენს მატჩებში გამარჯვებულსა და წაგებულს შორის სხვაობა ორი-სამი ქულა იყო. ვფიქრობ, გრუნტზე თამაშს მოვუმატე, თუმცა ეს არ არის ჩემი წარმატებული საფარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით, რა მოხდება როლან გაროსზე. იქამდე ჯერ გრძელი გზაა გასავლელი.

- რა უნდა გააკეთოთ პარიზში გასამარჯვებლად?

- ასი პროცენტით უნდა ვიყო მზად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ როლან გაროსის წინ იმართება ძალიან რთული "მასტერსები" მადრიდსა და რომში. მათ დიდი ძალა და ენერგია მიაქვთ.

- ბელგიასთან დევისის თასის მატჩების შემდეგ არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაგიტარებიათ. რით იყო ეს გამოწვეული?

- პაუზის აღება გადავწყვიტე - დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. სერბეთში ვიყავი, დიდი დრო გავატარე ოჯახთან ერთად. დღეისთვის ჩემს ქვეყანაში მუდმივად არ ვცხოვრობ, ამიტომაც ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ იქ დასაბრუნებლად. გარდა ამისა, იტალიაში გავემგზავრე ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასასწრებად და "მილანისთვის" მხარდასაჭერად. ვფიქრობ, 2:0 "ბარსელონასთან" უდიდესი წარმატებაა.

სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის წინ ასევე ჩავედი მილანში "არსენალთან" მატჩის სანახავად და მაშინაც ჩემმა კლუბმა მოიგო. ასე რომ, ვეცდები, ხშირად დავესწრო ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, რადგან "მილანი" ჩემთან ერთად ყოველთვის მოგებული რჩება (იცინის).

რაც შეეხება ჩოგბურთს, დუბაიში ჩამოსვლამდე ორი კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ახლა სავსებით მომზადებულად ვგრძნობ თავს სეზონის ახალი ნაწილისთვის, რომელიც მოიცავს ჰარდზე რამდენიმე დიდ ტურნირს.

- ბოლოსკენ, საუბრის თემა შევცვალოთ: როგორ ვითარდება სერბეთში თქვენი რესტორნების ბიზნესი?

- ყველაფერი შესანიშნავადაა. ამ საკითხს მამაჩემი დიდ ყურადღებას უთმობს. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი პირმშოა. ასე რომ, გვეწვიეთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სასტიკი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო

[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა