ანელკას ტურინში დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ
ნიკოლა ანელკა "იუვენტუსში" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგდა და მას ტურინში დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ. თუმცა, ჯერჯერობით 33 წლის ფრანგი ფორვარდი ჩრდილშია და პრაქტიკულად არ უწევს თამაში. ანელკას "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და სხვადასხვა თემებზე მისი პოზიცია გაგვაცნო...

იტალია/იუვენტუსი

"იუვენტუსი" ჩემი პირველი იტალიური კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც კარიერის მიწურულს სერია A-ში თამაშის საშუალება მომეცა. აქ ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ და ეს ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ აქ სრულიად სხვა ატმოსფერო დამხვდა - ყველაფერში ჩანს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ნაწილი ხარ. კარიერის დასაწყისში რომ ვიყო, სიამოვნებით დავუკავშირებდი მომავალს "ვეკია სენიორას", აქ ფეხბურთელისთვის იდეალური გარემოა. ზოგადად, იტალიაში ცხოვრება ძალიან მომწონს

კონკურენცია

ტურინში დიდი იმედებით ჩამოვედი და ყველაზე მეტად მე განვიცდი, რომ თამაში პრაქტიკულად არ მიწევს. თუმცა, თავს არ ვზოგავ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ასეთ მძაფრ კონკურენციაში აქამდე არც ვყოფილვარ და მწვრთნელის მესმის კიდეც. მის განკარგულებაში ექვსი უმაღლესი დონის თავდამსხმელია, რომელთაგან ორი უნდა შეარჩიოს. მთავარი მატჩები წინ გვაქვს და მჯერა, რომ ჩემ სიტყვას კიდევ ვიტყვი.

კონტე

ანტონიო კონტე უნიკალური ადამიანია, რომელსაც ყურადღებით ვაკვირდები და ბევრ რამეს ვსწავლობ. იდეალურად არის განსწავლული როგორც ტაქტიკურ, ისე ტექნიკურ საკითხებში და საქმესაც შესანიშნავად ართმევს თავს. ამასთან, კარგი ფსიქოლოგია და ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს. მწვრთნელობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კონტე ამ თემაზეც დამაფიქრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკოლა ანელკა: ბედნიერი ვარ, რომ უკვე ტურინში ვარ

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა