ნადალმა აკაპულკოს ნახევარფინალში გააღწია
დუბაის ტურნირზე იქაური პუბლიკისთვის ნანატრი ფინალი არ შედგება. ნახევარფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი და მოიპოვა გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება, როჯერ ფედერერი კი ფინალში არ გაუშვა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა.

პირველები კორტზე ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო გავიდნენ. სერბმა პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო - 6:3. გაცილებით რთულად ჰქონდა საქმე მსოფლიოს პირველ ნომერს მეორე პარტიაში, რომელშიც თავიდან 0:3 ჩამორჩა, მაგრამ მოახერხა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება და საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც უკეთ ნოვაკი გამოიყურებოდა - 7:4. სერბმა მეათე შეხვედრიდან მერვედ მოუგო ხუან მარტინს. ჯოკოვიჩი გავიდა ფინალში და ახლა, შანსი აქვს დუბაიში ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე ტიტული მოიგოს.

იმაში, რომ არ შედგება ჯოკოვიჩისა და ფედერერის ფინალი, დამნაშავე ტომაშ ბერდიხია, რომელმაც ურთულეს ბრძოლაში მოუგო მსოფლიოს მეორე ჩოგანს. შეხვედრამ ძალიან დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა. პირველი სეტი როჯერ დარჩა - 6:3, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა ბერდიხის ხელში გადავიდა. მან მეორე პარტიაში 5:2 დაწინაურება მოახერხა და თითქოს იოლად უნდა მოეგო სეტი, მაგრამ ფედერერმა ზედიზედ სამი გეიმის აღება და ტაი-ბრეიკამდე მიღწევა შეძლო, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა, მე-13 გეიმში მატჩბოლი გაანიავა და 8:10 დამარცხდა.

მესამე სეტის ბედი კი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ბერდიხმა პარტიის დასაწყისში გააკეთა. როჯერმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო და 2 საათსა და 22 წუთში დამარცხდა - 6:3, 6:7(8), 4:6.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მე-17 შეხვედრა და ფედერერი წინ არის - 11:6.

ამასობაში, რაფაელ ნადალმა აკაპულკოში მიმდინარე გრუნტის ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. მეოთხედფინალში 26 წლის ესპანელის მეტოქე მსოფლიოს 77-ე ნომერი, 25 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერი იყო.

პირველი პარტიის იოლად მოგების (6:1) შემდეგ, ნადალს მეორეში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა 5:5-ზე მაინც მოახერხა ბრეიკის გაკეთება და საათსა და 41 წუთში 6:1, 7:5 მოიგო. მატჩის შემდეგ ესპანელმა აღიარა, რომ მეორე სეტის დროს დაღლა დაეტყო. საერთო ჯამში, რაფამ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავის გეიმებზე კი საიმედოდ ითამაშა - მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი მისცა არგენტინელს და ორივე მოიგერია.

ნახევარფინალში ნადალის მეტოქე თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როჯერ ფედერერი: ეჭვი არ მეპარება, "დიდი სლემს" კიდევ მოვიგებ

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა