დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან ინტერვიუ გამოქვეყნდა
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ოფიციალურ საიტზე ამ გუნდისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, სანდრო კობახიძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ იჯარით კიევის "არსენალში" გაშვებული სანდრო ხუანდე რამოსის გუნდში ამ ზამთარს დაბრუნდა და სეზონის განახლებისთვის მოსამზადებელი შეკრებაც გაიარა.
შეგახსენებთ, რომ სანდროსთან ერთად "დნიპროს" ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც იცავს.
შარშან კობახიძე "არსენალის" ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მოთამაშე იყო. ახლა კი ქართველი ჰავბეკი იჯარიდან უკან გამოიხმეს და, ბედის ირონიით, "დნიპროში" დაბრუნებულს პირველივე მატჩი სწორედაც რომ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს.
- სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური შეგრძნება მაქვს. შეიძლება ითქვას, "არსენალში" ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, მაგრამ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება და ახლა ყველაფერს ვიზამ, რათა ამჟამინდელ კლუბს დავეხმარო.
იმედი მაქვს, "არსენალის" გულშემატკივრები შევლენ ჩემს მდგომარეობაში და გამიგებენ, ახლა ხომ მე "დნიპროს" ფეხბურთელი ვარ.
- თანაც, ახლა "არსენალი" სრულიად ახალი გუნდია...
- ვერ ვიტყოდი ასე - იქ საკმაოდ დარჩნენ ბიჭები. პლუს მწვრთნელი - იური ბაკალოვი.
რა თქმა უნდა, დიდია იმის ალბათობა, რომ "არსენალი" ისეთი ვეღარ იყოს, როგორიც უწინ, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი იპოვის საკუთარ თავში ძალას, თავისი თამაში ითამაშოს.
- "არსენალისთვის" ამ არცთუ მშვიდი ზამთრის პერიოდში უკავშირდებოდით ყოფილ პარტნიორებს?
- რა თქმა უნდა, მე "არსენალიდან" ბევრი მეგობარი დამრჩა - როგორც იქ მყოფთა, ისე წასულთა შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, ვურთიერთობთ, ერთმანეთის საქმეებით ვინტერესდებით.
"არსენალში" ახლა ემზადებიან და ცდილობენ, ძალა არ დაიშურონ, რათა შექმნილი სიტუაცია არ აისახოს გუნდსა და თამაშზე.
- დაუშვებთ, რომ ორ კვირაში შესაძლებელია ოფიციალური მატჩისთვის სათანადოდ მომზადება?
- წარმოდგენაც მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, იური ბაკალოვი ჭკვიანი მწვრთნელია და იპოვის საშუალებას გუნდის შესაკრავად.
- პირველ წრეში "არსენალისა" და "დნიპროს" მატჩში თქვენ გაათანაბრეთ ანგარიში. მაშინ თქვენს გუნდს თამაში გამოუვიდა?
- შეიძლება ასეც ითქვას. მახსოვს, მაშინ მხოლოდ "მურაზე" (ევროპალიგაზე "არსენალის" მეტოქე) ვფიქრობდით. ახალი მიღებული გვქონდა ცნობა, რომ ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაგვითვალეს.
სიმართლე გითხრათ, ყველა ფიქრი "მურასთან" საპასუხო შეხვედრისკენ გვქონდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ "დნიპროსთან" გათანაბრება ბოლო წუთზე შევძელით (ეღიმება).
სანდრო კობახიძემ კიევის ”არსენალს” ”დნეპრთან” ქულა მოაპოვებინა
ახლა უკვე "დნიპროში" მყოფი ვნანობ, რომ ამ გუნდმა მაშინ ორი ქულა დაკარგა, რომელიც ახლა ძალიან წაგვადგებოდა.
მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამთ. მაშინ "არსენალის" ღირსებას ვიცავდი და "დნიპროს" კარს ვუტევდი; ახლა კი პირიქით, "დნიპროსთვის" გავირჯები.
- "დნიპროში" გატარებულ ზამთრის შეკრებას როგორ შეაფასებთ?
- ძალიან დადებითად. გული მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩის დროს მიღებულ ტრავმაზე მწყდება - ალბანეთში, ძალიან ცუდ მოედანზე კოჭი გადამიბრუნდა. ამის გამო მეორე შეკრებაზე სრულფასოვნად ვერ ვვარჯიშობდი და ევროპის ლიგის მატჩები გამოვტოვე.
ახლა უკვე სრულებით მზად ვარ და მინდა, გუნდს დავეხმარო.
- მწვრთნელი თქვენს ადგილს მარჯვენა ფლანგზე ხედავს?
- ვფიქრობ, კი. თუმცა ჩემთვის სულერთია - ორივე ფლანგზე შემიძლია თამაში.
- საწვრთნელ პროცესში საინტერესო რა იყო თქვენთვის?
- "დნიპროში, განსხვავებით სხვა გუნდებისგან, ძალიან დიდი ყურადღება შეტევაზე კეთდება. ეს ძალიან მომწონს, რადგან თავად შემტევი ფეხბურთელი ვარ. ყოველთვის მინდოდა იმ გუნდში თამაში, სადაც შეტევას უპირატესობას ანიჭებენ.
- შეკრების დასაწყისში აღნიშნეთ, რომ "დნიპრო" ტაქტიკურად უფრო გაძლიერდა. კიდევ რა ცვლილებები შენიშნეთ, რაც დაბრუნებულს გენიშნათ?
- გუნდი ძალიან შეცვლილია, უფრო სწრაფი და აგრესიული გახდა შეტევაში. აქ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი.
- იური ბაკალოვს კარგად იცნობთ და "არსენალისგან" ტაქტიკურ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ?
- რთული სათქმელია. ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ და არ უნდა ვიფიქროთ მეტოქის სიურპრიზებზე. თანაც, "არსენალში" ბევრი ახალი მოთამაშეა და რაიმეს წინასწარ განჭვრეტა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ამის მიუხედავად, დაუშვებელია ამ გუნდის სათანადოდ შეუფასებლობა. იქ კვლავაც საკმარისად არიან კვალიფიციური ფეხბურთელები, პლუს იური ბაკალოვი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მწვრთნელია, გუნდის სათანადოდ მომზადება შეუძლია.
ასევე იხილეთ:
ხუანდე რამოსს შვეიცარიაში სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავა მიჰყავს
ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს
სანდრო კობახიძე "დნიპროში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
სანდრო კობახიძე: ახლა გამიჩნდა შანსი, "დნიპროში" დავმკვიდრდე
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!