საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩები
მატჩის წინ აღვნიშნეთ, რომ ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, მაგრამ მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპიროში დაგვარწმუნა.
ნათლად გამოჩნდა, რომ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი "სიონმა" მეტოქეზე ბევრად ნაყოფიერად გამოიყენა.
შეხვედრა ბოლნისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და სრულიად ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ყველა მთავარი მოვლენა პირველ ტაიმში მოხდა. "სიონმა" სწრაფი გოლის გატანა შეძლო. ირაკლი ლექვთაძემ ბრძოლით შეძლო დასარტყამ პოზიციაზე გასვლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად გაისროლა - 1:0.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად მაღალ დონეზე ჩაატარეს და იმედისმომცემი გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ზვიად სიხარულიამ ორი ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.
თავის მხრივ, ქვემოქართლელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსი, როცა ახალაიასა და შეცვლაზე შესულ გიორგი მანწკავას დარტყმები არ წაუვიდათ.
ასე გადადგა "სიონმა" მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი. ბოლნისელები ზუგდიდში უდავო ფავორიტის სტატუსით გაემგზავრებიან.
მატჩის შემდეგ
არმაზ ჯელაძე (სიონი):
"ჩემს ფეხბურთელებს ბრძოლისა და კარგი თამაშისთვის მადლობას ვუხდი. "ზუგდიდი" ანგარიშგასაწევ ძალად რჩება და მასთან დაპირისპირება ჩვენთვის იოლი არ ყოფილა".
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე ნაკლებად გვაქვს, მაგრამ საპასუხო მატჩში გამარჯვებას მაინც შევეცდებით. ფაქტია, რომ ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა