დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვერცხლის მედლის მოპოვებიდან ერთი კვირის თავზე ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური კიდევ ერთ ფინალში გავიდა
დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვერცხლის მედლის მოპოვებიდან ერთი კვირის თავზე ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური (81) კიდევ ერთ ფინალში გავიდა, რომელიც ამჯერად მოიგო - ის ვარშავაში "ევროპის ღია თასის" გამარჯვებული გახდა.

წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიჰყვა და იპონებით გავიდა ფინალში - სერბი ალექსეი ნეფედოვი ორ წუთზე ცოტა მეტ დროში დააიპონა, ესტონელმა ევგენი სალეევმა იუკო კი აართვა, მაგრამ 3 წუთზე მეტი ვერ გაუძლო, თითქმის ოთხ წუთამდე გაუძალიანდა ფრანგი კვენტინ ჟუბერტი, ნახევარფინალში კი რუს მაქსიმ ბუგასთან მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა მშვენივრად შეეკრა და მეტად ლაზათიანი ბრუნით წმინდად დაახეთქა ტატამზე. ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იყო, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - წიკლაურმა ვაზარ-იუკოთი მოიგო.

სამწუხაროდ, კვირას ეს ჩვენი ერთადერთი მედალი აღმოჩნდა, რადგან დანარჩენები სანუგეშო წრემდეც კი ვერ მივიდნენ. ხვიჩა ხუციშვილი (81), ლაშა ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პაატა ღვინიაშვილმა (81) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) კი მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (90) – ორი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ჩვენებმა 3 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 1 - ვერცხლი. შაბათს 73 კილოგრამში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ნუგზარ ტატალაშვილმა ზებედა რეხვიაშვილს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუგზარ ტატაშვილი - ვარშავის ტურნირის ქართული ფინალი გამარჯვებული

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა