"20 წელიწადი ერთი ტაქტიკით რომ თამაშობ, სხვა სტილზე სწრაფად გადასვლა ძნელია. სამწუხაროდ, ქომაგთა ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი, თანაც "ადგილობრივი" კაპიტანი ჰყავს: საფრანგეთში გატარებული წლების შემდეგ 31 წლის ირაკლი მაჩხანელი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის "არმაზის" ღირსებას იცავს.

რას ნიშნავს მისთვის ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავური, სწორი გზით მიდის თუ არა საქართველოს ნაკრები, რა მოხდებოდა, რუს მოთამაშეებს საჯარიმო დარტყმები უფრო ზუსტად რომ შეესრულებინათ და რას უნდა ველოდეთ ესპანელებთან მატჩში - ამ ყველაფერზე "ბორჯღალოსანთა" ახალი წინამძღოლი ლაპარაკობს.

- არ მეგონა, საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ამხელა პასუხისმგებლობა თუ იქნებოდა... სათამაშოდ გასვლისას ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ნაკრები როგორ ითამაშებს. გუნდის შეკვრა, მობილიზება მევალება; საჯარიმო კარში დავარტყათ თუ აუტში გადავიტანოთ - ესეც კაპიტნის გადასაწყვეტია.

ძალიან მეხმარებიან ნაკრების ლიდერები - დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი წინამორბედის, ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის წვლილიც - გუნდში დალაგებული სისტემა რომ დამხვდა, სწორედ "აბუს" დამსახურებაა.

- მწვრთნელის თქმით, კაპიტნად იმიტომ შეგარჩია, რომ საქართველოში თამაშობ და შენთან ხშირი კონტაქტის შესაძლებლობა აქვს...

- ნაკრების საქართველოში მოთამაშე წევრები ჰეიგის ხელმძღვანელობით კვირაში 2-3-ჯერ ვვარჯიშობთ. სანაკრებო მატჩის შემდეგ ლეგიონერები იმავე ღამეს კლუბებში მიემგზავრებიან. მე კი აქ ვრჩები და მწვრთნელს შეუძლია, კაპიტანთან ერთად განვლილი მატჩი გააანალიზოს...

- ჩვენი მორაგბეები რამდენად სწრაფად ითვისებენ ახალ ტაქტიკას?

- ჰეიგის მიზანია, ნაკრებმა ისე ითამაშოს, როგორც პორტუგალიასთან მატჩის საწყის წუთებზე: 12 წელიწადია, ეროვნულ გუნდში ვთამაშობ და პირველად ვნახე, საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება 15-ფაზიანი შეტევის შემდეგ რომ შეძლო!

შერკინება თავის საქმეს რომ გააკეთებს, ხაზი მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა გაიშალოს. არც ისაა აუცილებელი, ბურთის ერთი ფრთიდან მეორეზე გადატანისას ყველა მორკინალი იქით გარბოდეს. თამაშს თავად შერკინების მოთამაშეებიც უნდა შლიდნენ, მოედნის ყოველ მეოთხედზე 3-4 თანაგუნდელი იყოს. როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს, ისე ვართ ჩვენც - 20 წელიწადი ერთი ტაქტიკით რომ თამაშობ, სხვა სტილზე სწრაფად გადასვლა ძნელია.

სამწუხაროდ, ქომაგთა ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. ასეთი ტაქტიკით თამაში მხოლოდ ჩვენ კი არა, ასაკობრივმა ნაკრებებმა უნდა ისწავლონ და წარსულს უნდა ჩაბარდეს ტაქტიკა, როცა საქმის 90%-ს მორკინალები აკეთებდნენ. ეს მორკინალებისთვისაც ცუდია და უკანა ხაზის მოთამაშეებისთვისაც, რადგან ვერ ვვითარდებით.

მერწმუნეთ, ძველი ტაქტიკით რომ გვეთამაშა, იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც, მაგრამ თუ სტილი არ შევიცვალეთ, წინ ვერ წავალთ, ვერ დავამარცხებთ ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც იტალია, ირლანდია და შოტლანდია არიან...

- ფაქტია, რომ ბოლო დროს მილტონ ჰეიგს კრიტიკოსები მოუმრავლდა...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ მხოლოდ ცუდს ვხედავთ... კომპეტენტურია თუ არა ამ საქმეში, რაგბიზე ლაპარაკი ყველამ დაიწყო.

ჰეიგს უნდა, გაშლილი რაგბი გვათამაშოს, მაგრამ თვითკრიტიკულნი უნდა ვიყოთ: ვარსკვლავები არც მოთამაშეები ვართ; მოედანზე შემსრულებელია საჭირო, თორემ ზელანდიის ნაკრების მწვრთნელიც რომ ჩამოიყვანო, თუ იმას მოგვთხოვს, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ბუნებრივია, ვერ შევასრულებთ.

- გადაწყვეტილია, რომ 9 მარტს ესპანეთის ნაკრებს "მიხეილ მესხის" სტადიონზე დავხვდებით...

- კარგია და იმედია, ამ საჩუქარს (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების მატჩის თარიღი გადასწია და სტადიონი მორაგბეებს დაუთმო. - ავტ.) მაყურებელიც დააფასებს. ესპანელთა პლუსი ის არის, რომ პორტუგალიელთა მსგავსად, შვიდკაცა რაგბის პროფესიული ლიგა მათაც აქვთ და სწრაფი თამაში და ხელდახელ ბურთაობა კარგად ეხერხებათ. თუმცა, ჩვენ ყველა მეტოქესთან ბოლომდე ვიხარჯებით და ამჯერადაც ასე იქნება. მით უმეტეს, მადრიდში შარშანდელი წაგებისთვის ესპანელებთან რევანში გვაქვს ასაღები...

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებენ

რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]

საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]

ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]

საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]

საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ

lasha
მართალია! თუ ტაქტიკა არ შევცვალეთ წინ ვერ წავალთ...ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდულის თამაში გადაწიაო...მეცინება, არც იგეგმებოდა 9-ში არანაირი თამაში, უბრალოდ არ უნდოდათ რაგბისტების შეშვება..))
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა