საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩები
თასის შეხვედრებს თავისებური სპეციფიკა აქვს და აქ სიურპრიზებს ნებისმიერი გუნდისგან უნდა ველოდოთ.

მართალია, "ტორპედო" პირველლიგელ "გაგრაზე" უფრო გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ზვიად ჯელაძის ახალგაზრდულ გუნდს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა და "გაგრამაც" "ტორპედოსთან" უდიდესი მოტივაციით ითამაშა...

ქუთაისელთა ერთგული გულშემატკივრები უხვგოლიანი მატჩის მოლოდინში იყვნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები პირველივე მატჩში შეძლებდნენ სასურველი ჰანდიკაპის შექმნას, მაგრამ გაგრელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს არ შეუშინდნენ და ბოლო წამებზე უაღრესად ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინათ, ფრე კი არა, ქუთაისიდან მოგებულნი გაემგზავრებოდნენ...

თუმცა, ფრეც არ არის ურიგო შედეგი, თანაც, როცა ამას მეტოქის მოედანზე მიაღწევ.

შეხვედრა ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო. ტემპი დაბალი იყო და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ტაიმის შუაწელიდან მასპინძლები გააქტიურდნენ; განსაკუთრებით, ეს გიორგი ბერიაშვილზე ითქმის, რომელიც ბევრს მოძრაობდა და სტუმართა მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა.

მისი აქტიურობის შედეგად ქუთაისელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. სახიფათო ეპიზოდს ბექა ტუღუში ვარდნაში აგვირგვინებდა, მაგრამ კარს მცირედით ააცილა.

შემდეგ თავად ბერიაშვილს მიეცა შანსი. იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ბეგაშვილმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა და ტორპედოელთა ფორვარდს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

მომდევნო ეპიზოდისას გიორგი დათუნაიშვილის გადაცემის შემდეგ კვლავ ბერიაშვილი ურტყამდა ძლიერად, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

გიორგი დოლიძის უხერხული დარტყმის შემდეგ კი ბეგაშვილმა ბურთი ხელებში ძლივს შეიმაგრა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. "გაგრაც" უფრო გააქტიურდა და თუ პირველ ტაიმში ძირითადად "სტანდარტულების" და დავით ვოლკოვის აქტიურობის იმედად იყო, შესვენების შემდეგ უფრო თამამად ათამაშდა.

ჯერ ბენჯამინ ტეიდმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი ზარნაძის ჩაწოდებულ ბურთზე ვოლკოვს თავი რომ არ აეცილებინა, ანგარიშიც გაიხსნებოდა.

ჯელაძეს ცვლილებებმაც გაუმართლა, ძალიან კარგად ჩაერთვნენ თამაშში ჯონ ჯერემია და ალექსანდრე ივანიშვილი, რომლებმაც 68-ე წუთზე სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჯერემიას პასის შემდეგ ივანიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან კარში ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარე ომარ მიგინეიშვილიც შესანიშნავად გაისარჯა.

ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ქუთათურები ფლობდნენ, მაგრამ გოლამდე ტუღუშისა და შეცვლაზე შესული ნიკა საბანაძის სახიფათო დარტყმების მეტი გამოსარჩევი არაფერი შეუქმნიათ.

გოლი კი მართლაც შესანიშნავი იყო: გიორგი ონიანმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა და ბეგაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, სტუმრებმა ანგარიში სამ წუთში გაათანაბრეს: თანაგუნდელებმა ჯერემია გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ და აფრიკელმა ლეგიონერმა მიგინეიშვილს ახლო დაბალ კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. ქუთაისელთაგან მიზანთან ახლოს ტუღუში იყო, "გაგრელთაგან" კი ჯერემიას შეეძლო თავის გამოჩენა, რომელსაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიგინეიშვილმა ურთულესი ბურთი აუღო.

მატჩი მართლაც მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა და ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 2 მარტს გაიმართება.

Video

ტორპედო - გაგრა 1:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

torpedo@chempion
თბილიში მოვიგებთ
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო