საინტერესო ფაზაში შევიდა ATP-ის ტურნირი დუბაიში
საინტერესო ფაზაში შევიდა ATP-ის ტურნირი დუბაიში - აქ მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ნახევარფინალში გავიდნენ პირველ ოთხ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები, თანაც, ოთხივემ ძალიან იოლად გაიარა 28 თებერვლის ბარიერი.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საათსა და 5 წუთში მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა იტალიელი ანდრეას სეპის წინააღმდეგ - 6:0, 6:3. ჯოკომ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს. გარდა ამისა, სერბმა ექვსი ეისი მოაწოდა და ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეთერთმეტედ შეხვდნენ ერთმანეთს და ნოვაკმა 11:0 გახადა ანგარიში.

ჯოკოვიჩის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და 25 წლის გერმანელი დანიელ ბრანდსის შეხვედრაში ირკვეოდა. ეს მატჩი უფრო ნაკლებ დროში (ერთი საათი და 2 წუთი) დასრულდა, მაგრამ არგენტინელს უფრო მეტი გეიმის დათმობა მოუწია მეტოქისთვის - 6:4, 6:2.

საერთო ჯამში, ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. ბრანდსმა მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, სამხრეთამერიკელი ასი პროცენტით იყენებდა ბრეიკ-პოინტებს, გერმანელს კი ასეთი შანსი მთელი მატჩის განმავლობაში არ მისცემია. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა რვა ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია.

იოლი გასეირნება გამოუვიდა როჯერ ფედერერსაც. შვეიცარიელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ერთ დროს ძლიერმა რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ. ამ უკანასკნელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია შეხვედრაში, ფედერერმა კი თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი გააკეთა და 6:2, 6:2 გაიმარჯვა.

ტრადიციული მეტოქეების შეხვედრა 54 წუთი გაგრძელდა და ახლა ფედერერისა და დავიდენკოს ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია - 19:2 შვეიცარიელის სასარგებლოდ.

კიდევ ერთი რუსი გამოეთიშა ტურნირს - დმიტრი ტურსუნოვმა თითქმის უშანსოდ წააგო ჩეხ ტომაშ ბერდიხთან (3:6, 2:6). სწორედ ეს უკანასკნელი იქნება ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე.

ნახევარფინალები 1 მარტს გაიმართება.

Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 მილიონი დოლარი

1/4-ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 4)-დანიელ ბრანდი (გერ) 6:4, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:3, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:2, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეას სეპი (იტა) 6:0, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მილანი" ჩემთან ერთად ყოველთვის მოგებულია

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა