ზესტაფონური გუნდიდან მისი ლიდერის წასვლა სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო
ზაალ ელიავა "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ. ამიტომაც იყო გუნდიდან მისი წასვლა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა.

27 წლის მცველმა კარიერა საფეხბურთო კლუბ "მერანი-ოლიმპში" დაიწყო. მერე იყო გიორგი დევდარიანის "თბილისი", რიგის "სკონტო", თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "დინამო", 2009 წელს კი "ზესტაფონში" ჩაირიცხა და იქ ოთხი სეზონი თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ელიავამ 8 მატჩი ჩაატარა.

კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იყო გამოცდილი ფეხბურთელის ბოლნისის "სიონში" გამოჩენა - ცხადია, ასეთ მოთამაშეს უფრო ამბიციურ კლუბში წარმოვიდგენდით და არა საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩენილ გუნდში.

ყველაფერი შარშან, შემოდგომაზე დაიწყო: "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა გაფიცვა მოაწყვეს, რადგან წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გადაწყვიტა, ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის ხელფასის ნახევარი ჩამოეჭრა - სანქცია "ზესტაფონის" 19 ფეხბურთელს შეეხო. მათგან ოთხი, ზურაბ მენთეშაშვილი, ზაალ ელიავა, ზურაბ მამალაძე და თორნიკე აფციაური კოკაიამ დაიბარა. გუნდში მღელვარება სწორედ ამან გამოიწვია.

შედეგად, "ზესტაფონი" მოითხოვდა, რომ დასახელებული ოთხეულისთვის ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაცია მიეცა, რაც ფიფას წესდებით, ოთხიდან ექვს თვემდე დისკვალიფიკაციას ნიშნავდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა გაფიცვის ინიციატორებად ამ ოთხ ფეხბურთელს მიიჩნევდა.

ამბავი ამით არ დამთავრებულა. მართალია, ფედერაციას მეამბოხეები არ დაუსჯია, მაგრამ ფაქტია, რომ ელიავა "სიონში" იჯარით გადავიდა.

27 წლის მარცხენა მცველი გულნატკენია. ეს ჩვენთან ინტერვიუშიც არ დაუმალავს და ამბობს, რომ "ზესტაფონიდან" წამოსვლა მისი გადაწყვეტილება იყო.

- საქართველოს ჩემპიონიდან, მით უფრო, ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელები უცხოეთში მიდიან, შენ კი "სიონში" გადახვედი. დღემდე უცნობია, ეს მოულოდნელი ნაბიჯი რატომ გადადგი?

- გეთანხმებით, რომ მოულოდნელი იყო და გარედან ასე გამოჩნდებოდა. ნახევარი წლის წინ "სიონში" თამაშს მეც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ იყო გარკვეული მიზეზები, რამაც ამ გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა. უბრალოდ, "ზესტაფონში" ვეღარ დავრჩებოდი.

- ასეთი რა მოხდა?

- აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ გუნდიდან თავად გადავწყვიტე წამოსვლა, არავის გამოვუშვივარ.

- ცნობილია, რომ კლუბის პრეზიდენტთან, ილია კოკაიასთან "ზესტაფონის" 4 ლიდერს - შენ, აფციაურს, მამალაძესა და მენთეშაშვილს კონფლიქტი მოგივიდათ. ეს გახდა ყველაფრის თავი და თავი?

- არა, ეს კონფლიქტი ამოიწურა, ამ ეტაპზე "ზესტაფონში" ვეღარ ვითამაშებდი.

- ამ დროს თქვენ მიმართ იყო გარკვეული პრეტენზიები, რომ ორწლიანი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ მოეშვით და ძველებურად გულიანად არ თამაშობდით.

- არა მგონია, რომ "ზესტაფონი" იმ დონის კლუბი იყოს, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმო და მოეშვა. ასეთი ლაპარაკი მეც მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რანაირად და როდის მოვეშვი? ზერელედ საქმეს არასოდეს მოვკიდებივარ. შეიძლება, ბევრი რამ დამაბრალონ, მაგრამ არა გულგრილი დამოკიდებულება.

- აშკარაა, რომ გულნატკენი ხარ.

- იმიტომ, რომ "ზესტაფონში" საუკეთესო წლები გავატარე, გუნდი და მისი გულშემატკივარი დღემდე ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაც-რაღაცები ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა.

- "ზესტაფონთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდება?

- მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2014 წლის მაისში.

- საკმაოდ ბევრი ტიტულის მფლობელი ხარ: საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასის მფლობელი, სანაკრებო სტატისტიკაც ხელს გიწყობს და უცხოეთში თამაშის შანსი არ გქონდა?

- ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი იყო და მაისამდე "სიონს" ვეკუთვნი. იმედია, მერე რამე გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ იონანიძე: რას მერჩოდნენ? მადლობაც არ უთქვამთ, "ზესტაფონიდან" ისე გამიშვეს

ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!

ზესტაფონი VS ფეხბურთელები - ზესტაფონური აურზაური გრძელდება

კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?

სკანდალი "ზესტაფონში": გუნდს ზაზა ზამთარაძე და დავით მუჯირი ტოვებენ?

ikaman
რას გავდა ზესყაფონი მუჯრი ხლეში არც კი ვარჯიშობდნე ესენიდ ა იმიტომაც იყო ის შედეგი კარგიც ქანა რო დასაჯაააააააააააა კოკაიამ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს