სამბისტებმა არც ამჯერად უღალატეს ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას და საქართველოს ჩემპიონატი კვლავაც ერთ დღეში ჩაატიეს
სამბისტებმა არც ამჯერად უღალატეს ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას და საქართველოს ჩემპიონატი კვლავაც ერთ დღეში ჩაატიეს - ამ შეჯიბრებას 27 თებერვალს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ უმასპინძლა.

ეს ტურნირი 17-21 მაისს იტალიურ კრემაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო.

ამიტომ გუნდში მოხვედრის შანსი ყველა მსურველმა გამოიყენა, თუმცა რამდენიმეს ხელი ტრავმამ შეუშალა.

მაგალითად, ამ მიზეზით არ ჭიდაობდა ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (57). შეჯიბრებაში დაახლოებით 150-მდე ფალავანი გამოდიოდა და საკმაოდ დიდი იყო ძიუდოისტთა წილი.

მათ შორის რამდენიმე ისეთმა იასპარეზა, 2-3 მარტს ვარშავაში ძიუდოისტთა ევროპის ღია თასზე რომ უნდა იჭიდაოს - პაატა მერებაშვილმა (62), ხვიჩა ხუციშვილმა (81), პაატა ღვინიაშვილმა (90) და დავით ლორიაშვილმა 100).

ჩემპიონატმა ახალი სახეები არც ისე ბლომად გამოავლინა, რითაც ნაკრების ხელმძღვანელობა კმაყოფილი არ უნდა იყოს.

მედალოსანთა შორის აქამდე უცნობი და მოულოდნელი ფალავანი მხოლოდ სამაჩაბლოელი კობა კასოევია (82), რომელიც პირველად გამოჩნდა ფართო ასპარეზზე. ის ფინალშიც გავიდა, თუმცა გამოცდილმა ფოთელმა ნიკოლოზ კუციამ ოქრომდე არ მიუშვა.

ბრძოლა ფრიად დაძაბული გამოდგა და სასწორი ორივე მხარეს შეიძლებოდა გადახრილიყო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და კუციამ 2-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

დაძაბული და საინტერესო შეხვედრები სხვა წონებშიც გაიმართა, თუმცა ფალავნებს მაინც ეტყობოდათ, რომ ჯერ არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. იმედია, საევროპოდ კიდევ უფრო მოუმატებენ.

საინტერესო გამოდგა მძიმე წონის ფინალი, სადაც ერთმანეთის პირისპირ ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სლავა რეზესიძე და ძიუდოში საქართველოს პრიზიორი ონისე ბუღაძე დადგნენ.

თავიდან რეზესიძე ეფექტურად შესრულებული კისრულით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე ბუღაძის შეჩერება შეუძლებელი გახდა - 12-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

გამორჩეული ბრძოლები გაიმართა 100-შიც, სადაც ნახევარფინალში ერთმანეთს ძიუდოში საქართველოს მესამე პრიზიორები - ლორიაშვილი და ლაშა გურული შეხვდნენ.

ამ პაექრობაში გურულმა იმარჯვა, რომელმაც მერე ფინალში კიდევ ერთი ძიუდოისტი, ამ სახეობაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ქავთარაძე მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

თავის წონაში გაიმარჯვა პაატა ღვინიაშვილმაც - ფინალში გიორგი იაძე დაამარცხა. მასვე გადაეცა ნაადრევად დაღუპული ევროპის ჩემპიონის - ვანო გამხიტაშვილის პრიზი, ხოლო ტრაგიკულად დაღუპული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის თასი ლევან ნახუცრიშვილს (68) გადაეცა, რომელმაც ფინალი უბრძოლველად მოიგო.

ამ შეჯიბრებით ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა, თუმცა, როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა გვითხრა, საქართველოს ჩემპიონობა ევროპაზე წასვლის გარანტია სულაც არაა.

მათ წინ კიდევ ერთი სტარტი ელოდებათ, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება ნაკრების დასაკომპლექტებლად.

"ტურნირის საერთო დონით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ. უფრო ზედა წონებში გვაქვს სირთულეები, კონკურენცია არაა იმდენად დიდი; მჩატეებში კი, ამ მხრივ, შედარებით უკეთესი ვითარებაა.

23-25 მარტს მოსკოვში ვიასპარეზებთ "ხარლამპიევის მემორიალზე" და ევროპაზე წამსვლელი გუნდიც ამის მერე დაკომპლექტდება.

სამწუხაროდ, მეტი შეჯიბრება არ გვაქვს კანდიდატთა გამოსაცდელად. მოსკოვში ფინალისტები წავლენ, თუმცა ზოგიერთ წონაში ხალხს დავამატებთ კიდეც.

ამ ჩემპიონატში რამდენიმე ლიდერი არ ჭიდაობდა ტრავმების გამო - უშანგი კუზანაშვილი 57-ში და ლევან ქოჩიევი 62-ში.

მათ შანსს აუცილებლად მივცემთ. ახალი სახეებიდან მხოლოდ კასოევი გამოჩნდა, რომელმაც მწვრთნელთა ყურადღება მიიპყრო" - გვითხრა მუზაშვილმა.

კვარცხლბეკი

52 კგ. 1. გივი ნადარეიშვილი; 2. ვაჟა ლატარია; 3. ნუკრი ბერაია (სამივე - სამეგრელო-ზემო სვანეთი), დიმიტრი მულაძე (შიდა ქართლი).

57 კგ. 1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (კახეთი); 2. გენადი ჩირგაძე; 3. ილია ტყეშელაშვილი (ორივე - იმერეთი), იოსებ ცერცვაძე (თბილისი).

62 კგ. 1. პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი); 2. შმაგი ლაგაზაური (კახეთი); 3. ზურაბ შველიძე, ლუკა ჯაში (ორივე - თბილისი).

68 კგ. 1. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა-მთიანეთი); 2. ბექა ტუღუში (სამეგრელო-ზემო სვანეთი); 3. ლევან დადვანი (ქვემო ქართლი), ბექა ბერუაშვილი (თბილისი).

74 კგ. 1. კახა მამულაშვილი (შიდა ქართლი); 2. ბექა ბერულავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი); 3. გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი), მიხეილ ჩოხელი (კახეთი).

82 კგ. 1. ნიკოლოზ კუცია (სამეგრელო-ზემო სვანეთი); 2. კობა კასოევი; 3. გიორგი დილებაშვილი (სამაჩაბლო), ხვიჩა ხუციშვილი (თბილისი).

90 კგ. 1. პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი); 2. გიორგი იაძე (აფხაზეთი); 3. ნოდარ კუდუხაშვილი (შიდა ქართლი), ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).

100 კგ. 1. ლაშა გურული (იმერეთი); 2. გიორგი ქავთარაძე; 3, დავით ლორიაშვილი (ორივე - ქვემო ქართლი), ბექა ბერძენიშვილი (სამცხე-ჯავახეთი).

+100 კგ. 1. ონისე ბუღაძე (იმერეთი); 2. სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი); 3. გიორგი ლაზუაშვილი, დავით ბოჭორიშვილი (ორივე - იმერეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაღაც არ მგონია რომ ფინალისტები წაუყვანიონ მოსკოვში და ასე რომ ჯერ კარგად გარკვევა ჯობია... ისევ ისეტი ამბავია რაც ადრე იყო
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა