მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, მექსიკელი ხულიო სესარ ჩავესი ცხრა თვით არის დისკვალიფიცირებული მარიხუანას მოხმარების გამო
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, მექსიკელი ხულიო სესარ ჩავესი ცხრა თვით არის დისკვალიფიცირებული მარიხუანას მოხმარების გამო. ამის შესახებ ვებგვერდი Boxingscene.com იტყობინება.

2012 წლის 15 სექტემბერს, ლას ვეგასში ჩავესმა წააგო არგენტინელ სერხიო მარტინესთან და დაკარგა WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ამ ორთაბრძოლის შემდეგ, მექსიკელის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს.

28 თებერვალს, ნევადას შტატის სპორტულმა კომისიამ განიხილა ჩავესის საქმე და სპორტსმენის დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. სასჯელის ათვლის წერტილად აიღეს მარტინესთან ბრძოლის თარიღი, ამიტომაც მექსიკელის დისკვალიფიკაციის ვადა 2013 წლის 15 ივნისს ამოიწურება. ასევე, 27 წლის ჩავესმა უნდა დააბრუნოს სამმილიონიანი ჰონორარის 30 პროცენტი (900 ათასი დოლარი), რომელიც არგენტინელთან ჩხუბისთვის მიიღო.

უფრო ადრე, ჩავესი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის შვიდი თვით იყო დასჯილი. კერძოდ, 2009 წლის ნოემბერში ამერიკელ ტროი როულენდთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ხულიოს ორგანიზმში დიურეტიკის კვალი აღმოჩნდა. მაშინ მექსიკელმა 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც გადაიხადა.

ჩავესს პროფესიულ რინგზე 49 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 46 მოიგო (32 - ნოკაუტით), ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სესარ ჩავესი იმკურნალებს

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა