მარიუპოლის "ილიჩევეცის" ახალწვეულმა, 19 წლის ჯგერენაიამ 45-ნომრიანი მაისური აირჩია და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

27 თებერვალს მარიუპოლის "ილიჩევეცმა" ახალწვეულები წარადგინა. მათ შორისაა "გაგრას" ახალგაზრდა ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია, რომელიც უკრაინულ კლუბში იჯარის წესით ჯერჯერობით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

19 წლის ჯგერენაიამ 45-ნომრიანი მაისური აირჩია და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ "ილიჩევეცში" გადასვლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

"გუნდი კარგია - ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი გვყავს. "ილიჩევეცში" ყველა ერთმანეთს ეხმარება.

საერთოდ, ფეხბურთის დონე უკრაინაში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში", - თქვა ჯგერენაიამ.

გარდა ამისა, გიორგიმ განაცხადა, რომ დავით თარგამაძეს აქამდე არ იცნობდა, თუმცა გუნდში ისეთებიც არიან, ვისთან ერთადაც გასულა მოედანზე.

"გუნდში ჟორა შემარქვეს. დავითს აქამდე არ ვიცნობდი, ოქრიაშვილთან კი 21-წლამდელთა ნაკრებში მითამაშია".

ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა და ასევე, სამომავლო გეგმებიც გაამხილა.

პავლოვი აღნიშნავს, რომ ჯგერენაია, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან განვითარებულია.

"მის ასაკთან შედარებით, ჯგერენაიას ფიზიკური მდგომარეობა აღნიშვნის ღირსია, რა თქმა უნდა, კარგი კუთხით. მას ასევე შეუძლია მარცხენა მცველისა და ცენტრალური ბექის პოზიციაზე თამაში.

ის ორ პოზიციაზე თამაშობდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა საკუთარი გამოცდილებითა და ცივსისხლიანობით, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მის ასაკში გასაკვირია.

გიორგის კარგი შანსი აქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავოს".

მარიუპოლელთა თავკაცმა გაზაფხულის სეზონისთვის გუნდის შემადგენლობაზეც თქვა.

"სამი ნომინალური ფორვარდი გვყავს და კიდევ - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თავდამსხმელის პოზიციაზეც ითამაშებს.

რაც შეეხება თარგამაძეს, მას ცხვირი აქვს დაზიანებული, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის, შიში გაუვლის და თამაშს შეძლებს".

პავლოვმა დსთ-ის გაერთიანებულ ჩემპიონატზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს დსთ-ის გაერთიანებული ჩემპიონატის მიმართ, სპეციალისტმა უპასუხა: "უარყოფითი".

მომზადებულია fcilich.com-ის, sport-express.ua-სა და terrikon.com-ის მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა