ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჭაბუკური გადაადგილებები - ირაკლი ცირეკიძე ახალ აღმართს შეუყვა

ჭაბუკური გადაადგილებები - ირაკლი ცირეკიძე ახალ აღმართს შეუყვა

გასულ უქმეებზე ძიუდოს აკადემიამ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა
გასულ უქმეებზე ძიუდოს აკადემიამ საქართველოს პირველობას უმასპინძლა ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის.

მოგეხსენებათ, ეს ისეთი ასაკია, რომელსაც თაობათა ცვლა ყველაზე მეტად ეტყობა ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი შემადგენლობაა.

მართალია, გუნდის ბირთვი, ძირითადად, შენარჩუნებულია, თუმცა შარშანდელის შემდეგ ნაკრების შიგნით მაინც გვარიანი საკადრო გადაადგილება მოხდა - ბევრმა დაასრულა ამ ასაკში გამოსვლა და ახალგაზრდებში გადავიდა, ბევრმა კი წონითი კატეგორია შეიცვალა.

ზოგიერთმა მთელი ორი წონით ზევითაც კი აინაცვლა. ასეთმა რეფორმამ ზოგან კიდევ უფრო გაზარდა კონკურენცია, ზოგან - შეასუსტა.

ძველმა ლიდერებმა რამდენიმეგან ახლაც გაიმარჯვეს, სხვებს კი გაუჭირდათ დამხვდურ ფავორიტებთან გამკლავება.

მაგალითად, გიორგი კაციაშვილი შარშან 55-ში გახდა ქვეყნის ჩემპიონი (მერე ევროპაზე ბრინჯაოც მოიპოვა), წლეულს კი 60-ში გადაინაცვლა და იქაც გაიმარჯვა.

ამავე ასაკში კონტინენტის კიდევ ერთი შარშანდელი ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი წლეულს ერთი წონით მაღლა - 66-ში მოგვევლინა, თუმცა ნახევარფინალში ნიკა მამულაშვილთან დამარცხდა და მესამეზე დარჩა.

მჭედლიშვილს 66-ში ქვეყნის შარშანდელი პირველობის მესამე პრიზიორები - ბექა უდესიანი, დიმიტრი ცაბაძე და ვიცე-ჩემპიონი ბექა სეხნიაშვილიც გაჰყვნენ, ანუ 60-ის მთელი კვარცხლბეკი იქ გადავიდა, თუმცა ხელი მოეცარათ.

66-ში ქვეყნის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ზაზა მეგრელიშვილი (რომელსაც მერე ხელის ტრავმამ უცხოეთში ჭიდაობის საშუალება არ მისცა), ისევ აქაა, მაგრამ ამჯერად ადრევე დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, შარშანდელი ჩემპიონი ზაზა ბოლქვაძე კი, ვინც ევროპაზე ბრინჯაო მოიპოვა, ამჯერად 73-ში გამოვიდა, მაგრამ კვარცხლბეკს ვერც მან უწია.

თამაზ კირაკოზაშვილი ორი წლის წინ 60-ში გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მაგრამ მას შემდეგ 73-ში გადაინაცვლა, თუმცა თავიდან მწვრთნელები არ ურჩევდნენ ამას.

ეტყობა, მან საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი აქ და კვირას დიღომში ჩემპიონი გახდა. შარშანდელი ლიდერი შენარჩუნებულია ზედა ორ უმძიმეს წონაში - 90-ში ამჯერადაც ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით რამაზაშვილმა გაიმარჯვა, +90-ში - ისევ გიორგი ძებისაშვილმა.

აქ მომხდარი ცვლილებებიდან ერთს გამოვარჩევთ - მიხეილ ახალაურმა 90-დან მძიმეში გადაინაცვლა და შარშანდელივით ახლაც ვერცხლი მოიპოვა.

ცოტა განსხვავებულია ერეკლე არხოზაშვილის ამბავი. ის ქვეყნის პირველობაზე შარშანაც 55-ში გამოვიდა, თუმცა ბექა ნათათრალაშვილთან დამარცხდა და მესამეზე გავიდა. საევროპოდ მან, მწვრთნელთა დაჟინებით, 50-ში დაიკლო, რადგან იქ ხეირიანი კონკურენცია არ იყო და ჭაბუკებში კონტინენტის ჩემპიონიც გახდა, ნათათრალაშვილი კი ევროპაზე მეორეზე გავიდა.

ამჯერად არხოზაშვილმა ისევ 55-ში იასპარეზა და ფინალშიც გავიდა, თუმცა ისევ ნათათრალაშვილთან დამარცხდა!

მოგეხსენებათ, ამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ უტიტულოვანესი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა, რომელიც პირველ ოფიციალურ ტურნირს ატარებდა ამ რანგში.

მანამდე გუნდი ბაკურიანშიც ჰყავდა შეკრებაზე, რითაც ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. წინ კი მართლაც მნიშვნელოვანი სეზონია, რადგან წინ სამი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - 21-23 ივნისს ტალინში ევროპის პირველობა იმართება, 13-20 ივლისს ჰოლანდიურ უტრეხტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, 8-11 აგვისტოს კი მაიამი მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან პირველხარისხოვანი შეჯიბრებებიდან მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

ცხადია, ამდენი ტურნირი ძიუდოისტებისთვისაც გაზრდილი შანსია. თან, ფესტივალის გარდა, იმ ორ ჩემპიონატში ორ-ორი მონაწილის გამოყვანა შეგვიძლია, თუმცა ასეთი შემჭიდროებული კალენდარი შანსს სხვებსაც აძლევს - სამ თვეში სამჯერ ასეთ დატვირთვას ერთეულები თუ გაუძლებენ.

ამიტომ ცირეკიძეს ნამდვილად მოუწევს შემადგენლობის საფუძვლიანი როტაცია. ნაკრებში მოსახვედრად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - ქვეყნის პირველობამ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაიარა, დანარჩენი კი მედალოსანთა მონდომებასა და უახლოეს თვეებზეა დამოკიდებული.

ცირეკიძე ქვეყნის პრიზიორებს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში კიდევ გამოსცდის, სადაც შეგირდებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიძლიერე.

იმედია, ჩვენი ჭაბუკებისთვის წლევანდელი სეზონიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც შარშანდელი იყო - ევროპის პირველობაზე 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ნიკოლოზ ჭიკაიძე (კახეთი); 2. რობიზონ ბეგლარიშვილი (შიდა ქართლი); 3. დავით გეჯაძე (სამცხე-ჯავახეთი), ტატო ტატულაშვილი (აჭარა).

55 კგ. 1. ბექა ნათათრალაშვილი (თბილისი); 2. ერეკლე არხოზაშვილი (შიდა ქართლი); 3. ირაკლი ლიპარტელიანი (თბილისი), ლევან ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი).

60 კგ. 1. გიორგი კაციაშვილი; 2. ზვიად ხუბულური; 3. გიორგი მეტრეველი (სამივე - შიდა ქართლი), გიორგი ლიპარტელიანი (თბილისი).

66 კგ. 1. სიმონ მამარდაშვილი (კახეთი); 2. ნიკა მამულაშვილი (შიდა ქართლი); 3. კობა მჭედლიშვილი (კახეთი), ბექა ფალიანი (ქვემო ქართლი).

73 კგ. 1. თამაზ კირაკოზაშვილი; 2. გიორგი გულიაშვილი (ორივე - კახეთი); 3. ზურაბ ლომიძე, ჯაბა ლიპარტელიანი (ორივე - იმერეთი).

81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი (თბილისი); 2. იესო კვირიკაშვილი (შიდა ქართლი); 3. კახი ლიპარტელიანი (ქვემო ქართლი), ირაკლი გოგია (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

90 კგ. 1. დავით რამაზაშვილი; 2. ჯაბა მუმლაძე (კახეთი); 3. მიხეილ ჟორჟოლიანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), გიორგი გველესიანი (თბილისი).

+90 კგ. 1. გიორგი ძებისაშვილი (თბილისი); 2. მიხეილ ახალაური; 3. დავით რაზმაძე (ორივე - კახეთი), ბაქარ კუხიანიძე (იმერეთი).

ფოტოზე: ნიკოლოზ ჭიკაიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა