პოლონელმა პილოტმა "სიტროენ რეისინგთან" გააფორმა კონტრაქტი
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, პოლონელმა რობერტ კუბიცამ რალიში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა - მან ფრანგულ საჯინიბოსთან, "სიტროენ რეისინგთან" გააფორმა კონტრაქტი. კუბიცას პირველი სტარტი 21 მარტს ელის. ის Citroen DS3 RRC-ის მანქანით კანარის კუნძულების რალიში მიიღებს მონაწილეობას. ეს ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპი გახლავთ. ამის შემდეგ, პორტუგალიის რალიდან მოყოლებული, პოლონელი WRC2-ის სერიაში (ყოფილი Super 2000) გააგრძელებს გამოსვლას.

"სანამ ამ პროგრამას ავირჩევდი, სხვადასხვა ვარიანტი განვიხილე, - ამბობს კუბიცა. - მუდმივი კონტაქტი მქონდა "სიტროენ რეისინგთან" და ორივე მხარე მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ასეთ ძლიერ ჩემპიონატში ჩავერთვები. კანარის კუნძულების რალიში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება უნდა გახდეს. მოუთმენლად ველი სტარტზე გასვლას, თუმცა კონკრეტულ მიზნებს არ ვისახავ. რალიში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ამიტომაც პრაქტიკა მჭირდება".

საერთო ჯამში, კუბიცა და "სიტროენ რეისინგი" 2013 წელს შვიდ რბოლაში გეგმავენ გამოსვლას. გამორიცხული არ არის, რომ პოლონელი ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპზე ვიხილოთ.

Citroen DS3 RRC-ს სპეციალურად მოამზადებენ კუბიცასთვის, რომელიც ბოლომდე ვერ მომჯობინდა 2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ნება დართო ფრანგულ გუნდს, ამ მანქანაზე დაამონტაჟოს სპეციალური გადაცემათა კოლოფი გადართვის ჰიდრავლიკური სისტემით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ში დაბრუნების თარიღის დასახელებას არ ჩქარობს

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა