"ჰოფენჰაიმის" ყოფნა-არყოფნა მიუნხენის "ბაიერნის" ხელთაა
"ჰანოვერმა" სერიოზული მიზანი დაისახა: "წითლებს" "დორტმუნდის" "გაბრაზება" უნდათ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მირკო სლომკას გუნდმა წინა ტურში "დორტმუნდის" გამამწარებელ "ჰამბურგს" შავი დღე აყარა, "ჰანოვერის" მიზანი არარეალურად აღარ მოგვეჩვენება.

სენსაციური მიზანი აქვს "აუგსბურგსაც" - გუნდს, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება, ბრემენიდან სამი ქულის წაღება უნდა.

შაბათის ტოპ-მატჩი "ლევერკუზენისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებაა, რომელშიც "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს.

მიუნხენის "ბაიერნი" კვირას "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ "სოფლელებს" უფრო ღრმა კრიზისში ჩაძირვის საფრთხე ემუქრებათ.

სლომკა დორტმუნდს ემუქრება

გერმანიის ჩემპიონებმა ტიტულის შენარჩუნებაზე ხელი ჩაიქნიეს - იურგენ კლოპის გუნდის მიზანი ახლა მეორე ადგილის შენარჩუნებაა.

2 მარტს "ბორუსია" ამბიციურ "ჰანოვერს" მასპინძლობს და ნამდვილად არ ელის იოლი თამაში. დორტმუნდელები შუა კვირაში გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" 0:1 დამარცხდნენ და თუ ჩემპიონთა ლიგაში არ გაიბრწყინეს, წელს უტიტულოდ რჩებიან.

ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში კი კლოპის გუნდს სამშაბათს "შახტართან" უმძიმესი საპასუხო მატჩი ელის (დონეცკში 2:2 დაფიქსირდა). ამით იმის თქმა გვინდა, რომ "ჰანოვერი" ნამდვილად არ არის უშანსოდ.

"ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის გაბრაზება ჩვენც გვინდა," - აცხადებს "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა.

მისი გუნდი ევროპალიგიდან გავარდა (1:3 და 1:1 მახაჩკალის "ანჟისთან") და მიზნად ისევ ევროპალიგაში მოხვედრას ისახავს. "ანჟისთან" წარუმატებლობის შემდეგ "წითლებმა" ბუნდესლიგის წინა ტურში "ჰამბურგი" 5:1 გაანადგურეს და ხასიათი გამოისწორეს. სლომკას გუნდი ბრძოლისუნარიანობით, გუნდური თამაშითა და შედეგიანობით გამოირჩევა - მირკო წინა ხაზზე მოა აბდელაუს, დიდიე ია კონანისა და მამე დიუფის სახით სამი უაღრესად შედეგიანი ფორვარდი ჰყავს.

მოკლედ, "ჰანოვერს" "დორტმუნდის" გაბრაზება შეუძლია და შეძლებს თუ არა, ამას შაბათს გავიგებთ.

აქვე გეტყვით, რომ სლომკას ტრავმირებული ჟაბოლჩ ჰუშტის სახით ლიდერი აკლია, დორტმუნდელებს კი რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდებათ - გერმანიის საფეხბურთო კავშირმა პოლონელს 1 მარტს დისკვალიფიკაცია შეუმცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტი შაბათს "ჰანოვერთან" ითამაშებს.

საინტერესო მატჩი ვოლფსბურგში

"ვოლფსბურგი"-"შალკე" ძალიან საინტერესო წყვილია. მართალია, "მგლები" მე-15 ადგილზე არიან, მაგრამ გასავარდნ ზონამდე 9 ქულა აშორებთ, რაც ამ ეტაპზე სიმშვიდის გარანტიაა.

ამასთან, "ვოლფსბურგს" ბოლო დროს უკეთესობა დაეტყო, რაც ბუნდესლიგასთან ერთად გერმანიის თასზეც აისახა, სადაც "ვოლფებმა" "ოფენბახის" ბარიერი დაძლიეს (2:1) და ნახევარფინალში გავიდნენ.

დიტერ ჰეკინგმა გუნდს თავისი ხელი ტაქტიკურად უკვე დაატყო - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "ვოლფსბურგის" დაცვა დასტაბილურდა. თუმცა ჰეკინგს "შალკესთან" მატჩში სწორედ დაცვაში მოუწევს იძულებითი როტაცია, რადგან მადლუნგი დისკვალიფიცირებულია და ამ უკანასკნელს ალბათ სიმონ კიაერი შეცვლის.

შედარებით გამოსწორდა "შალკეც", თუმცა გელზენკირხენულ კლუბს გაცილებით მეტი შეუძლია.

აუგსბურგის იმედი მიოლდერსია

"ბაიერნთან" განადგურების (1:6) შემდეგ "ვერდერს" 47 გოლი აქვს გაშვებული, რაც ბუნდესლიგაში ბოლოდან მეორე შედეგია - ბრემენულ კლუბზე მეტი გოლი ამ სეზონში მხოლოდ "ჰოფენჰაიმმა" (48) მიიღო. ამრიგად, ცხადია, რომ "ვერდერის" უმთავრესი პრობლემა დაცვის ხაზის უსუსურობაა და დღეს "მუსიკოსებს" წამყვანი მცველი პრიოდლიც (დისკვალიფიკაცია) დააკლდებათ.

მიუხედავად ამისა, თავდამსხმელი ნილს პეტერსენი "აუგსბურგთან" მაინც სამი ქულის აღებას ითხოვს. არადა, "აუგსბურგი" ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. მართალია, მე-16 ადგილზეა, მაგრამ ბოლო დროს მედგრად იბრძვის, ქულებსაც აგროვებს, წინა ტურში კი უშუალო კონკურენტი "ჰოფენჰაიმი" 2:1 დაამარცხა.

აუგსბურგელთა თავკაცი მარკუს ვაინცირლი თავდაჯერებულია და ამბობს, ჩვენი მიზანი მე-16 ადგილის დაკავება არაა, გვინდა, რომ ელიტაში ადგილი 34 ტურის შემდეგ შევინარჩუნოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნრიანი დუელი არ მოგვიხდესო.

აუგსბურგელთა ბოლოდროინდელი წარმატებების შემოქმედი თავდამსხმელი საშა მიოლდერსია, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ყოველ 114 წუთში ერთი გოლი გააქვს. ამ მაჩვენებლით მიოლდერსი ისეთ ვარსკვლავებს სჯობნის, როგორებიც არიან დორტმუნდელი რობერტ ლევანდოვსკი (123) და ბაიერნელი თომას მიულერი (147).

ფრაიბურგი ეიფორიაშია, ნიურნბერგს ქულები სჭირდება

"ნიურნბერგს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე სერიოზულად არ ემუქრება, მაგრამ ფრანკებმა იციან, რომ გადარჩენისთვის კიდევ მინიმუმ 13 ქულა უნდა მიპოვონ, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, ელიტაში დარჩენის გარანტიას 40-ქულიანი ბარიერის გადალახვა იძლევა.

"ნიურნბერგმა" ბოლო 7 თამაშიდან 5 ფრედ დაასრულა და მწვრთნელი მიხაელ ვიზინგერი ამბობს, "ფრაიბურგთან" სამი ქულა გვჭირდებაო. ამ მატჩში ეს სპეციალისტი ფრანკებს მარჯვენა მცველი ჩანდლერი დააკლდებათ. სამაგიეროდ, ბრუნდება ცენტრალური მცველი კლოზე.

რაც შეეხება "ფრაიბურგს": ბრაისგაუელებმა შუა კვირაში "მაინცთან" 120-წუთიანი სათასო ომი გადაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაღლილებიც არიან და ეიფორიაშიც - "ფრაი" გერმანიის თასის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს ფიურტს?

წინა კვირას "ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა შეგირდები "დაცოფა" და ამის მიზეზიც ჰქონდა: "ჰამბურგი" ხომ "ჰანოვერთან" განადგურდა.

მწვრთნელმა ფეხბურთელები მაგრად გაკიცხა და თქვა, მომდევნო ტურში, "ფიურტთან" მატჩში გამოჩნდება, ეს კრიზისია, თუ შემთხვევით დაგვიცდა ფეხიო. ჩვენ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ შემთხვევით 1:5-ს არ აგებენ, სხვა დანარჩენში კი მართლაც 2 მარტს გასამართი მატჩი გაგვარკვევს.

"ფიურტმა" წინა ტურში "ლევერკუზენთან" ფრეს (0:0) მიაღწია და გადარჩენის იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა. ამასთან, დროებითმა მწვრთნელმა ლუდვიგ პრაისმა გუნდის გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო: 34 წლის ჯერალდ ასამოა განაცხადიდან ამოაგდო და ძირითად გუნდში ახალგაზრდები, 19 წლის გაისი და 18 წლის პლედლი მიიწვია.

შაბათის ტოპ-მატჩი

ზემოთაც ვთქვით, რომ შაბათის ტოპ-მატჩი "ლევერკუზენისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებაა. "ფარმაცევტები" ცუდ ხასიათზე არიან, რადგან ევროპალიგიდან გავარდნის (0:1 და 1:2 ლისაბონის "ბენფიკასთან") შემდეგ "ფიურტსაც" ვერ მოუგეს (0:0).

შტუტგარტში კი საბრძოლო განწყობაა. ბრუნო ლაბადიას გუნდმა გერმანიის თასის ნახევარფინალში გააღწია (2:0 "ბოხუმთან") და ევროპალიგაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

შვაბებს ტრავმის გამო შეიძლება ნიდერმაიერი დააკლდეთ.

ჰოფენჰაიმს ქულები სჭირდება - რას იზამს ბაიერნი?

"ჰოფენჰაიმსა" და "ბაიერნს" შორის ისედაც უდიდესი განსხვავებაა, ამ სეზონში კი კიდევ უფრო გაიზარდა. იმ დროს, როცა მიუნხენელები "ქვას ქვაზე არ ტოვებენ" და 2013 წელს ყველა თამაში მოგებული აქვთ, "ჰოფე" კრიზისშია და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

"აუგსბურგთან" წაგების (1:2) შემდეგ მენეჯერმა ანდრეას მიულერმა თქვა, ამ ყველაფერს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების სუნი ასდისო და "სოფლელების" თამაშს კატასტროფა უწოდა.

ამრიგად, "ბაიერნთან" მატჩში "ჰოფეს" ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ არავინ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას რეკორდმაისტერთან, რომელიც ყველას სასტიკად უსწორდება.

საინტერესოა, გაამწესებს თუ არა იუპ ჰაინკესი არიენ რობენს ძირითად შემადგენლობაში - "ბაიერნმა" "დორტმუნდს" ხომ სწორედ ჰოლანდიელის გოლით მოუგო.

ტურის უკანასკნელი მატჩი "ფორტუნასა" და "მაინცის" დუელია, რომელიც დიუსელდორფში შედგება. მაინცელები გერმანიის თასიდან გავარდნენ და თუ ევროპალიგის საგზურის მოპოვება უნდათ, ბუნდესლიგაში უნდა მოუმატონ, დიუსელდორფელები კი, მართალია, ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ სანერვიულო ჯერ არაფერი აქვთ.

ბუნდესლიგა. XXIV ტური

1 მარტი

აინტრახტი-გლადბახი 0:1

2 მარტი

დორტმუნდი-ჰანოვერი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოვომოიელა - რადლინგერი, ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუშტი, შტინდლი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 43 თამაში: +19=14-10, (94:64)

ვოლფსბურგი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: მადლუნგი (ვოლფსბურგი)

ტრავმა: პოილარი - უნერშტალი, ფუხსი, კ. პაპადოპულოსი, უჩიდა, აფელაი, მორიტცი, მარიკა

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +9=13-9, (37:42)

ვერდერი-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: პრიოდლი (ვერდერი)

ტრავმა: ბარგფრედე, ფრიტცი, ფიულკრუგი - მანინგერი, ფილპი, ვერჰეგი, მორავეკი, პეტრჟელა

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=2-1, (3:5)

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჩანდლერი (ნიურნბერგი)

ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი - ცუკი, ფრაისი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +3=4-8, (17:22)

ჰამბურგი-ფიურტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლამი, მანსიენი, ილიჩევიჩი - ნდოიე, ჰეფელე, პრიბი, შტიბერი, ფალი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1=0-0, (1:0)

ლევერკუზენი-შტუტგარტი 21:30

ტრავმა: ბელარაბი - ნიდერმაიერი, აუდელი, ბა, კაკაუ, თორუნი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 67 თამაში: +27=18-22, (110:91)

3 მარტი

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: ბეკი, პოლანსკი (ორივე ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: კრისი, დელპიერი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი - ბადშტუბერი, რაფინია

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +0=3-6, (6:22)

ფორტუნა-მაინცი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რაიზინგერი, ვორონინი - ბუნგერტი, ჟუნიორ დიასი, კირხჰოფი, რუკავიცა, სოტო

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=0-1, (:)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 15 – კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 – ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 12 – ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 – თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დაპირისპირება: იუპმა იურგენს თითი დაუქნია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია