2 ოქრო, 1 ვერცხლი და გუნდური პირველი ადგილი - ასეთია ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ვარშავის "ევროპის ღია თასზე"
2 ოქრო, 1 ვერცხლი და გუნდური პირველი ადგილი - ასეთია ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ვარშავის "ევროპის ღია თასზე". ამჯერად ჩემპიონები ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ლევან წიკლაური (81) გახდნენ, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მეორეზე გავიდა.

როგორც ვხედავთ, ქართული ფინალი აქაც გაიმართა - 73-ში. ანალოგიური ერთი კვირის წინათაც ვიხილეთ დიუსელდორფის "დიდ მუზარადზე", ოღონდ - 81-ში, როცა ფინალში იგივე წიკლაური ავთანდილ ჭრიკიშვილთან დამარცხდა.

წიკლაურის მეორე ფინალიც აღსანიშნავი ფაქტია, უფრო კი - მისი ჭიდაობის საკმაოდ მაღალი ხარისხი.

ეს ტურნირი სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდებოდა გერმანიისას - 37 გუნდი კი გამოდიოდა, მაგრამ ნაკლებად იყვნენ ვარსკვლავები, ხოლო იაპონიისა და სამხრეთ კორეის გუნდები საერთოდ არ ჩასულან პოლონეთში. ამის მიუხედავად, ასე ზედიზედ მიწყობილი ქართული ფინალები ან თუნდაც იმავე წიკლაურის მიღწევები მაინც სასიამოვნო ფაქტია.

გერმანიისგან განსხვავებით, თანაგუნდელთა ახლანდელი საფინალო შეხვედრა თვალსასეირო სანახავი არ გამოდგა. გამარჯვებულის ბედი გაფრთხილებებით გადაწყდა - რეხვიაშვილმა სამი შიდო მიიღო, ტატალაშვილმა - ორი და ოქროს მედალიც დაისაკუთრა. მის ჭიდაობაშიც იგრძნობოდა პროგრესი, რასაც, იმედია, კიდევ გააგრძელებს.

ტატალაშვილმა ხუთი ორთაბრძოლიდან სამში იპონით იმარჯვა - ირლანდიელ ლოიდ მანინგთან, პოლონელ დამიან სზვარნოვიცკისთან დ გერმანელ სოშინ კაცუმისთან, რუს დენის იარცევს კი გაფრთხილებით მოუგო.

რეხვიაშვილმა პირველ წრეში გერმანელი შტეფან ფრიდრიხი ვაზარით დაამარცხა, ესპანელი ევროპის ჩემპიონი კიოში უემაცუ - იუკოთი, ხოლო უკრაინელ სერგეი დრებოტსა და ბრიტანელ იან გოსიევსკის გაფრთხილებებით გასცდა.

წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მიჰყვა და იპონებით გავიდა ფინალში - სერბი ალექსეი ნეფედოვი ორ წუთზე ცოტა მეტ დროში დააიპონა; ესტონელმა ევგენი სალეევმა იუკო კი აართვა, მაგრამ 3 წუთზე მეტი ვერ გაუძლო; თითქმის ოთხ წუთამდე გაუძალიანდა ფრანგი კვენტინ ჟუბერი; ნახევარფინალში კი რუს მაქსიმ ბუგასთან მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა მშვენივრად შეეკრა და მეტად ლაზათიანი ბრუნით წმინდად დაახეთქა ტატამზე.

ფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინიკოვსი იყო, რომელმაც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - წიკლაურმა ვაზარ-იუკოთი მოიგო.

Video

ლევან წიკლაურმა ვარშავის ტურნირი მოიგო

სამწუხაროდ, ამ ტურნირზე დამაიმედებელს მეტს ვერაფერს დავწერთ. გერმანული ტურნირის მსგავსად, აშკარად იგრძნობოდა ლიდერებსა და სათადარიგოებს შორის დამაფიქრებელი სხვაობა - რამდენადაც საგრძნობია პირველთა წინსვლა, იმდენად ჩამორჩებიან სამარქაფოები.

პოლონეთშიც შანსი, ძირითადად, ამათ მისცეს, თუმცა შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა.

ვარშავაში თუ ვინმემ რამე აღსანიშნავი გააკეთა, ისევ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა. ამ სამი მედალოსნის გარდა, ჩვენგან კიდევ 8 ჭიდაობდა, მაგრამ ისე წააგეს, დამამშვიდებელში მხოლოდ ერთი გადავიდა - შალვა ქარდავა (66).

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მესამე იყო. ამჯერად პირველ შეხვედრაში ავსტრიელი ალექსანდერ ვაიხინგერი გვარიანად დაჯაბნა - იუკოც აართვა, კიდეც გააფრთხილებინა და ბოლოს იპონზეც დასცა.

ჰოლანდიელ იესპერ დე იონგს გაფრთხილებებით მოუგო, მეოთხედფინალში კი ფრანგ კილიან ლე ბლუშთან იპონზე დაეცა. სანუგეშოში პირველივე შეხვედრაში წმინდად წააგო პორტუგალიელ სერგეი ოლეინიჩთან.

ჩვენი დანარჩენი მონაწილეებიდან ხვიჩა ხუციშვილი (81), ლაშა ტაველური (90) და დავით ლორიაშვილი (100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, ვაჟა მარგველაშვილმა (60), პაატა მერებაშვილმა (60), პაატა ღვინიაშვილმა (81) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს, ბექა ღვინიაშვილმა (90) - ორი.

თანაც, უმეტესობამ უსახელო მეტოქესთან წააგო. ამას ვერ ვიტყვით მხოლოდ მარგველაშვილზე, რომელმაც ბრაზილიელ დიეგო სანტოსთან დათმო პაექრობა, და პაპინაშვილზე - ის მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ იელდოშ სმეტოვთან დამარცხდა, ვინც თბილისის წლევანდელ ტურნირზე იმავე მარგველაშვილსა და ამირან პაპინაშვილს მოუგო.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ბექა ღვინიაშვილი, როგორც ტალანტი. სამწუხაროდ, მან იმედები ვერ გაგვიმართლა.

თავიდან უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვს იპონით მოუგო, უნგრელ კრისტიან ტოტთან კი გამარჯვება მეტოქის ტრავმამ მოუტანა, როცა ორივეს თითო გაფრთხილება ჰქონდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე დასამახსოვრებელი ბექას საქციელი იყო, როცა მეტოქეს წამოდგომაში და ტატამიდან გასვლაში მიეხმარა, რითაც დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა; მესამე წრეში კი ფრანგ ლუდოვიკ გობერთან წააგო და ტურნირიდანაც გამოვარდა.

იქნებ ამ პაექრობის არბიტრს ცოტა შევედავოთ კიდეც, რომ მეტოქე დაინდო და არ გააფრთხილა, მაგრამ ჩვენებურსაც მეტი მართებდა.

სხვა ჩვენებურებიდან ასევე ყურადღებას იქცევდა ჟორჟოლიანის დაბრუნების მცდელობა, მაგრამ მან თავი მხოლოდ ლიტველ კაროლის ბაუზასთან მოგებით დაგვამახსოვრა, რასაც მონღოლ ენკბატ ერდენებილეგთან წაგება მიაყოლა.

კვარცხლბეკი

60 კგ. 1. იელდოშ სმეტოვი; 2. აიბეკ იმაშევი; 3. რუსტამ იბრაიევი (სამივე - ყაზახეთი), ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი (მონღოლეთი).

66 კგ. 1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა); 2. იაკუბ შამილოვი (რუსეთი); 3. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი), კილიან ლე ბლუში (საფრანგეთი).

73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი; 2. ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - საქართველო); 3. იან გოსიევსკი (ბრიტანეთი), სოშინ კაცუმი (გერმანია).

81 კგ. 1. ლევან წიკლაური (საქართველო); 2. კონსტანტინ ოვჩინიკოვსი (ლატვია); 3. მაქსიმ ბუგა (რუსეთი), კვენტინ ჟუბერტი (საფრანგეთი).

90 კგ. 1. მარკ ოდენტალი (გერმანია); 2. ლუდოვიკ გობერტი (საფრანგეთი); 3. ცოგტგერელ ხუტაგი (მონღოლეთი), მილან რანდლი (სლოვაკეთი).

100 კგ. 1. ორ სასონი (ისრაელი); 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია); 3. დავიდ ალარზა (ესპანეთი), კლემენტ დელვერტი (საფრანგეთი).

+100 კგ. 1. სერგეი პროხინი; 2. რენატ საიდოვი (ორივე - რუსეთი); 3. იუჰან მეტისი (ესტონეთი), ალესიო მასკეტი (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალიკა
...გენაცვალეთ ჯიგარში...
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის