ონმა ალექსანდრე (შურა) მაისურაძისა და გიორგი სხირტლაძის ხსოვნის ტურნირებს უმასპინძლა
ამ დღეებში ონმა სახელოვანი მწვრთნელის - ალექსანდრე (შურა) მაისურაძისა და სახელოვანი მოჭიდავის, მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნის გიორგი სხირტლაძის ხსოვნის ტურნირებს უმასპინძლა. მაისურაძის სახელობის შეჯიბრებაში 1994-95 წლებში დაბადებულები გამოდიოდნენ, სხირტლაძისაში - უფრო პატარები, 1998-99 წლებში დაბადებულნი.

სეზონის მიწურულს ასეთი ტურნირები მუდამ საშურია სატურნირო პრაქტიკის შესავსებად. თან პატარები უცხოეთში ისედაც იშვიათად დადიან შეჯიბრებებზე და მათთვის საშინაო ასპარეზობები ყველაზე კარგი გამოსავალია. ონშიც ბლომად მონაწილე მოგროვდა - 240-მდე. უმცროსებში წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები ამბროლაურელი გიორგი ელბაქიძე (26), ყვარლელი ზაალ საიდოვი (29), გორელი თემურ ვანიშვილი (32), ხაშურელი ალექსანდრე ლომიძე (35) და მისი თანაქალაქელი თორნიკე კვინიკაძე (38) გახდნენ.

უფროსებში ოქროს მედლებს საგარეჯოელი გიორგი პასიკაშვილი (42), ასევე საგარეჯოელი თემურ თუშიშვილი (46), თბილისელი გივი ელიზბარაშვილი (50), ბათუმელი შოთა ფარტენაძე (54), ქარელელი რაუფ შაკულ-ოღლი (58), ქუთაისელი ომარ გურჯიძე (63), თბილისელი შალვა ჭადაშვილი (69), კიდევ ერთი ყვარელელი - შოთა სეფიაშვილი (76), საგარეჯოელი ბექა როჭიკაშვილი (85) და გორელი გენო პეტრიაშვილი (100) დაეუფლნენ. ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გურჯიძე დაასახელეს, სხირტლაძის სახელობის პრიზი როჭიკაშვილს გადაეცა, მაისურაძისა - ფარტენაძეს.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა