ნადალმა დამაჯერებლად გაიარა მთელი დისტანცია
აკაპულკოს ტურნირს იგივე სტატუსი ჰქონდა, როგორიც დუბაის ჩემპიონატს, მაგრამ იქ საფარი გრუნტისა იყო და სატურნირო ბადე, ძირითადად, ესპანელი და არგენტინელი ჩოგბურთელებით დაკომპლექტდა. იქ ჩავიდა რაფაელ ნადალიც. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანისთვის ეს იყო მესამე ტურნირი წელს: ვინა-დელ-მარში რაფამ სენსაციურად წააგო ორასიო სებალიოსთან, სან პაულუს გადამწყვეტ მატჩში კი დამაჯერებლად მოუგო დავიდ ნალბანდიანს.

ნადალმა დამაჯერებლად გაიარა მთელი დისტანცია. ყველაზე რთული მატჩი მას ნახევარფინალში ჰქონდა, სადაც ნიკოლას ალმაგრო უპირისპირდებოდა. პირველ პარტიაში ნიკოლასს მიღებაზე სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა, შემდეგ საკუთარი მოწოდება და სეტი დათმო. მეორე პარტიაში კი ნადალს ერთი ბრეიკი ეყო მოგებისთვის - 7:5, 6:4. ამასთან, რაფა კვლავაც შორს არის თავისი საუკეთესო ჩოგბურთისგან და მატჩის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა, თუმცა ნიკოლასმა ყველა შანსი გაფლანგა.

ფინალში ნადალის მეტოქე იყო დავიდ ფერერი. პირველ ნომრად განთესილიც იოლად მივიდა ფინალამდე (ნახევარფინალში იტალიელმა ფაბიო ფონინიმ მეორე სეტი მოუგო ესპანელს, მაგრამ ფერერმა პირწმინდად გაანადგურა მეტოქე პირველ და მესამე პარტიებში). საინტერესოა, რომ დავიდი აკაპულკოს კორტებზე 2005 წლის შემდეგ წაუგებელი იყო და ბოლო სამი ტიტული სწორედ მას ჰქონდა აღებული.

საინტერესო ფინალი არ გამოვიდა. ფერერმა ძალიან ცუდად ითამაშა, ბევრ შეცდომას უშვებდა, მათ შორის, მარტივ სიტუაციებში და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ნადალს, რომელმაც, პირიქით, ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა.

შესანიშნავად მოქმედებდა რაფას ფორჰენდიც და ბექჰენდიც, შეცდომების რაოდენობაც მინიმალური იყო. პირველ სეტში დავიდს არც ერთი გეიმბოლი არ ჰქონია და პირველი გეიმი მაშინ აიღო, როცა 0:6, 0:2 ჩამორჩა. მაგრამ ეს დროებით წარმატება იყო. ნადალი ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე და საბოლოოდ, ზედიზედ მეორე ტიტული მოიპოვა. ახლა, ყველას აინტერესებს - წავა თუ არა ნადალი სათამაშოდ ინდიან უელსსა და მაიამიში, თუ ევროპული გრუნტის სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

Abierto Mexicano Telcel

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 1) 6:0, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი და მაიამი ნადალის გარეშე

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის