წაუხდენს "დორტმუნდი" "ბაიერნს" ხასიათს?
გერმანიაში ისეთი თამაშია, ბოლო დროს სეზონის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად რომ იქცა: გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს.

ბოლო სამ წელიწადში რეკორდმაისტერმა "დორტმუნდი" მხოლოდ ერთხელ დაამარცხა და ისიც სუპერთასზე, "ბორუსიამ" კი მიუნხენურ გრანდს ხუთი მატჩი მოუგო - აქედან ოთხი ბუნდესლიგაში, ერთიც გერმანიის თასის ფინალში შარშან. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი, მიუნხენში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს სტატისტიკა საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ "ბაიერნი" "დორტმუნდზე" "ალესილი" იყოს. ისე, ამ "ბაიერნს" კიდევ "ალესვა" უნდა?! ფაქტი ერთია: "ალიანს არენაზე" დღეს ძალიან საინტერესო ბრძოლას ვნახავთ.

მიულერი: ეს სულ სხვა ბაიერნია!

ცხადია, რომ არცერთი ტიტული არ გაიცემა მანამდე, სანამ გუნდი ტიტულს ოფიციალურად არ გაინაღდებს, მაგრამ "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ "დორტმუნდს" 17 ქულით უსწრებს, რაც არნახული უპირატესობაა და იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში რეკორდმაისტერი "ვერცხლის სინს" დაიბრუნებს. დორტმუნდელებმაც იციან, რომ ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ ტიტული ჩამოერთმევათ და შესაბამისად, გერმანიის თასი ერთადერთი ეროვნული ტურნირია, სადაც "დორტმუნდს" ბავარიული გრანდის დაჯაბვნა შეუძლია.

"ჩვენ გვინდა, ყველას ვუჩვენოთ, თუ ვინ არის... - წინადადება არ დაასრულა 26 თებერვალს "ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა და იქვე დასძინა: - არა, აღარაფერს ვიტყვი. არ მინდა, რომ მყვირალა სათაურების წყარო ვიყო!" მიულერს ალბათ გაახსენდა, რომ სამი წელია, "დორტმუნდი" "ბაიერნს" უშუალო დუელებში ყველა ტურნირზე ჩაგრავს - თუ არ ჩავთვლით აშკარად არჩასათვლელ სუპერთასს, რომელიც "ბაიერნმა" "ბორუსიასთან" გასულ ზაფხულს 2:1 მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში 17 ქულით უსწრებენ, "დორტმუნდთან" მატჩს ბავარიელები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან. ბუნდესლიგაში მიუნხენელებს დორტმუნდელებთან 2010 წლის შემდეგ 4 წაგება და 1 ფრე აქვთ და კარგად ახსოვთ გერმანიის თასის შარშანდელი ფინალიც, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა ბერლინში 5:2 მოიგო.

თუმცა ამ სეზონში "ბაიერნი" სულ სხვა, გაცილებით ძლევამოსილი და თითქმის უნაკლო გუნდია. "ახლა სხვა ვითარებაა. "ბაიერნი" ყველა ტიტულისთვის იბრძვის და ეს ჯანსაღი ამბიციაა. შესაბამისად, "დორტმუნდს" უნდა მოვუგოთ და თასის ნახევარფინალში უნდა გავიდეთ!" - ამბობს მიულერი.

"ბორუსიასთან" წინა დუელები აღარ მაინტერესებს. თანაც, ჩვენ უდიდესი პროგრესი განვიცადეთ. თუ შესაძლებლობების ას პროცენტს გამოვიყენებთ, "დორტმუნდი" წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს. ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის შემდეგ ჩვენი მოტივაცია გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, დორტმუნდელთა დამსახურებაცაა," - ეს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტონი კროოსის სიტყვებია.

"გერმანიის თასს სრული სერიოზულობით ვეკიდებით, "ბორუსიასთან" მორიგი დუელი კი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. რაკი საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ," - აცხადებს რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი.

რობენი ითამაშებს, მარტინესი ჯანზეა

"დონ იუპს" დღეს წამყვანი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ფრანკ რიბერი დააკლდება - ფრანგი დისკვალიფიცირებულია. რიბერის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში არიენ რობენი ითამაშებს, რაც თავად ჰაინკესმა დაადასტურა. "ვერდერთან" მატჩის (6:1) შემდეგ მცირე ტრავმა აწუხებდა ხავი მარტინესს, მაგრამ "ბაიერნის" ექიმებმა ესპანელ საყრდენ ნახევარმცველს გუშინ მწვანე აუნთეს.

დანიელ ვან ბუიტენი ამ უქმეებზე გაციებული იყო, რის გამოც "ვერდერთან" ძირითად შემადგენლობაში ჟერომ ბოატენგმა ითამაშა. ახლა კი ბელგიელიც გამოჯანმრთელდა და ლოგიკურად, სანამ დიდი ხნის ტრავმირებული ჰოლგერ ბადშტუბერი დაბრუნდება, ჰაინკესმა სასტარტოში კვლავ ვან ბუიტენი უნდა ათამაშოს.

კლოპი: ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელობით ჩემპიონთა ლიგის არცერთ თამაშს არ ჩამოუვარდება!

დორტმუნდელები მიუნხენში თავდაჯერებულები ჩადიან და საკადრო პრობლემებიც არ აწუხებთ. "ამ პლანეტაზე ძალიან ცოტაა ისეთი გუნდი, რომელსაც "ბაიერნის" დამარცხება შეუძლია და "დორტმუნდი" ერთ-ერთი მათგანია," - განაცხადა 26 თებერვლის პრესკონფერენციაზე "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა და იქვე დასძინა, ამ მატჩს ჩემპიონთა ლიგის თამაშზე არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთო.

რეკორდმაისტერს სუპერთასამდე დორტმუნდი სამი წლის მანძილზე არ ჰყავდა დამარცხებული და კლოპმაც სწორედ ამაზე ისაუბრა: "ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - დღეს მიუნხენელები სერიოზულად გვიფრთხიან."

მატს ჰუმელსს, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის და რობერტ ლევანდოვსკის ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ გამოჯანმრთელდნენ და დღეს აუცილებლად ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რობენი - მანჯუკიჩი.

დორტმუნდი (4-3-2-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ბლაშჩიკოვსკი, ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.

არბიტრი: კნუტ კირხერი

27 თებერვალი

შტუტგარტი-ბოხუმი 22:00

ბაიერნი-დორტმუნდი 23:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის თასი. 1/4-ფინალის წინ: "ფრაიბურგის" ისტორიული შანსი

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს