თბილისში დაბადებულმა 21 წლის ნახევარმცველმა 2009 წლის 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაში გერმანული "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ითამაშა
ზამთრის სატრანსფერო სეზონში რუსეთის პირველი ლიგის კლუბებში რამდენიმე ქართველი მოხვდა, ბევრიც გაუშვეს.

ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ამბები კარგად იცით და თავს აღარ შეგაწყენთ. ისიც გეცოდინებათ, რომ "ხიმკი" დატოვა ლევან გვაზავამ, "ნეფტეხიმიკი" - საქართველოს ნაკრების კანდიდატმა გიორგი ჯანელიძემ.

დღეს უცნობ ამბებს მოგახსენებთ: კალინინგრადის "ბალტიკადან" "ტიუმენში" გადაბარგდა ალექსანდრე შუბლაძე; პრიჟედორის "რუდარში" გააგრძელებს კარიერას მოსკოვის "ტორპედოს" 21 წლის თავდამსხმელი აპოლონ ლემონჯავა, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია და საერთოდ, უამრავ კლუბში მოგზაურობით არის ცნობილი - სხვათა შორის, "ფეიენოორდსა" და "შალკეშიც" კი უვარჯიშია.

ბელგოროდის "სალიუტიდან" რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი, 29 წლის გიორგი მიქაძე გაუშვეს.

ყაზანის "რუბინიდან" ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკში" გადავიდნენ საბა კვირკველია და მერაბ ურიდია.

"სიბირის" 21 წლის თავდამსხმელი ირაკლი ლოგუა ასტრახანის "ვოლგარში" გადავიდა. ასტრახანულ კლუბში ითამაშებს მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდის 18 წლის თავდამსხმელი თემურ ბუკიაც.

იქვეა ნახევარმცველი ნიკა ფილიევი, რომლის ისტორიამაც განსაკუთრებით დაგვაინტერესა: 21 წლის ნახევარმცველი თბილისში ყოფილა დაბადებული, მაგრამ 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი სოჭში დასახლდა, მერე კი მოსკოვში და "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში გაზარდეს. ამ გუნდის ფორმით 2009 წელს რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშა კიდეც.

მას დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში 2009 წლის 16 მაისს, მე-9 ტურში გროზნოს "ტერეკის" წინააღმდეგ ჰქონდა. 2009 წლის 31 აგვისტოს მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, რომლის რიგებშიც 2009 წლის 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაში გერმანული "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ითამაშა - სულ ლიგაზე 3 მატჩი ჩაატარა.

მალე დედაქალაქურ დერბიში მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და რუსული მედიის მტკიცებით, არმიელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, მაგრამ დაშავდა და კარიერა ამის შემდეგ აერია - ერთი სეზონი გაუცდა და პერმის "ამკარში" იჯარით გაუშვეს.

სულ პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა. 2011 წელს ცსკა-ში დაბრუნდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლდა და 2012 წელს ბრატისლავის "სლოვანში" იჯარით გაუშვეს.

რუსეთში წლეულს დაბრუნდა და ასტრახანის "ვოლგარში" იჯარით ჩაირიცხა.

ნიკა ფილიევს უთამაშია რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და 2009 წელს გრანატკინის სახელობის ტურნირზე სამი გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

და რაც მთავარია: ყველა საერთაშორისო ცნობარში მითითებულია, რომ ნიკა ფილიევი საქართველოს მოქალაქე გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gabrito
მანჩესტერთანაც აქ ლიგაზე ნათამაშები შეცვლაზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა