კლასიკოს შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს მაგივრად მადრიდის "რეალის" მეკარე წარსდგა
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასმა, რომელიც 26 თებერვალს გამართული კლასიკოს შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნაცვლად გამოცხადდა, "ბარსელონასთან" მატჩის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

შეგახსენებთ, მადრიდში გამართულ ესპანეთის სამეფო თასის პირველ მატჩში "რეალი" "ბარსელონასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, საპასუხო შეხვედრაში კი კრიშტიანო რონალდოს დუბლითა და რაფაელ ვარანის გოლით 3:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასს, მას ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

"ჩემი თანაგუნდელები ბრწყინვალედ გაისარჯნენ. ისინი მოედნის ყოველ მონაკვეთში აკონტროლებდნენ თამაშს და ბრწყინვალედ მოქმედებდნენ დაცვაშიც.

"რეალმა" "ბარსელონას" ტაქტიკურად მოუგო და დამსახურებულად გავიდა ფინალში.

ეს მატჩი სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მოტივაციას გვმატებს. ჩვენ სავსებით შეგვიძლია ამ წარმატებით გავიხაროთ, თუმცა იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ტიტული ჯერ კიდევ არ მოგვიგია", - აქვეყნებს მეკარის ნათქვამს "რეალის" ოფიციალური საიტი.

კასილიასმა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ლიდერი კრიშტიანო რონალდოც შეაქო.

"ის ჩვენი გუნდის შემაკავშირებელი მთავარი რგოლია და მსგავს მნიშვნელოვან მატჩებში ავლენს კიდეც თავის ოსტატობას.

ამჟამად კრიშტიანო ბრწყინვალე ფორმაშია და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა იკერმა.

ესპანელმა მეკარემ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ისევე უნდა ითამაშონ, როგორც "ბარსელონასთან"...

"პირველი მატჩის შედეგი იქაც ანალოგიურია - 1:1. ჩვენ უნდა გავიტანოთ და კარი ხელუხლებლად შევინახოთ - ეს ის მიზანია, რომელსაც დავისახავთ.

"ოლდ ტრეფორდზე" იოლი არასდროსაა თამაში, მაგრამ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც "ბარსელონასთან" ვითამაშეთ.

როდესაც ჩემპიონატში საქმეები არცთუ კარგად მიგდის, ცდილობ, საუკეთესო თამაში ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენო, მაგრამ ჩვენი მომდევნო მნიშვნელოვანი თამაში ისევ "ელ კლასიკოა" და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ჩამორჩენა შევამციროთ", - თქვა კასილიასმა.

"რეალის" მეკარემ ბოლოს ის მიზეზიც ახსნა, თუ რატომ წარსდგა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ნაცვლად.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კარგი დრო იყო საიმისოდ, რათა კაპიტანს გადაედგა ნაბიჯი და "რეალის" ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მიელოცა წარმატება. ეს იდეა თავში გასახდელში მომივიდა და იმედი მაქვს, ამით არაფერი დავაშავე", - თქვა მან.

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა