თბილისში გამართულ ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზა დავაძე (90 კგ) ოქროს მედლს დაეუფლა
ახალგაზრდა სამბისტთა თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზ, მარნეულელი ფალავანი ზაზა დავაძე (90 კგ) ოქროს მედლს დაეუფლა. ზაზა გორის უნივერსიტეტის სტუდენტია და, ბუნებრივია, აქაურ მოჭიდავეთა ამქარშიც ტრიალებს. ამ დღეებში პროფესორ ალექსანდრე იაშვილის თაოსნობით გორელ სამბისტეს უნივერსიტეტში შეხვედრა გაუმართეს, მათ შორის კი ზაზა დავაძეც იყო. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მივმართეთ მას რამდენიმე კითხვით.

- მარნეულში სავარჯიშო პირობები ნორმალურია, დარბაზი გაგვირემონტეს და სპორტსმენთა რაოდენობამ იმატა. ამჟამად 200-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. ჩემი პირადი მწვრთნელი დავით ხერგიანია, ნესტორის ძმა. დიდია ამ ახალგაზრდა სპეციალისტის წვლილი ჩემს ბოლოდროინდელ წარმატებებში. ძირითადად ძიუდოში ვვარჯიშობ. სამბოში კი ორი წელიწადია, რაც ტურნირებში ვმონაწილეობ.

- მკითხველს გააცანით ძიუდოსა და სამბოში შენი წარმატებები...

- საქართველოს ჩემპიონი ვარ ორივე სახეობაში. წლეულს, გაზაფხულზე სამბოში ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ ვიქტორ ოსიპენკოსთან წავაგე, თუმცა ამ რუს ფალავანთან თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე რევანში ავიღე - ნახევარფინალში მოვუგე. ფინალში კი აზერბაიჯანელი სეიდურ ჰეიდაროვს ვძლიე.

- თუმცა ფინალში აგებდი და ოლეგ იაძემ მიზეზად გადაღლა დაასახელა.

- ჰეიდაროვი ფიზიკურად ძლიერი ფალავანი ჩანდა. თავიდან 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 9:3 მოვიგე. ბატონ ოლეგს ვეთანხმები, თუმცა ფინალში გადაღლა აზერბაიჯანელის უფრო აშკარად ეტყობოდა, რადგან ქულებში ჩამორჩენილი, უპირატესობის მოპოვებაზე მეტად გაქცევას ცდილობდა. ალბათ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადად 81 კილოში ვჭიდეაობ, ამ ჩემპიონატზე კი 90-ში მომიწია გამოსვლამ.

- წონაში კონკურენციაზე რას გვეტყვი?

- კონკურენცია დიდია, განსაკუთრებით ძიუდოში. ფავორიტად და უმთავრეს კონკურენტად ლევან წიკლაურს მივიჩნევ, სამბოში კი გიორგი ბაინდურაშვილს.

- ძიუდოისტთა ნაწილი სტილის სხვაობის გამო სამბოს თავს არიდებს...

- ბუნებრივია, განსხვავება არსებობს. სამბო უფრო ძალისმიერია. მე ამ ორ სახეობაში მონაცვლეობით გამოსვლაში პრობლემას ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სამბო ერთი შეცდომის გამოსწორების საშუალებას გაძლევს. ძიუდოში კი უფრო დიდი შანსია, კონცენტრაციის წამიერი დაკარგვა წაგებად დაგიჯდეს.

- ალბად ქართული ჭიდაობის ტურნირებშიც მონაწილეობ...

- რასაკვირველია. თუმცა წლეულს მხოლოდ სამჯერ გავედი ნახერხმოყრილ სარბიელზე ქვემო ქართლში. ვიცი, რომ შიდა ქართლშიც უძლიერესთა მონაწილეობით იმართება შეჯიბრებები, თუმცა ჯერ აქ ძალა არ მომისინჯავს. ისე, ჩემი საყვარელი ფანდი კისრულია.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა