საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველის ლატვიურ გუნდში ოფიციალურად ჩარიცხვას კლუბის ფინანსური პრობლემები აფერხებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ლაშა დვალი რიგის "სკონტოში" რომ ჩაირიცხა, ეს "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ფეხბურთელით ინგლისის პრემიერლიგის "რედინგი" დაინტერესდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რიგის "სკონტოში" გაუშვეს.

დვალი იმედოვნებს, რომ ინგლისში თამაშის უფლების მისაღებად, გარკვეული პერიოდი ლატვიაში ითამაშებს, იცხოვრებს და ევროკავშირის ამ წევრი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, რაც "რედინგში" გადასვლას გაუადვილებს - ეს ნაბიჯიც ინგლისელებთან შეათანხმა.

"ლელო" მისი საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რადგან ახალგაზრდა ქართველი მცველი ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეუერთდა, მაგრამ საერთაშორისო ცნობარებს ჯერ დვალი კლუბის წევრად არ ჩაუწერიათ.

რიგის "სკონტომ" შეკრება თებერვალში თურქეთში მოაწყო და ლაშაც გუნდს გაჰყვა, მაგრამ ქართველ მცველს ჯერ ლატვიურ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. საქმე ისაა, რომ "სკონტოს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ლიცენზირებას ვერ გადის. შესაბამისად, დღემდე ლატვიის ფედერაცია კლუბს ვერც ლიცენზირების სერტიფიკატს აძლევს და ვერც ტრანსფერების განხორციელების უფლებას.

მაგრამ რიგელები ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჩემპიონატის დაწყებამდე იმედოვნებენ და წესითა და რიგით, დვალი გუნდის წევრი მალე ოფიციალურად გახდება.

საინტერესო ამბავია: ლატვიის ფეხბურთის ფედერაციას სწორედ "სკონტოს" დამფუძნებელი გუნტის ინდრიქსონი პრეზიდენტობს, მაგრამ მოწესრიგებულმა ბალტიისპირელებმა სისტემა ისე ააწყვეს და ლიცენზირების ისეთი მკაცრი წესები დაამკვიდრეს, რომ ინდრიქსონი თავისიანებს ვერ ეხმარება. ეს ისე, ზოგიერთის საყურადღებოდ.

შეგახსენებთ, რომ "სკონტოს" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გახლავთ, რომელმაც გუნდში კიდევ 2 ქართველი თავდამსხმელი მიიწვია: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, 18 წლის გიორგი გიორგაძე და 19 წლის ლევან ჭაჭიაშვილი. ეს უკანასკნელი ერთი ხანობა ტაშკენტის "ფახთაქორის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. მათ ტრანსფერებსაც ლიცენზირების პრობლემა აბრკოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის

ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა