რუსებს მტკიცედ გადაუწყვეტიათ, ღირსეულად იასპარეზონ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში 2014 წელს
რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა დაამტკიცა ქვეყნის სპორტსმენების 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ოპერატიული გეგმა.

ალექსანდრ კრავცოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელად სოჭის ოლიმპიადაზე. კრავცოვი ამ ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადების ცენტრის დირექტორია.

ლონდონში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

მურთაზალიევი მედალს ჩააბარებს?

"თუ ჭიდაობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოიღებენ, მე მზად ვარ პროტესტის ნიშნად უკან დავაბრუნო ჩემი ოლიმპიური მედალი" - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დაღესტნელმა საგიდა მურთაზალიევმა.

ამ განცხადებამ შეაშფოთა რუსეთის სპორტის მესვეურები. ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე მოჭიდავეებს მოუწოდა არ მიბაძონ მურთაზალიევს.

"ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავარწმუნოთ სოკ-ის წევრები ჭიდაობის ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნების აუცილებლობაში", - თქვა ჟუკოვმა.

უშურველი მასპინძლები

რუსებს მტკიცედ გადაუწყვეტიათ, ღირსეულად იასპარეზონ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში 2014 წელს. ახლა მათ გაიხსენეს ყველაფერი, რასაც თავის დროზე წარმატება მოჰქონდა საბჭოთა სპორტსმენებისთვის და ზედ ნოვაციებიც მიაყოლეს.

პირველ ყოვლისა, ესაა სამეცნიერო კომპლექსური ჯგუფების შექმნა და ჩართვა ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში, ესაა - მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები, წვრთნები ტრასების თავისებურების, სიმაღლის და თქვენ წარმოიდგინეთ, სოჭის თოვლის თავისებურებების გათვალისწინებითაც კი.

ამასთან შეიძენენ უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ინვენტარს, უშურველად მოიწვევენ და გამოიყენებენ უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გამოცდილებას.

მოკლედ, მუშავდება მეცნიერული პროგრამები ყველა წვრილმანის, საბოლოო ჯამში "საკუთარი მოედნის" უფრო ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, არანაირ ცდებს არ ჩაატარებენ ძირითად ნაკრებ გუნდებში.

ამისთვის შეიქმნება ექსპერიმენტული ჯგუფები, სიახლეები კი იქ გავლილი აპრობაციის შედეგების მკაცრი ანალიზის გათვალისწინებით დაინერგება მთავარ გუნდებში ცალკეული ოლიმპიური პროგრამის მიხედვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა