"ინდიანა" შესანიშნავ თამაშს აჩვენებს - გუნდმა ბოლო 12 მატჩში ათი მოიგო
ბოლო დროს, "ინდიანა" შესანიშნავ თამაშს აჩვენებს - გუნდმა ბოლო 12 მატჩში ათი მოიგო და "კლიპერსთან" საშინაო შეხვედრას ხუთმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. მაგრამ გუშინ, ტრავმირებული როი ჰიბერტის არყოფნაში "პეისერსს" პრობლემები შეექმნა სამწამიანში (მოხსნები: 32-50), მთავარმა შემტევმა ძალამ (ჯორჯი და უესტი) კი ამჯერად პასიურად ითამაშა - 32-დან 12 სროლა გამოიყენა.

სტუმრები მატჩის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. "ინდიანამ" პირველ ტაიმში 15 შეცდომა დაუშვა, "კლიპერსმა" მხოლოდ - 5, მაგრამ დიდი შესვენებისთვის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო. ეს იმიტომ, რომ დელ ნეგროს შეგირდები საშინლად ისროდნენ სამქულიანებს - პირველ ორ მეოთხედში მეტოქის ფარში მხოლოდ ერთი შორეული სროლა ჩავარდა (14 ცდიდან). დიდი შესვენების შემდეგ კი "კლიპერსი" მაშინვე წინ გაიქცა, როცა 13:3 სპურტი მოაწყო. მართალია, "ინდიანამ" ოდნავ შეამცირა სხვაობა, მაგრამ სტუმრებმა უფრო მოუმატეს და სირენამდ 5 წუთით ადრე 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

თითქოს სტუმრებს გარანტირებული ჰქონდათ გამარჯვება, მაგრამ "ინდიანამ" სამქულიანებით 13:0 გაქცევა მოაწყო. სხვათა შორის, "პეისერსს" დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული შინ ძირითად დროში და შეეძლო ახლაც არ წაეგო, რომ არა სტუმრების რიგებში კრის პოლის კარგი თამაში. გამთამაშებელმა ბოლოს ზედიზედ რვა ქულა აიღო და დაასამარა მასპინძლების შანსები გადარჩენაზე.

კალიფორნიელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და ზედიზედ მეორე სეზონში გაინაღდეს მოგება/წაგების მინიმიმ 50-პროცენტიანი შეფარდება. "ინდიანას" რიგებში თანდათან მწყობრში დგება დენი გრეინჯერი, რომელმაც ამჯერად სათადარიგოთა სკამიდან 12 ქულა დააგროვა. თუმცა, საერთო ჯამში, "ინდიანას" სათადარიგოები ვერ ბრწყინავდნენ - თამაშიდან 7/20 და სულ რაღაც 16 ქულა. სხვათა შორის, "კლიპერსმა" ინდიანაპოლისში 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

როგორც ჩანს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საბოლოოდ გაირკვა ის რვა გუნდი, რომელიც პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას. "ფილადელფიამ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. "სიქსერზის" კალათბურთელებმა ხელი ვერ შეუშალეს ჟოაკიმ ნოას, რომელმაც კარიერაში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა, თან გაიმეორა არტის გილმორის საკლუბო რეკორდი ერთ მატჩში მოპოვებული დაფარებების რაოდენობით - 11.

Video

ჟოაკიმ ნოას შთამბეჭდავი დაფარებები NBA-ში

"ფილადელფია" პირველ ტაიმში ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქის ორი მინი-სპურტი გამოეპარა (8:3, 9:4) და 16 ქულით ჩამორჩა. "სიქსერზმა" ძალების უდიდესი დაძაბვის ფასად მოახერხა სხვაობის 6 ქულამდე შემცირება, მაგრამ "ხარების" ბოლომდე შეჩერება ვერ შეძლო - "ჩიკაგოს" ძალიან უნდოდა ზედიზედ სამმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, როცა სტუმრების ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა, რობინსონმა და ნოამ ერთად მოაწყვეს 8:0 სპურტი და დღის წესრიგიდან მოხსნეს გამარჯვებულის საკითხი.

"ტორონტო" და "ფილადელფია" 6 მოგებით ჩამორჩებიან მერვე ადგილზე მყოფ "მილუოკის", რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კი 24-26 მატჩია დარჩენილი. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ რეალურად, ამ გუნდებს არ შეუძლიათ მოგებათა გრძელი სერიების მოწყობა.

აბსოლუტურად არანაირი ბრძოლა არ ყოფილა "ლეიკერსისა" და "მინესოტას" შეხვედრაში. კალიფორნიელებმა ზედიზედ 21-ედ (!) დაამარცხეს "მგლები". "მინესოტამ" პირველივე მეოთხედში დაკარგა ნიკოლა პეკოვიჩი და ამით დაზარალდა სამწამიანში დაცვა და შეტევა. ამავდროულად, მასპინძლები თავს ძალიან დამაჯერებლად გრძნობდნენ. კობი ბრაიანტმა პირველ ტაიმში ჯერ ჩატენვებში გავარჯიშება გადაწყვიტა, შემდეგ კი ჯოდი მიქსთან ერთად სამქულიანები ჩაყარა. "ლეიკერსს" ჯამში 16 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა და თან ფარქვეშ ბრძოლაში გაანადგურა მეტოქე (49:35).

"მინესოტა" ერთხელაც არ გასული მატჩში წინ, ყველაზე ახლოს მეტოქესთან კი მეორე ტაიმში დასაწყისში იყო, როცა 7 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ "ლეიკერსის" 18:8 გაქცევის შემდეგ, წინააღმდეგობა შეწყვიტა.

ინდიანა-კლიპერსი 91:99

25:26, 22:23, 22:27, 22:23

ი: უესტი (22+6 მოხსნა), ჯორჯი (20+5 პასი), სტივენსონი (16+7 მოხსნა), ჰილი (12), გრეინჯერი (12).

კ: პოლი (29+6 მოხსნა+8 პასი), კროუფორდი (23), გრიფინი (18+14 მოხსნა).

ჩიკაგო-ფილადელფია 93:82

23:22, 22:17, 23:23, 25:20

ჩ: ნოა (23+21 მოხსნა+3 ჩაჭრა+11 დაფარება), ბუზერი (21+12 მოხსნა), ჰაინრიხი (15+6 პასი), დენგი (12+8 მოხსნა).

ფ: ჰოლიდეი (22), ჰოიესი (20+15 მოხსნა), ტერნერი (12+8 მოხსნა).

ლეიკერსი-მინესოტა 116:94

28:22, 29:25, 34:28, 25:19

ლ: ბრაიანტი (33+5 მოხსნა+5 პასი), ჯეიმისონი (17+8 მოხსნა), მიქსი (16), ბლეიკი (13+7 მოხსნა+6 პასი), ჰოვარდი (11+13 მოხსნა+4 დაფარება), ნეში (10+7 პასი).

მ: ბარეა (20+5 პასი), რიდნური (19+3 დაფარება), უილიამსი (15+8 მოხსნა), რუბიო (13+8 მოხსნა+13 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დუეინ უეიდი კარიერას ჩინეთში დაამთავრებს?

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა