ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 1 მარტს პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო პაექრობები გაიმართა
ვერის ბაღში, გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში, 1 მარტს პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო პაექრობები გაიმართა. რინგზე 10 ორთაბრძოლა გაიმართა.

ყველაზე სწრაფად 69 კილოში ვარიანელი გიგა ნადირაძისა (7 მოგება, 3 წაგება, 1 ფრე) და ახალციხელი დებიუტანტის - სოსო აკოფიანის შეხვედრა დამთავრდა. გამოცდილმა ნადირაძემ პირველსავე რაუნდში ნოკაუტით მოუგო ახალბედას.

სამი პაექრობა მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა: ანზორ გამგებელმა (ვარიანი, 64 კგ), გიორგი კოლოტაშვილს (გორი) სძლია, ალიკა ვახტანგაშვილმა (ვარიანი, 64) დებიუტანტ რეზო კაპანაძეს (ახალციხე) აჯობა, რობიზონ ომსარაშვილმა (გურჯაანი, 69) ლევან ბენდელიანი (თბილისი) დაამარცხა.

გაუწყებთ დანარჩენი ორთაბრძოლების შედეგებს: ირაკლი ჯეირანაშვილი (გორი, 62) - მიშიკო ავაკიანი (ბორჯომი) 39:39, მამუკა გუკასიანი (ბორჯომი, 64) - მალხაზ თათრიშვილი (გორი) 58:60, რენატ სამედოვი (თბილისი, 69) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 60:60, დავით ტლაშაძე (გორი, 69) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) 60:57, პაატა ადუაშვილი (ვარიანი, 81) - რუსლან ბადიშოვი (თბილისი) 60:58), მალხაზ სამსონაშვილი (ბორჯომი, დებიუტანტი, 81) - მალხაზ გაბრიელიანი (ახალციხე) 40:37.

- საინტერესო ორთაბრძოლები ვიხილეთ რინგზე, - გვითხრა საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა. - განსაკუთრებით სასიამოვნო ის არის, რომ ახალგაზრდები მოგვიმრავლდნენ.

დღესაც პროფესიულ რინგზე სამმა მოკრივემ მიიღო ნათლობა. ბოლო დროს გამოცოცხლება იგრძნობა გურჯაანში, თელავში, ქუთაისში, ახალციხეში, ფოთში.

აღარაფერს ვამბობ ტრადიციულ კერებზე, როგორებიცაა თბილისი, გორი, ვარიანი და ბორჯომი.

ფაქტობრივად, ეს სეზონის გახსნა იყო. ყოველთვიურად ჩავატარებთ სარეიტინგო პაექრობებს.

რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვაც გვაქვს გამიზნული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეთანხმებით. მაგალითად, ზაფხულში გორი უმასპინძლებს დიდ ტურნირს, სადაც სამი ქამარი გათამაშდება. შარშანწინ ბორის მდინარაძემ (72 კგ) UBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ახალგაზრდული ქამარი მოიგო - ტანზანიელ სელემან საიდს სძლია.

წლეულს ზაფხულს ამ ქამრის დაცვა მოუწევს. მეტოქის ვინაობა, სავარაუდოდ, მაისში გაირკვევა.

იმავე ტურნირზე გამოვლენ ძმები ჯომარდაშვილები.

ლევანმა (90 კგ) შარშან ივნისში პალმა დე მალიორკაზე მასპინძელ ლუის როდრიგესს აჯობა და TWBA-ს (მსოფლიო კრივის ასოციაცია) ქამარი დაიმსახურა. ზაფხულში სწორედ ამ ტიტულს დაიცავს.

მანამდე კი ორ ორთაბრძოლას გამართავს: 9 მარტს ფინეთში 6-რაუნდიან სარეიტინდო ბრძოლაში ჯეჰო ჰაპოჯას (ფინეთი) შეხვდება, 30 მარტს კი ვლადიკავკაზში 27 წლის რუს დიმიტრი კუდრიაშოვთან WBჩ-ს (მსოფლიო კრივის საბჭო) ქამრისთვის იბრძოლებს.

შალვა ჯომარდაშვილი (76) EBU-ს (ევროპის კრივის კავშირი) რეიტინგში მეწინავეთა შორისაა. ამ ორგანიზაციის ქამრისთვის 12-რაუნდიანი პაექრობა მან 2010 წელს შვეიცარიუელ ივეს შტუდერთან ფრედ დაამთავრა. არ არის გამორიცხული, რომ გორში სწორედ EBU-ს ქამრისთვის დაუპირისპირდეს რომელიმე ევროპელ მეტოქეს.

აქვე დავძენთ, რომ რამდენიმე დღის წინათ გოგიტა გორგილაძემ (90 კგ) სამხრეთ აფრიკაში სადებიუტო შეხვედრა გამართა საერთაშორისო რინგზე Iბფ-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ახალგაზრდული ქამრისთვის მასპინძელ ილუნგა მაკაბუსთან. სამხრეთაფრიკელმა ჩვენებურს გამოცდილებით აჯობა.

16 მარტს ქუთაისელი ბექა სუთიძე კიევში ვიქტორ პლოტნიკოვთან სარეიტინგო შეხვედრას გამართავს. მსგავსი ორთაბრძოლა ექნება 23 მარტს გორელ გიორგი თევდორაშვილს რიგაში ბრიედისთან, ხოლო ბექა სუთიძე ინგლისში ვეინ ალ-არაბს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა