ძიუდო. ვარშავის ტურნირი
გამოცხადდა საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 2-3 მარტს ვარშავაში „ევროპის ღია თასზე“ იჭიდავებს.

წინასწარვე გეტყვით, რომ იქ ლომერ ჟორჟოლიანიც (100) გამოვა, მის გარდა კი პაატა მერებაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ლევან წიკლაური, პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (სამივე - 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე - 90) და დავით ლორიაშვილი (100) იასპარეზებენ.

თავიდან ვარშავაში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (66) ჭიდაობაც იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან წინა კვირას ოპერაციის შემდეგ თავის პირველ ტურნირზე დიუსელდორფში ნორმალურად იასპარეზა, ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ამჯერად მისი შემოწმება საჭიროდ აღარ მიიჩნია. მწვრთნელმა არც მძიმეში წაიყვანა ვინმე.

რაც შეეხება ჟორჟოლიანის დაბრუნებას, ის ჯერ კიდევ საცდელ პროცესშია - რამდენად აუღებს ალღოს ახალ წესებს. მისი მომავალიც ამის შემდეგ განისაზღვრება, მაგრამ თუ საბოლოოდ დაუბრუნდება ტატამს, მაშინ, სავარაუდოდ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, რადგან ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი როცა მას ამ პოსტს სთავაზობდა, იმასაც ამბობდა, რომ დათანხმების შემთხვევაში ჭიდაობის მიტოვება მოუწევდა და ორივეს ვერ შეითავსებდა.

ასევე იხილეთ:

ქართველთა დიუსელდორფული ტრიუმფი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა