"ბოხუმმა" გერმანიის თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო - სტუმრად "შტუტგარტთან" 0:2 დამარცხდა
მეორებუნდესლიგურმა "ბოხუმმა" გერმანიის თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ამაზე მეტი ვეღარ შეძლო - 27 თებერვალს სტუმრად "შტუტგარტთან" 0:2 დამარცხდა.

ორივე ბოხუმელმა ქართველმა შეცვლაზე ითამაშა. 74-ე წუთზე მოედანზე ნიკოლოზ გელაშვილი შევიდა, ერთ წუთში კი საქმეში ალექსანდრე იაშვილიც ჩაერთო.

ამ დროისთვის მათი გუნდი ერთი ბურთის სხვაობით მარცხდებოდა, მალე კი მეორე გოლიც მიიღო.

გაიმართა აზერბაიჯანის თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობა არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო.

ბაქოურ დერბიში "ბაქიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. შეხვედრის მე-80 წუთზე "ინტერი" ილია კანდელაკმა დააწინაურა, თუმცა "ბაქიმ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

"ბაქის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ფოფხაძემ, ხოლო კახა ცხადაძის გუნდში მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს მეკარე რევაზ თევდორაძემ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა. სამივე მათგანმა გაფრთხილება მიიღო.

კიდევ ერთი ინტერელი, გიორგი ლომაია, სათადარიგო იყო.

გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგი" შინ ბაქოს "ნეფთჩის" დაუზავდა.

აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები 7 მარტს გაიმართება.

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" მორიგ საკონტროლო მატჩში საგოლე პასის ავტორი გახდა.

რუსული კლუბი "მარბელაზე" ნორვეგიულ "რუსენბორგს" შეხვდა და 2:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა "სპარტაკის" სომეხმა ახალწვეულმა იურა მოვსისიანმა, ჯანოს პასით კი მან თავი მატჩის 53-ე წუთზე გამოიჩინა, როცა თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ქართველი ნახევარმცველი ამ შეხვედრაში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

სასიხარულოა, რომ ტრავმისა და სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ანანიძე "სპარტაკის" შემადგენლობაში სტაბილურად და წარმატებით თამაშობს, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იგი მყარად დაიმკვიდრებს ადგილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძის გოლი "სპარტაკში" 2012 წელს საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა