საქართველოს თასი. მერვედფინალი. საპასუხო მატჩები

000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

მენდი

ტრავმირებულია

თბილისის "დინამომ" წინასასეზონო პრეზენტაციაზე ემანუელ მენდი წარადგინა და 20-ნომრიანი მაისურა გადასცეს. 22 წლის სენეგალელი ფლანგის მცველი "ლივერპულის" სარეზერვო გუნდში გამოდიოდა, მოსამზადებელ ეტაპზე თბილისელთა ჩეხ დამრიგებელს, დუშან უჰრინს თავი მოაწონა და ცხადია, მაყურებელი მის გამოჩენას ელოდა.

თუმცა, სეზონი დაიწყო, "დინამომ" ფოთის "კოლხეთთან" თასზე ორი შეხვედრა უკვე გამართა, მენდი კი არც ერთი მატჩის განაცხადში არ მოხვედრილა.

როგორც დავადგინეთ, სენეგალელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და 2 კვირა მაინც დაისვენებს.

ირაკლი ძარია: არსად არ მივდივარ!

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი თურქული შეკრების შემდეგ რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა: ბათუმის "დინამოში" იჯარით გაუშვა ნიკა დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი - ტრანსფერზე დააყენა და მის გაშვებას საჩხერეს "ჩიხურაში" დათანხმდა.

გასარკვევი იყო ლევან ხმალაძისა და ირაკლი ძარიას საკითხი, რომლებიც შეკრებაზე ლუგანსკის "ზარიასთან" ბოლო შეხვედრის შემდეგ პირველ გუნდთან აღარ ვარჯიშობდნენ. ჯერ იყო ინფორმაცია, რომ სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ მოსალოდნელი მოხდა, ძარიაც და ხმალაძეც გუნდში დააბრუნეს და ფოთის "კოლხეთთანაც" ითამაშეს.

მომხდარზე "კოლხეთთან" მატჩის შემდეგ ირაკლი ძარიას დავეკითხეთ, რომელმაც ფოთელებს პირველი გოლი გაუტანა და დაბრუნება ასე აღნიშნა. თუმცა, ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა: "მიხარია, რომ გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავედით. რაც შეეხება ჩემი და "დინამოს" ურთიერთობას, ვიყავი და ვრჩები ამ გუნდის წევრად, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, არსად წასვლას არ ვაპირებდი და პრობლემური საკითხები არ არსებობს".

მერაბ მამულაშვილი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა