ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როჯერ ფედერერი: ეჭვი არ მეპარება, "დიდი სლემს" კიდევ მოვიგებ

როჯერ ფედერერი: ეჭვი არ მეპარება, "დიდი სლემს" კიდევ მოვიგებ

შვეიცარიული ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ამჟამად საემიროების ქალაქ დუბაიში იმყოფება
შვეიცარიული ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ამჟამად საემიროების ქალაქ დუბაიში იმყოფება, სადაც ATP-ის მორიგ ტურნირში იღებს მონაწილეობას და ამერიკული მასტერსებისთვის ემზადება. როჯერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, მანამდე კი ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და მათთვის პრესკონფერენცია მოაწყო...

- ბევრს ეგონა, რომ თქვენს ცხოვრებაში ოჯახისა და ბავშვების გამოჩენა ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულებას გაიძულებდათ, მაგრამ თქვენ ძველებურად თამაშობთ. თავად ფედერერმა იცის, როდის წავა დასასვენებლად?

- ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვარ კონცენტრირებული და შორს არ ვიხედები. მინდა საკუთარ თავს მივცე შანსი, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. ამიტომაც ხშირია ჩემს სატურნირო გრაფიკში ცვლილებები. ცხადია, მოვა დრო, როცა მივხვდები, რომ წასასვლელი ვარ, მაგრამ ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცხოვრებაში მოვლენები სწრაფად იცვლება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

გულუბრყვილო ბიჭი არ ვარ და შესანიშნავად მესმის, რომ ვერ ვითამაშებ კიდევ 15 წელს, მაგრამ ამ მომენტში შემიძლია თქვენს წინ ვიჯდე და აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ: ჯანმრთელი ვარ და შემიძლია ვიბრძოლო "დიდი სლემის" ტიტულისთვისა და პირველი ნომრის სტატუსისთვის.

- ანუ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ "დიდი სლემის" კიდევ ერთი ტიტულის მოგება?

- ამაში ეჭვი არ მეპარება. რომელი ტურნირი იქნება ეს? რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვლებოდი უიმბლდონის ფავორიტად, მაგრამ არჩევანის გაკეთება რთულია.

- შეგიძლიათ "დიდ სლემზე" ტიტულების რაოდენობა ოცამდე აიყვანოთ?

- ჯერ მეკითხებოდით ერთ ტიტულზე, ახლა გინდათ მათი რიცხვი ოცამდე ავიყვანო (იცინის)?! ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ და მოვახერხებ თუ არა ტრავმების თავიდან აცილებას. თან ახალი თაობაც გვიტევს, მაგრამ არ მინდა, ამაზე ვიყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, თავად ვითამაშო ისე, რომ გამარჯვების შანსებმა იარსებოს. მე უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და 20 წლის ბიჭებთან კონკურენცია - გარკვეული გამოწვევაა.

- მიგაჩნიათ, რომ ჩოგბურთელის ფორმის პიკი დაახლოებით 20-22 წლის ასაკს ემთხვევა?

- მჯერა, რომ 31 წლის ასაკშიც შესანიშნავად ვთამაშობ, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, გასაგები ხდება: ჩვეულებრივ, ფორმის პიკი 23-27 წლების პერიოდზე მოდის. თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ და დღეს არიან ჩოგბურთელები, რომლებიც 30 წლის ასაკშიც კორტზე კარგად გამოიყურებიან. მაგალითად - ტომი ჰაასი.

- ამ სეზონში თქვენ გადაწყვიტეთ, ინდიან უელსის მასტერსის შემდეგ არ ითამაშოთ მაიამის სუპერტურნირზე და 6-7-კვირიანი პაუზა აიღოთ. გინდათ უკეთ მოემზადოთ გრუნტის სეზონისთვის?

- თავიდან რამდენიმეკვირიანი დასვენება მექნება, შემდეგ კი მართლაც ვაპირებ გრუნტზე ვარჯიშის დაწყებას. ადრე მქონდა გარკვეული პრობლემები საწვრთნელი კალენდრის შედგენის მხრივ. გასული წელი, ოლიმპიადის გათვალისწინებით, ძალიან რთული გამოვიდა. ამიტომაც ახლა გრაფიკის შერბილება გადავწყვიტეთ. გავიმეორებ, რომ 22 წლის აღარ ვარ და არ ვაპირებ 25-30 ტურნირის ჩატარებას. თან არ უნდა დავივიწყო ოჯახი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში.

- ასეთი მცირე რაოდენობის ტურნირზე თამაშით შესაძლებელია მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულისთვის გაბრძოლება?

- ეს რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ კარგად ვითამაშებ. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, შევძლებ თუ არა ასეთ დონეზე თამაშს. ახლა ჩემი ძირითადი ამოცანა – ყოველი ტურნირისთვის კარგად მომზადებაა. შემდეგი წლის დასაწყისში გავიგებთ, რამდენად გაამართლებს არჩეული ვარიანტი.

- შესაძლებელია თქვენი თამაშის სტილის შეცვლა ჩოგბურთელთა ახალი თაობის გამოჩენასთან ერთად?

- ადრე, როცა მატჩების მსვლელობისას რაღაც არ გამომდიოდა, პანიკაში ვვარდებოდი და ბადესთან გავდიოდი. ახლა კორტები უფრო ნელი გახდა, მეტოქეები კი უფრო დამაჯერებლად გრძნობენ თავს უკანა ხაზზე. ამიტომაც ბევრი ფიქრი გჭირდება, სანამ ბადესთან გახვალ. ყველას უწევს ჩოგბურთის ახალ სტილთან ადაპტირება. ახლა უკვე აღარ არის საკმარისი ერთი კარგი მოწოდება, ბრეიკ-პოინტის მიღება ან მოგერიება... ყველაფერი მუდმივად უნდა აკეთო - მხოლოდ ამის წყალობით მიიღებ მოგების შანსს.

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე ოთხმა სხვადასხვა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რაფაელ ნადალი არ მონაწილეობდა საჩოგბურთო გარჩევებში, მისი დაბრუნებით იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი. ვნახოთ, რა იქნება წელს. ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის თავში დარწმუნებულია, ენდი მარეიმ გასულ წელს პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. იმედია, რაფა შეძლებს სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას.

- ნადალი იხილეთ საქმეში დაბრუნების შემდეგ?

- სიმართლე გითხრათ, არა. მისი ოთხი-ხუთი გათამაშება ვნახე ერთ-ერთ მატჩში. ამის მიხედვით რაიმე დასკვნის გამოტანა რთულია. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მიხარია, რომ ის დაბრუნდა.

- ექიმები ირწმუნებიან, რომ ნადალი ფრთხილად უნდა იყოს სატურნირო დატვირთვების მხრივ.

- ეს ახალი ამბავი არ არის. სპორტსმენი ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი ტრავმის შემდეგ, ამიტომაც არ არის საჭირო ზედიზედ 10 ტურნირზე თამაში. ჩემი აზრით, ის მწყობრში იქნება, თუ ნაკლები რაოდენობის ტურნირზე ითამაშებს. საერთოდ, ყველა მოთამაშემ ყურადღება უნდა მიაქციოს თავის გრაფიკს. ზუსტად უნდა იცოდე, რას გაუძლებს შენი ორგანიზმი.

- სერენა უილიამსი ორი წლის წინ თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, ახლა კი ისევ ჩაუდგა სათავეში რეიტინგს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერია შესაძლებელი?

- დიახ, ეს ბრწყინვალე მიღწევაა. ის დაბრუნდა მწვერვალზე, თანაც სრულიად დამსახურებულად. ჩემი აზრით, ქალთა ჩოგბურთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დები უილიამსები ძველებურად მწყობრში იყვნენ.

ასაკი პრობლემა არ არის

როჯერ ფედერერი "დიდი სლემის" ტურნირებზე ყველაზე ასაკოვანი ტრიუმფატორების ათეულში შედის. 2012 წლის უიმბლდონის ფინალში, ბრიტანელი ენდი მარეის წინააღმდეგ (4:6, 7:5, 6:3, 6:4), შვეიცარიელის ასაკი 30 წელი და 335 დღე იყო. ამ სიაში პირველია კენ როზუოლი - ერთადერთი, ვისაც 35 წლის შემდეგ აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტიტული.

XXI საუკუნეში იყვნენ ისეთი ჩოგბურთელები, რომლებმაც უფრო გვიანდელ ასაკში გაიმარჯვეს, ვიდრე ფედერერმა: პიტ სამპრასმა - 31 წლის და ანდრე აგასიმ - 32 წლის ასაკში.

გამარჯვებული ასაკი ტურნირი

კენ როზუოლი (ავსტრა) 37 წელი 68 დღე ავსტრალია-1972 (8)

ანდრეს ხიმენო (ესპ) 34 წელი 306 დღე როლან გაროსი-1972 (1)

ანდრე აგასი (აშშ) 32 წელი 272 დღე ავსტრალია-2003 (8)

არტურ ეში (აშშ) 31 წელი 326 დღე უიმბლდონი-1975 (3)

ჯონ ნიუკომბი (ავსტრა) 31 წელი 210 დღე ავსტრალია-1975 (7)

როდ ლეივერი (ავსტრა) 31 წელი 29 დღე აშშ-1969 (11)

პიტ სამპრასი (აშშ) 31 წელი 27 დღე აშშ-2002 (14)

როჯერ ფედერერი (შვეიც) 30 წელი 335 დღე უიმბლდონი-2012 (17)

ჯიმი კონორსი (აშშ) 30 წელი 304 დღე აშშ-1983 (8)

ანდრეს გომესი (ეკვ) 30 წელი 103 დღე როლან გაროსი-1990 (1)
შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებათა რიცხვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: როჯერ ფედერერმა იბრძოლა, ენდი მარეიმ გაისეირნა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის

"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა

ნაოპერაციევი ლუის ენრიკე პარიზში შეცვლილი გარეგნობით დაბრუნდა - როგორი იქნება "ლანსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს

ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა

დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია

ქოჩორაშვილის 68 წუთი - "სპორტინგმა" გაიმარჯვა და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა

მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და "ვილიარეალის" მარცხი "ატლეტიკოსთან"

დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია

გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში - "იუვენტუსმა" "ინტერს" თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა

[VIDEO] ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა

[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?