საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ტანმაღალი თავდამსხმელი 27 თებერვალს გუნდის დუბლშემადგენლობის განაცხადში შეიყვანეს
ნიკა კაჭარავა ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი გახდა: 18 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი (194 სმ) 27 თებერვალს გუნდის განაცხადში შეიყვანეს და 72-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"დინამოს" ყოფილი ფეხბურთელისა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ვაჟის ტრანსფერზე რუსული კლუბის ვებგვერდზე მითითებულია, რომ მისი ბოლო კლუბი თბილისის "დინამო" იყო.

თუმცა ნიკა დიდი ხანია, რაც თბილისელთა შემადგენლობაში აღარ ვარჯიშობს - ის გაზაფხულამდე თბილისის "დინამო 2"-ში მართლაც ირიცხებოდა, მაგრამ შარშან რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა; თავიდან ჩელენჯლიგის "კიასოში" ვარჯიშობდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო "ვანდიშში" გაანათხოვრეს. ეგაა, სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს და ზაფხულში იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო.

შვეიცარიაში დაბრუნდების იმედი რომ გადაეწურა, პირველი ლიგის "გაგრაში" ჩაირიცხა.

ნიკა კაჭარავა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ხორვატიაში გამართულ ელიტრაუნდის შესარჩევ ეტაპზე სამივე მატჩი ითამაშა ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებებთან. ამ ბოლო შეხვედრაში ბაჩანა არაბულს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სხვათა შორის, ნიკა თურქეთში "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის პირველი შეკრების დასრულებამდე ოთხი დღით ადრე ჩავიდა. ამის შემდეგ ორიოდე დღე ინდივიდუალურად ემზადებოდა და ყაზანელებმა მასზე დაკვირვების გაგრძელება მეორე შეკრებაზე გადაწყვიტეს.

შედეგად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი დაიტოვა.

შევიტყვეთ, რომ ნიკამ კონტრაქტი ნახევარი წლით გააფორმა, ზაფხულში კი მხარეები ხელახლა დაილაპარაკებენ.

ქართველი 19-წლამდელები მალე ბელგიაში ელიტრაუნდის შეხვედრებს გამართავენ და ეს ამბავი ამიტომაც გვახარებს: ინგლისთან, ბელგიასა და შოტლანდიასთან შეხვედრამდე რაც მეტი კარგად მომზადებული მოთამაშე გვეყოლება, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მით მეტი რეალური შანსი გაგვიჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა