ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მეტალურგი-დინამო (ბთ) 1:0 - ერთადერთი შანსი

მეტალურგი-დინამო (ბთ) 1:0 - ერთადერთი შანსი

საქართველოს თასი. მერვედფინალი. საპასუხო მატჩები
ევროტურნირებზე მოსახვედრად "მეტალურგს" ერთადერთი შანსი რჩება - საქართველოს თასზე მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

ამ მაქსიმალურ შედეგში კი, რაღა თქმა უნდა, თასის აღება იგულისხმება და აი, ერთ-ერთი ნაბიჯიც გადადგმულია: გიორგი ყიფიანის გუნდმა ერთობ რთულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში შეძლო ბათუმის "დინამოს" ძლევა.

მატჩის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელებმა ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაინანეს, ორრაუნდიანი დაპირისპირების სირთულესაც ხაზი გაუსვეს და საპასუხო შეხვედრის შეფასებაშიც ერთ აზრზე იყვნენ.

ჩვენც ვეთანხმებით გიორგი ყიფიანსა და გია გურულს (ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს): საპასუხო შეხვედრის (სადაც მასპინძლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ) პირველი ტაიმი "მეტალურგის" უპირატესობით წარიმართა და გოლიც ლოგიკური იყო; აი, მეორე ტაიმი კი, როცა სტუმრებს დასაკარგი მართლაც არაფერი ჰქონდათ, "დინამომ" ბევრად უფრო აქტიურად ჩაატარა და ერთი-ორი მწვავე შეტევაც განახორციელა, მაგრამ მეოთხედფინალის საგზურის მომტანი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

...ზამთრის პაუზის დროს ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და ამ სათასო მატჩში მოედანზე არაერთი ახალწვეულიც ვიხილეთ: რომან ახალკაცი, გოგა ფიფია, ზურაბ მენთეშაშვილი (სამივე - "მეტალურგი"), გიორგი ტყეშელაშვილი, გიგა ჟვანია, ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ბესიკ ჩიმაკაძე (ხუთივე - "დინამო"); ამათგან ფიფიას აქტიური თამაშია აღსანიშნავი - ცენტრალური შუამარბის პოზიციაზე გამწესებულმა არაერთი პრობლემა რომ შეუქმნა მეტოქის დაცვის ხაზს.

"მეტალურგმა" აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა და მატჩის დებიუტშივე ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსიც გაჩნდა: მარცხენა ფლანგზე ანზორ სუხიაშვილისა და რევაზ გეწაძის აქტიური თამაში მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით დასრულდა, მაგრამ კარიდან ერთ მეტრში მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ ბურთი ივან პიცანს "დაუმიზნა"!

მასპინძლები აქტიურ თამაშს განაგრძობდნენ და ეს მონდომება მალე დაუფასდათ კიდეც: ანზორ სუხიაშვილმა ჩინებული სოლო-რეიდი განახორციელა მარცხენა ფლანგზე და სტუმრებს ისღა დარჩენოდათ, საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეეჩერებინათ "მეტალურგის" მარცხენა მცველი.

მოკლედ, პენალტი ეჭვს არ იწვევდა და ლუკა რაზმაძემაც ჩვეულ სტილში, აუღელვებლად შეასრულა 11-მეტრიანი. სამწუხაროდ, პენალტთან ერთად ბათუმელებს სხვა უსიამოვნებაც შეემთხვათ: ტრავმის გამო მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო გიორგი ტყეშელაშვილმა და გია გურულს ტაქტიკური გადაადგილებების მოხდენა მოუწია.

გოლის შემდეგ სტუმრებმა ერთი-ორჯერ შეუტიეს, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. ერთ ეპიზოდში ზურაბ ბათიაშვილმა დაასწრო ბესიკ ჩიმაკაძეს; აი, მომდევნო კი, ცოტა არ იყოს, საკამათოდ გვეჩვენა: რუსთაველთა საჯარიმოში გიორგი გავაშელიშვილისა და ბესიკ ჩიმაკაძის ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის წაქცევით დამთავრდა, თუმცა სტუმართა პროტესტის მიუხედავად, მატჩის არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა შეხვედრაში მეორე პენალტი აღარ დანიშნა.

ისე, სტუმართა წარმომადგენლები არბიტრის ქმედებით მთელი მატჩის განმავლობაში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას: აი, თუნდაც მეორე ტაიმში, როცა რაზმაძემ (ვისაც მანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული) აუტის ხაზთან ჩიმაკაძესთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია: ბათუმელები მიიჩნევდნენ, რომ არბიტრს რუსთაველთა ნახევარმცველი უნდა გაეფრთხილებინა (რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავდა), მაგრამ არბიტრმა მხოლოდ საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

საერთოდ კი, პირველისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში სტუმრები ბევრად აქტიურად გამოიყურებოდნენ და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. თუმცა ეს უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ მოედნის 75 პროცენტზე ჰქონდათ: მასპინძლებს საკუთარი საჯარიმო უნარიანად ჰქონდათ გადაკეტილი და ზურაბ ბათიაშვილსაც საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

სამაგიეროდ, ბათუმელებმა შორი და საშუალო მანძილიდან დარტყმები მოსინჯეს, მაგრამ ვერც ჩიმაკაძემ გაისწორა მიზანი და ვერც - ამირან მუჯირმა. ისე, ბათუმელთა უბერებელი კაპიტანი, ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ: 39 წლის მუჯირმა ორჯერ დასცხო თავისი საფირმო "ცაცია", მაგრამ ორჯერვე მცირეოდენ არაზუსტად.

მასპინძლებმა კი ორი მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და ორჯერვე ახლოს იყვნენ მიზანთან: ჯერ იყო რევაზ გეწაძის ფლანგური გარღვევა და ზუსტი პასი, თუმცა რომან ახალკაცი საკმაოდ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

აი, მეორე ეპიზოდი კი ამ დაძაბული თამაშის ერთ-ერთი მშვენება იყო: ზურაბ მენთეშაშვილმა ჩინებული პასით ფლანგურ გარღვევაზე გაიყვანა დავით საჯაია (ეს ახალგაზრდა გარემარბი ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაშში). ამ უკანასკნელმა ასევე ზუსტი პასით ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომლის ეფექტურ თავურ დარტყმას ბათუმელთა უკრაინელმა მეკარემ არანაკლებ ეფექტური ნახტომი შეაგება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა